4 ოქტომბრის  საქმეზე დაკავებულები პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ – რამდენიმე მსჯავრდებულმა გლდანის ციხე 16 ოქტომბერს დატოვა.  მათ შორისაა ოზურგეთელი კახაბერ კვაჭანტირაძეც.

გათავისუფლების შემდეგ ტელეკომპანია „ტვ პირველისთვის“ მიცემულ პირველ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმება იყო „ტაქტიკური უკანდახევა სტრატეგიული მიზნის მისაღწევად“… „მე ახალს არაფერს არ ვიტყვი ამ ხელისუფლებაზე. მოკლედ ვიტყვი –  ქოცობა ტეხავს“ – განაცხადა მან.

საპატიმრო ასევე დატოვეს  გიორგი ტალახაძემ, მიშო თოლორდავამ, დავით გიუნაშვულმა, გია თოლირდავამ, იური ლომიძემ.

ერთ წლიანი ნამდვილი სასჯელი, 3 წელი კი პირობითი – ასეთია პროკურატურის პირობები ციხიდან გათავისუფლებულების მიმართ.

6-ვე მსჯავრდებულს 4 ოქტომრბის საქმეზე 5 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

ტვ. პირველის ფოტო

მსგავსი სტატიები