ესპანეთის ქალაქი როკეტას დე მარი, 14-20 ოქტობერს მასპინძლობდა მსოფლიო პირველობას 7-17 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის. ჩემპიონატში ჩართულ 750-მდე უნიჭიერეს და წარმატებულ მოჭადრაკეთა შორის, საქართველოს დელეგაცია 12 მოჭადრაკით იყო წარმოდგენილი.თავიდანვე უნდა ვთქვათ ,რომ ესპანეთიდან არავინ დაბრუნებულა უარყოფითი შედეგით.ბევრი მედალთანაც ძალიან ახლოს იყო, თუმცა ამხრივ ყველაზე შთამბეჭდავი, 17 წლამდე ასაკში მოასპარეზე ბათუმელი კესარია მგელაძის შედეგი აღმოჩნდა. მან უშუალო მეტოქესთან ერთად 11 ტურში 9,5-9,5 ქულა დააგროვა და ოქროს ტოლფასი ვერცხლი აიღო და რეიტინგიც კარგად აიმაღლა. ქართველთაგან მეორე მოჭადრაკე,რომელმაც მაღალი შედეგი (8 ქულა) აჩვენა, 11 წლის სარა სალთხუციშვილია. ძალიან სასიამოვნოა,რომ მესამე შედეგი 7,5 ქულით ოზურგეთელმა 11 წლის ლაზარე ჩხარტიშვილმა აჩვენა, რაც ჭაბუკებში ყველაზე საუკეთესო აღმოჩნდა.
საერთოდ ლაზარემ შეგვაჩვია შეჯიბრებებიდან მედლით დაბრუნება, თუმცა ამჯერად , ძალზე დიდი კონკურეციის პირობებში (მსოფლიოს 100 საუკეთესოს შორის) მისი მე-4 ადგილი ნამდვილად უნდა ვაღიაროთ ძალიან კარგ შედეგად. შეიძლება ლაზარეს მწვრთნელი-დიდოსტატი დ.მაღალაშვილი უფრო მეტს ელოდა, მაგრამ ჩვენ ლაზარეს გულშემატკივრები, მსოფლიო არენაზე ნაჩვენები ამ მიღწევითაც კმაყოფილი ვართ.
მსგავსი სტატიები
- 70
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14… - 66
დინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი… - 63
· 4 მაისს ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში ჩატარდა ღია საგაზაფხულო მუნიციპალური ჩემპიონატი 13 და 15 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის, რომელშიც 17 მონაწილე იყო ჩართული. იგი აქტიური ჭადრაკის რეგლამენტით(15 წუთი, პლუს თითოეულ სვლაზე 5 წამის დამატებით) შვიდ ტურად ჩატარდა. მასში ძირითადად ის მოჭადრაკეები ღებულობდნენ მონაწილეობას, რომლებიც კარგი სათამაშო კლასით და მიღწევებით გამოირჩევიან.… - 63
4 თებერვალს, სუმოს სამყარომ სამუდამოდ გააცილა ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი სუმოს სამყაროდან. საზეიმო ცერემონია რომელიც რიკიშისათვის ოიჩო-მაგეს (სუმოტორების ვარცხნილობა) რიტუალურ შეჭრას გულისხმობს, ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანის“ სასახლეში გაიმართა.თმის შეჭრის ცერემონიაში მონაწილეობა 300-მდე ადამიანმა მიიღო. მათ შორის იყვნენ ლევან გორგაძის ოჯახის წევრები და მეგობრები, ქართველი ექს-რიკიშები - კოკკაი და გაგამარუ, ლევანის კლუბის პრეზიდენტი… - 63
29 სეტემბერს დამთავრდა ვაჟთა შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ჩემპიონატი ჭადრაკში , რომელიც ადგილობრივ საჭადრაკო კლუბში ოთხ დღეს მიმდინარეობდა. იგი შვეიცარული, სისტემით 7 ტურად გაიმართა და მასში 14 მოჭადრაკე იყო ჩართული. უფროსი თაობის მოჭადრაკეებთან ერთად ჩემპიონატში ის ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ რომლებმაც წელს წარმატებებს მიაღწიეს, როგორც ადგილობრივ, ისე რესპუბლიკურ,თუ საერთაშორისო დონის ასაკობრივ…