ყაზახი მხატვრის, სერგეი შჩეგოლიხინის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის  თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში  11 ოქტომბერს გაიმართა.

მხატვარი უკვე რამდენიმე წელია  სტუმრობს საქართველოს და მათ შორის გურიას, მას შემდეგ, რაც მისი შვილი მარია შჩეგოლიხინა საქართველოში დაოჯახდა .

ხედები თბილისის სხვადასხვა უბნიდან, მწვანე კონცხიდან, გომის მთიდან, ანასეულიდან, ურეკის, ბათუმის, შავი ზღვის პეიზაჟები, ეს მხატვრის ნამუშევრების ძირითადი თემატიკაა.

გამოფენა ხელოვნებათმცოდნე ლია ურუშაძემ გახსნა, ისაუბრა მხატვრის ბიოგრაფიულ შტრიხებზე,  ნამუშევრების თავისებურებებზე:

_ამ გამოფენით გაიხსნა საშემოდგომო სეზონი, რაოდენ სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მხატვარმა თავად გამოთქვა სურვილი, მისი ნამუშევრები ჩვენს ცენტრში გამოფენილიყო. მას ძალიან მოსწონს საქართველო და ფიქრობს გურიაში დასახლდეს.  აქ წარმოდგენილია ფერწერა, ნატურმოტრი, და რაც მთავარია, ნახატებში არის სინათლე. 2011 წელს მხატვრის ნამუშევრები თბილისში, ქარვასლაში ყოფილა გამოფენილი.“

ავთანდილ თავართქილაძე,მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის  თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის დირექტორი :

„_ კარგია, რომ მხატვარს უყვარს საქართველო, გურია, მარიაც ქართველების რძალია. რაც მთავარია, მხატვარს აქვს თავისუფალი სივრცის შეგრძნება  და მრავალფეროვნება. კულტურათა გაცვლაც იგეგმება და ქართველი მხატვრების გამოფენაც გაიმართება ყაზახეთში. ოზურგეთიდან მე და თამაზ დარჩია მივიღებთ მონაწილეობას“.

მხატვრის შემოქმედებაზე ისაუბრეს თამაზ დარჩიამ _ გურიის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე; მხატვარმა ვახტანგ მამეიშვილმა. აღინიშნა, რომ ასეთი თბილი ფერები ახასიათებთ ყაზახ მხატვრებს.  თავად ბატონი სერგეი, რეალისტი მხატვარია. ხატავს იმას, რასაც ხედავს და აღიქვამს.

„გურია, ეს საქართველოს ოაზისია, აქ მწვანე ფერები მეფობს. ამიტომაც არის ასეთი სილამაზე, მადლობა ყველას, მამას ასეთი დაფასებისთვის, მადლობა ხელოვნების ამ ლამაზ ცენტრს და მის მესვეურებს.“ _  ამ სიტყვებით გადაუხადა მადლობა ოზურგეთის საზოგადოებას მარია შჩეგოლოხინამ,  რომელიც პატარა შვილთან ერთად სტუმრობდა გურიას.

ავტორი: ნინო ნიკოლაიშვილი

მსგავსი სტატიები

  • 60
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 60
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
  • 60
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 56
    „ანზორ ერქომაიშვილმა ჩვენ დაგვიბრუნა ჩვენი ეროვნული მუსიკალური იდენტობა“    ეს იყო ისტორიული სიტყვა წარმოთქმული სვიმონ ჯანგულაშვილის მიერ, დიდი ანზორ ერქომაიშვილის დაკრძალვისას მთაწმინდაზე „ვენ ვიმყოფებით საკრალურ ადგილზე. სვეტიცხოველთან, დიდგორთან, გელათთან, ჭყონდიდთან თუ ოშკთან ერთად, ეს ერთერთი ყველაზე წმინდა ადგილია საქართველოში და დედამიწაზე. და ამ ადგილის მნიშვნელობა ჩვენი ეროვნული თვითშეგნებისათვის, ჩვენი კულტურისათვის განუზომლად გაზარდა ღვთაებრივმა ილია მართალმა, როდესაც ეს…
  • 56
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…