-
მსოფლიო რაგბიმ პარიზულ შეხვედრაზე ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო
-
ბორჯღალოსნები ელიტარულ ნაკრებებს წლების განმავლობაში ვერ შეხვდებიან
- დღეს, პარიზში გამართულ მსოფლიო რაგბის უმაღლესი დონის შეხვედრაზე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელიც საერთაშორისო რაგბიში ძირეულ ცვლილებებს გამოიწვევს, ქართული რაგბითვის კი ის ერთმნიშვნელოვნად უკან გადადგმული ნაბიჯია.Rugbyrama-ს ინფორმაციით, მსოფლიო რაგბიმ 2026 წლიდან ახალი ტურნირის – ერთა თასის დაარსება გადაწყვიტა, რომელშიც პლანეტის უძლიერესი 12 ნაკრები იქნება ჩართული, ბორჯღალოსნებს და ტიერ 2-ის სხვა წევრებს კი ჩელენჯერის სერიით დაკმაყოფილება მოუწევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები წლების განმავლობაში წამყვან ნაკრებებთან თამაშის საშუალება აღარ ექნება.აღნიშნული დაყოფის შესახებ ბოლო წლებში აქტიური საუბარი მიმდინარეობდა და მცირე იმედი არსებობდა, რომ ქართველი მორაგბეების გარჯაც დაფასდებოდა, თუმცა, ასე არ მოხდა.
მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით, ელიტარულ ლიგაში, რომელიც 2026 წლიდან ყოველ ორ წელიწადში, ივლისსა და ნოემბერში ჩატარდება (არ დაემთხვევა მსოფლიო თასებისა და ბრიტანელი ლომების ტურნეების წლებს), 6 ერისა (საფრანგეთი, ინგლისი, ირლანდია, შოტლანდია, უელსი, იტალია) და რაგბი ჩემპიონშიპის (ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, არგენტინა) წარმომადგენლები ჩაებმებიან.
-
- მსოფლიო რაგბიმ პარიზულ შეხვედრაზე ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო
- ბორჯღალოსნები ელიტარულ ნაკრებებს წლების განმავლობაში ვერ შეხვდებიან
დღეს პარიზში გამართულ მსოფლიო რაგბის უმაღლესი დონის შეხვედრაზე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელიც საერთაშორისო რაგბიში ძირეულ ცვლილებებს გამოიწვევს, ქართული რაგბითვის კი ის ერთმნიშვნელოვნად უკან გადადგმული ნაბიჯია.
Rugbyrama-ს ინფორმაციით, მსოფლიო რაგბიმ 2026 წლიდან ახალი ტურნირის – ერთა თასის დაარსება გადაწყვიტა, რომელშიც პლანეტის უძლიერესი 12 ნაკრები იქნება ჩართული, ბორჯღალოსნებს და ტიერ 2-ის სხვა წევრებს კი ჩელენჯერის სერიით დაკმაყოფილება მოუწევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები წლების განმავლობაში წამყვან ნაკრებებთან თამაშის საშუალება აღარ ექნება.
აღნიშნული დაყოფის შესახებ ბოლო წლებში აქტიური საუბარი მიმდინარეობდა და მცირე იმედი არსებობდა, რომ ქართველი მორაგბეების გარჯაც დაფასდებოდა, თუმცა, ასე არ მოხდა.
მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით, ელიტარულ ლიგაში, რომელიც 2026 წლიდან ყოველ ორ წელიწადში, ივლისსა და ნოემბერში ჩატარდება (არ დაემთხვევა მსოფლიო თასებისა და ბრიტანელი ლომების ტურნეების წლებს), 6 ერისა (საფრანგეთი, ინგლისი, ირლანდია, შოტლანდია, უელსი, იტალია) და რაგბი ჩემპიონშიპის (ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, არგენტინა) წარმომადგენლები ჩაებმებიან.
სიძლიერის მიხედვით მომდევნო 12 ნაკრები მონაწილეობას უკვე ჩელენჯერის სერიაში მიიღებს. ესენი არიან პორტუგალია, საქართველო, სამოა, ტონგა, ურუგვაი, აშშ, ესპანეთი, რუმინეთი, ნამიბია, ჩილე, კანადა და ჰონგ კონგი.
სათქმელია ისიც, რომ პირველ ეტაპზე ტურნირებს შორის გავარდნა-აღზევების სისტემა არ იმოქმედებს და ის ძალაში მხოლოდ 2030 წლიდან შევა. ეს მოთხოვნა არგენტინის რაგბის კავშირმა დააყენა და მას არცთუ დიდი ენთუზიაზმით დაეთანხმნენ, თუმცა, დამატებითი დათქმის გათვალისწინებით.
საქმე ის გახლავთ, ჩელენჯერის სერიაში პირველ-მეორე ადგილებზე გასული ნაკრებები ერთა თასის აუტსაიდერებს დამატებით პლეი ოფში შეხვდებიან და ელიტაში მხოლოდ დამატებითი მატჩების მოგების შემთხვევაში მოხვდებიან. მოკლედ, მსოფლიო რაგბი ამჯერადაც ცდილობს, რომ ტურნირი მაქსიმალურად ჩაკეტილ ფორმებში ჩაატაროს.
საინტერესოა, რომ ახალი შეჯიბრის ფორმატის დასამტკიცებლად 51-დან 39 ხმა იყო საჭირო. თავიდანვე გაცხადდა, რომ 10 ხმა წინაღმდეგ იყო, გადამწყვეტი კი საფრანგეთის პოზიცია გახლდათ, რომელსაც 3 ხმა გააჩნდა. ფრანგების ძირითადი პრეტენზიები შეჯიბრის ვადებს ეხებოდა, რომლებსაც შესაძლოა, შიდა ჩემპიონატის განრიგი აერია. როდესაც მათი მოთხოვნა გათვალისწინებულ იქნა, ერთა თასის მომხრეთა რიცხვი 41-მდე ავიდა და გადაწყვეტილებაც მიიღეს. ამავე სხდომაზე გადაწყდა, რომ 2027 წლის მსოფლიო თასიდან მოყოლებული, ფინალურ ეტაპზე არა – 20, არამედ 24 ნაკრები ითამაშებს.
ჯერჯერობით, უცნობია, ახალ პროექტს მხარი დაუჭირა თუ არა საქართველოს რაგბის კავშირმა, თუმცა, როგორც ამასწინათ მსოფლიო რაგბის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა – არგენტინელმა აგუსტინ პიშომ მიანიშნა, ქართული მხარე მომხრეთა შორის იყო, რაც მის გაოგნებას იწვევდა. ცნობისთვის, რაგბი სამხრეთ ამერიკის თავმჯდომარემ – ურუგვაელმა სებასტიან პინეირუამ ახალ ლიგას “რაგბის სიკვდილი” უწოდა.
- ავტორი დათო მანჯავიძე
- europop
მსგავსი სტატიები
- 59საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 59"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 57ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 54დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 48საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…