დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში (ციხისფერდი) აქაურებმა მდინარე ნატანების აუზში ჩინეთის გზებისა და ხიდების კომპანიის საქართველოს ფილიალის მიერ მდინარე ნატანების ქვიშა-ხრეშის მოპოვება გააპროტესტეს.
_ ოზურგეთი-ნატანების ძველი მაგისტრალის გასწრივ, კენჭისპირში 20 ოჯახიდან 10 ოჯახი დავრჩით.ათეული წლების მანძილზე მდინარე ნატანების აუზში ქვიშა-ხრეშის უსისტემოდ ამოღების გამო დაიმეწყრა ჩვენი უბანი. არავინ უნაზღაურებს დამწყვრის გამო მიყენებულ ზიანს აქაურ პაატა გიორგაძეს. არის გაუთავებელი ხმაური, მტვერი. ჩვენს სიტყვიერ პროტესტს არანაირი ძალა არ აქვს _ გვითხრა ლოვიკო მუჯირმა.
როგორც მან გვითხრა, იგი ჩვენი იქ მოსვლის შემდეგ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მერის წარმომადგენელს სოფელ გურიანთაში დაუკავშირდა, თუმცა მან ზარებს არ უპასუხა.
მუჯირის ნათქვამი დაადასტურა სტანისლავ კაცაძემ, როელმაც აღნიშნა, რომ გურიანთაში ჭები დაშრა, რაც აქ მომუშავე კომპანიების საქმიანობას უკავშირდება.
გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოსთან“ და ადგილობრივებთან ერთად მდინარე ნატანების აუზში ახლახან შემოსული ჩინეთის გზებისა და ხიდების კომპანიის საქართველოს ფილიალის მიერ გახსნილი ახალი კარიერი მოვინახულეთ. ავტომანქანები ქვიშა-ხრეშს ეზიდებოდნენ.
როგორც ამ კომპანიის თანამშრომელმა იაკობ ლექვინიძემ გვითხრა, ისინი აქ ერთი თვეა რაც ინტენსიურად მუშაობენ. აქვთ ყველა საბუთი, რომელსაც დაინტერესებულ გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციას მიაწოდებენ.ისინი დასაწყობების შემდეგ ეზიდებიან მოპოვებულ ინერტულ მასალას სუფსა-გრიგოლეთის ავტომაგსტრალის მშენებლობაზე.
გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელი ირმა გორდელაძე გარემოს დაცვის სამსახურს დაუკავშირდა. გარემოს დამცველები მალევე მოვიდნენ.
ისინი ადგილობრივ მოსახლეობას, კომპანიის წარმომადგენელს და „ეკოს“ დამფუძნებელს ესაუბრნენ.
შედგა შესაბამისი ოქმი.
_ჩვენ, მოსახლეობის წარმომადგენლებთან შეთანხმებით წერილობით მოვითხოვეთ მდინარე ნატანების სანაპიროზე არსებული ქვის სატეხი და აქვე არსებული ქვა-ღორღის მომპოვებელი კარიერის კანონიერება და მებართვები. ასევე მოვითხოვეთ ის ნებართვები, რომელიც გაიცა ადგილობრივი თვითმმართველობისა და წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ _ გვითხრა ირმა გორდელაძემ.
2022-2023 წლებში თურქულმა კომპანია „პოლატმა“ ლიცენზიის გარეშე (პრემიერის ნებართვით) მდინარე ნატანების აუზში სოფელ ციხისფერდიდან დაწყებული ვიდრე ქ. ოზურგეთში შემოსვლამდე 3 მილიონი კუბური მეტრზე მეტი ქვიშა-ღორღი ამოიღო. მათ არასწორი მოპოვების შედეგად 1,8 ჰექტარი მიწის საკარმიდამო ფართობი დააკარგვინეს გურიანთელ ფერმერს აკაკი ღლონტს, რომელსაც იქ პავლონიის ხეები ჰქონდა გაშენებული. რატომღაც გურიანთელები „პოლატის“ მიმართ პასიურები იყვნენ.
გაზეთი „ალიონი“ ამ თემაზე კვლავ გააგრძელებს მუშაობას.
მსგავსი სტატიები
- 76წლებია, გაზეთი „ალიონი“, სხვა მედიასაშუალებები წერს გურიის მდინარეებში, განსაკუთრებით შავიზღვისპირა 20-კილომეტრიან ზოლში ქვიშა-ხრეშის უსისტემოდ მოპოვების შესახებ, თუმცა შესაბამისი სამსახურებიდან რეაგირება არ არის. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა მდინარე ნატანების აუზში, 20-კილომეტრიან ზოლში, სადაც ბოლო წლებში ჯერ თურქული კომპანია „პოლატი“ მუშაობდა,რომელმაც 3 მილიონი კუბური მეტრი ინერტული მასალა ამოიღო ციხისფერდი-გურიანთა-ქ. ოზურგეთში შემოსვლამდე მონაკვეთზე და…
- 722024 წლის მარტის თვიდან მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში კომპანიამ ბახვი ჰესი არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსი განაახლა, რომელიც კომპანიის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო ხაზის ერთ-ერთი პროექტია. ტრენერები გიორგი ბერეჩიკიძე და ხათუნა იოსავა კვლავ აგრძელებენ გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიების თემებთან დაკავშირებული საკითხების სწავლებას. 2024 წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ…
- 71შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, კენიიდან რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხის გადმორგვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც შეკვეთილის დენდროლოგიური პარკში განმარტავენ, ბაობაბების გადმოტანისას, ხელოვნური შეფერხებების გამო რვავე ბაობაბის ხე გახმა. „ინტერპრესნიუსი“ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: კერძოდ, აღნიშნავენ, რომ „ჩასაფრებულმა პოლიტიკანებმა“ და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იდეოლოგიური ბრძოლის ფრონტი გამართეს აფრიკის კონტინენტზე.…
- 67გურიის მდინარეებში ინერტული მასალების უკონტროლო მოპოვებამ ბევრი უარყოფითი შედეგი მოუტანა რეგიონს. დიდი ალბათობით, მათი მიზეზით გახშირდა მეწყერული პროცესები, იქ სადაც კარიერებია ზიანდება საკარმიდამო ნაკვეთები, ნადგურდება საძოვრები, ჭებში დაშრა წყლები. სოფელ გურიანთის ტერიტორიაზე ცნობილ ფერმერს აკაკი ღლონტს კომპანია „პოლატის“ მიერ დიდი ზიანი მიადგა. მდინარემ 1,8 ჰექტარი საკარმიდამო ფართობი წაართვა, სადაც პავლონია…
- 66დღეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში, მდინარე სუფსის სანაპიროსთან, ხალხმრავალი აქცია გაიამართა. აქციის მონაწილეები კომპანია „ახალი ქარხანა“ მიერ მდინარე სუფსის აუზში ინერტული მასალის კანონდარღვევით ამოღებას აპროტესტებდნენ. აკეთელები ამბობდნენ, რომ ინერტული მასალების არასწორი მოპოვების გამო მდინარემ საყანე ფართობები მიიტაცა, ასევე გაანადგურა მდინარისპირა საძოვრები, რომლითაც ამ სოფლის მაცხოვრებელთა პირუტყვი სარგებლობდა, ჭებში დაშრა წყლები,…