შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ისრაელში თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემა THAAD-ს და ამერიკელ ჯარისკაცებს გააგზავნის.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განმარტებით, აღნიშნული ნაბიჯის მიზანი ისრაელის დაცვაა.
ამასთან, პენტაგონის პრესსპიკერმა, გენერალ-მაიორმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ ეს განლაგება არის უფრო ფართო კორექტირების ნაწილი, რომელიც აშშ-ის სამხედროებმა განახორციელეს ბოლო თვეებში ისრაელის მხარდასაჭერად და ამერიკელი პერსონალის დასაცავად ირანის და ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების თავდასხმებისგან.
Reuters-ი წერს, რომ ისრაელის საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გათვალისწინებით, აშშ-ის სამხედრო განლაგება ისრაელში, წვრთნების მიღმა, იშვიათია. შეერთებული შტატების ჯარები ბოლო თვეებში დაეხმარნენ ისრაელს ახლო აღმოსავლეთში სამხედრო გემებისა და გამანადგურებლებისგან თავის დაცვაში, როდესაც ის ირანის თავდასხმის ქვეშ მოექცა, მაგრამ ისინი ისრაელის ფარგლებს გარეთ იყვნენ ბაზირებული.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები თავისი ჯარისკაცების სიცოცხლეს საფრთხეში აყენებს აშშ-ის სარაკეტო სისტემების სამართავად მათი ისრაელში განლაგებით.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 61ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც დაირღვა ხმების მოსყიდვის, ამომრჩეველთა დაშინების, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭოებში საეჭვო დანიშვნებით, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენების: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ჯერი კონოლის ერთობლივ…
- 59შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედ MRB ბანკს, რომელიც ჩართული იყო რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობაში, _ ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული. „საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა დაადგინა ხუთი ორგანიზაციისა და ერთი ფიზიკური პირისგან შემდგარი ქსელი, რომლებიც დაფუძნებული არიან რუსეთში და რუსეთის…
- 59_საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და რიტორიკის საპასუხოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ვიცე-პრეზიდენტმა იუროვამ ისაუბრა საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ ევროკავშირის მიერ გატარებულ ზომებზე, თუმცა განაცხადა, რომ გამოსავალი მარტივია: „თუ არსებობს პოლიტიკური ნება“. იუროვას თქმით, საქართველოს მთავრობამ…
- 58ჩეჩნეთში სამხედრო კოლონას ესროლეს, არის მსხვერპლი. ამის შესახებ რუსეთის ეროვნული გვარდია („როსგვარდია“) ავრცელებს. მათი განცხადებით, ხუთშაბათს უცნობმა პირებმა ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოს შემოგარენში სამხედრო კოლონას ესროლეს. უწყების ცნობით, მინიმუმ ერთი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა, ხოლო კიდევ ერთი დაჭრილია. „როსგვარდიის“ განცხადებით, რუსეთის ძალოვანი სტრუქტურები ცდილობენ იპოვონ და დააკავონ თავდამსხმელები. წყარო: ipn.ge
- 57უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში რუსების კონტრშეტევა შეაჩერეს. ამის შესახებ კურსკის ოლქში უკრაინული სამხედრო კომენდატურის წარმომადგენელმა, ალექსეი დმიტრაშკოვსკიმ გამოცემა AFP-სთან საუბარში განაცხადა. “ისინი [რუსები] ფლანგებიდან შეტევას ცდილობდნენ, მაგრამ ისინი გააჩერეს. სიტუაცია სტაბილიზებულია და დღეს ყველაფერი კონტროლის ქვეშაა, მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს”, - განაცხადა დმიტრაშკოვსკიმ. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარებმა “მცირე…