გარემოს ეროვნული სააგენტო 12-14 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს:

15 ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში  შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოში კი 13 ნოემბერს ზოგან მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი.

ქ. თბილისში 12 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება, 13 ნოემბერს კი მოიღრუბლება და მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 13-14 ნოემბერს დღის საათებში +12, +14 გრადუსამდე დაიკლებს.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა  დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): შედარებით თბილი, უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით   +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით  +14, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა  დღისით   +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უმეტესად  უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 12 ნოემბერს დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 13-14 ნოემბერს +12, +14 გრადუსამდე დაიკლებს..

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 12 და 14 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 13 ნოემბერს ზოგან მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 12 ნოემბერს დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 13-14 ნოემბერს +12, +14 გრადუსამდე დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მსგავსი სტატიები

  • 93
    ამ თარიღამდე ზაფხული დაბრუნდა - სინოპტიკოსები მოსალოდნელ ამინდზე გვაფრთხილებენსინოპტიკოსების პროგნოზით, პირველ ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ღამის საათებში კი დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება. „თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18, ღამით კი +3, +5 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი,…
  • 77
    საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი22-23 ნოემბერს გამოიდარებს და კვლავ თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 24 ნოემბრამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 22 ნოემბერს ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა 8-17, ხოლო…
  • 77
    ამინდი მკვეთრად უარესდება _მოსალოდნელი პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტო 23-26 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) მოსალოდნელია ხანმოკლე…
  • 73
    3 ნოემბრიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება1-2 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, 3 ნოემბერიდან კი გაწვიმდება და გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს დღისით დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს. თბილისში 1-3 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 3-4 ნოემბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის…
  • 73
    როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1-ელ ნოემბრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +17, +22 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 27 და 30 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. ტემპერატურა +9, +14 გრადუსი იქნება.…