ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში შპს „ბეთლემი 2008“-ის მიერ ცემენტის საწარმოს მშენებლობის თემა მოსახლეობაში არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევს. მიმდებარე კვაჭალათის მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი არ დაუშვებენ სოფელში ეკოლოგიურად საშიში ცემენტის ქარხნის ამოქმედებას.
მოსახლეობის ასეთი განწყობის ერთ-ერთი საბაბი სოფელ ლიხაურში, ადმინისტრაციულ შენობაში 2024 წლის 2 დეკემბერს გამართული სკოპინგის ანგარიშის განხილვაა, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ლიხაურელი დაესწრო და მოსახლეობა ფაქტიურად ინფორმაციულ ვაკუუმში აღმოჩნდა.
გარემოსდაცვითი დეპარტამენტის წარმომადგენლებმა განხილვაზე განაცხადეს, რომ სკოპინგის ანგარიშის შესახებ შესაბამისი განცხადება იდო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ვებ.გვერდზე, ასევე სოფელ ლიხაურის მოსახლეობამ წინა დღით, მობილურის საშუალებით მიიღეს შეტყობინება ამ განხილვის შესახებ, რაც მათი აზრით საკმარისი ღონისძიება იყო მოსახლეობის ინფორმირებულობისათვის.
როგორც ჩანს, ეს ასე არ არის, რასაც შემდეგ პერიოდში მოსახლეობის მშენებლობის საწინააღმდეგოდ გააქტიურება მოწმობს. ისე, სკოპინგის ანგარიშის განხილვაზე ვერც პროექტის ავტორებმა „მწვანე მრჩევლებმა“ წარმოადგინეს ეკოლოგიური საფრთხეების პრევენციული ზომების შესახებ დასაბუთებული არგუმენტები.
ლიხაურელები პერიოდულად უკავშირდებიან გაზეთ „ალიონის“ რედაქციას და ატყობინებენ რა ხდება კვაჭალათზე, შპს „ბეთლემი 2008“ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე.
წელს, იანვრის მეორე ნახევარში „ბეთლემი 2008“ აზერბაიჯანიდან ცემენტის საწარმოსთვის საჭირო დანადგარები შემოიტანა. შპს „ბეთლემი 2008“ დირექტორმა გელა კობალაძემ გარემოსდაცვით სათემო ორგანიზაცია „ეკოსთან“ ერთად ადგილზე გვაჩვენა დასაწყობებული დანადგარები და გვითხრა, რომ გზშ-ს განხილვა-დასრულებამდე არანაირ მშენებლობას არ აპირებდნენ.
15 იანვარს სსიპ გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გამოსცა ბრძანება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში,შპს „ბეთლემი 2008“-ის ცემენტის საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციაზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ.“
აღნიშნული ბრძანების შესაბამისად „ბეთლემი 2008“ ვალდებულია, გზშ-ის ანგარიშის მომზადება უზრუნველყოს #76 დასკვნის შესაბამისად.
არსებული ინფორმაციით ადგილობრივმა მოსახლეობამ კი საწარმოს აგების წინააღმდეგ ხელწერილები შეაგროვა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიას გადასცა.
რამდენიმე დღის წინ მოსახლეობამ საწარმოს ტერიტორიაზე შესვლა მოითხოვა.
_სოფელ ლიხაურში, კვაჭალათის მცხოვრებლებმა შეამჩნიეს, რომ დიდი ტრანსპორტი _ამწე მოძრაობდა შპს „ბეთლემი 2008“-ის საპროექტო არეალში და რაღაც საქმიანობა მიმდინარეობდა. შეიკრიბა ადგილობრივი მოსახლეობა და გარემოსდაცვით ორგანიზაცია „ეკოს“ დაუკავშირდნენ. რა თქმა უნდა მივედით ადგილზე და აჭარა-გურიის ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები გამოვიძახეთ.ავუხსენით მათ, რომ პროექტი არის სკოპინგის ეტაპზე და იქ არის წინასწარი სამზადისი მათ ამოსაქმედებლად.
მოვიდა ბრიგადა, (ხელმძღვანელი იყო კობალაძე). მოსახლეობაც იქ იყო. მათ შემოწმება-ინსპექტირება მოახდინეს. ადგილზე ნახეს მიტანილი ცემენტის საწარმოსთვის საჭირო დანადგარები, იქვე ამოღებული და დასაწყობებული ბალასტი, მოახდინეს ყველაფრის ფოტოგადაღება, შეადგინეს შესაბამისი ოქმი. გვითხრეს, 10 დღის ვადაში გაცნობებთ პასუხს, რა გადაწყვეტილებას მივიღებთო.
მოსახლეობამ აჭარა-გურიის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან დააფიქსირა, რომ ისინი არ დაუშვებდნენ ლიხაურში ცემენტის ქარხნის ამოქმედებას _გვითხრა გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელმა ირმა გორდელაძემ.
გაზეთი „ალიონთან “ შპს „ბეთლემი 2008“ დირექტორმსა გელა კობალაძემ გააკეთა კომენტარი:
_სოფელ ლიხაურში, კომპანიის საკუთრებაში არსებული არასასსოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დაგეგმილია ცემენტის საწარმოს მოწყობა-ექსპლუატაცია.
ქვეყნის მასშტაბით და ჩვენს რეგიონშიც ბოლო წლებში ფიქსირდება ინფრასტრუქტურის განვითარების მაღალი ტემპი, რის შედეგადაც საგრძნობლად გაზრდილია მოთხოვნა სამშენებლო მასალებზე, მათ შორის მაღალი ხარისხის ცემენტზე. შესაბამისად შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.
საწარმოს ძირითადი ინფრასტრუქტურა, მათ შორის ნედლეულის სასაწყობო სივრცეები, ასევე საპროექტო წისქვილები განთავსდება გადახურულ შენობაში.
წისქვილის დანადგარები აღიჭურვება სახელოებიანი ფილტრებით, რომლის ეფექტურობა პროექტის მიხედვით 99,96 პროცენტია.
პროექტით საწარმო თვეში 15 დღით იმუშავებს. დღიურად 1200 ტონა მზა პროდუქციას გამოუშვებს. ეს არის 960 ტონა კლინკერის( 80 %), 180 ტონა ღორღის (15%) და 60 ტონა თაბაშირის (5%) ნაზავი. აქ მთავარი, რაც მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ის არის, რომ აქ მოხდება მხოლოდ დასახელებული ნედლეულის შეკუპაჟება და ადგილზე დაფასოება. აქ არ იქნება არავითარი გამონაბოლქვი. არ იქნება არც მაზუთი, არც გაზი, მხოლოდ ელექტროენერგიას გამოვიყენებთ. იმუშავებს 2 ამრევი „ბარაბანი“.
კლინკერს და თაბაშირს სავარაუდოდ თურქეთიდან შემოვიტანთ.
მონიტორინგის ჯგუფი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება და გზშ-ს განხილვაზე მათ ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი _გვითხრა გელა კობალაძემ.
ცემენტის საწარმოს მშენებლობის თემას კვლავ დავუბრუნდებით.
მსგავსი სტატიები
- 79ოზურგეთს და ოზურგეთელებს კარგად ახსოვს ტოქსიკური წარმოების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები, რომელიც ინდური კომპანიის მიერ ექადიის ტერიტორიაზე, მდინარე აჭისწყლის მიმდებარედ ჯერ ტყვიის და შემდეგ ალუმინის გადამამუშავებელ საწარმოს მოწყობას უკავშირდებოდა. მოსახლეობის, არასამთავრობო სექტორის ხანგრძლივ პროტესტს, სპეციალისტების რჩევებს შედეგი მოჰყვა. მოსახლეობა არ დაპირისპირებია ადგილობრივ ხელისუფლებას, პირიქით, მათგან გვერდში დგომას ითხოვდა და შედეგსაც…
- 76დღეს, სოფელ ლიხაურში, ადმინისტრაციულ შენობაში შპს „ბეთლემი 2008“-ის მიერ ცემენტის საწარმოს მოწყობა-ექსპლოატაციის შესახებ სკოპინგის ანგარიში განიხილეს. ჟურნალისტები, ლიხაურის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთი-ლიხაურის მარშრუტის მიკროავტობუსით მივედით. ჩვენს კითხვაზე მგზავრებისადმი, იცოდნენ თუ არა მათ სოფელში ცემენტის საწარმოს მოწყობის თაობაზე სკოპინგის ანგარიშის განხილვის შესახებ, უარყოფითად გვიპასუხეს, მხოლოდ ერთმა ქალბატონმა თქვა, რომ სოფლის ცენტრში რაღაც…
- 752024 წლის მარტის თვიდან მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში კომპანიამ ბახვი ჰესი არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსი განაახლა, რომელიც კომპანიის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო ხაზის ერთ-ერთი პროექტია. ტრენერები გიორგი ბერეჩიკიძე და ხათუნა იოსავა კვლავ აგრძელებენ გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიების თემებთან დაკავშირებული საკითხების სწავლებას. 2024 წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ…
- 74შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, კენიიდან რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხის გადმორგვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც შეკვეთილის დენდროლოგიური პარკში განმარტავენ, ბაობაბების გადმოტანისას, ხელოვნური შეფერხებების გამო რვავე ბაობაბის ხე გახმა. „ინტერპრესნიუსი“ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: კერძოდ, აღნიშნავენ, რომ „ჩასაფრებულმა პოლიტიკანებმა“ და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იდეოლოგიური ბრძოლის ფრონტი გამართეს აფრიკის კონტინენტზე.…
- 72წლებია, გაზეთი „ალიონი“, სხვა მედიასაშუალებები წერს გურიის მდინარეებში, განსაკუთრებით შავიზღვისპირა 20-კილომეტრიან ზოლში ქვიშა-ხრეშის უსისტემოდ მოპოვების შესახებ, თუმცა შესაბამისი სამსახურებიდან რეაგირება არ არის. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა მდინარე ნატანების აუზში, 20-კილომეტრიან ზოლში, სადაც ბოლო წლებში ჯერ თურქული კომპანია „პოლატი“ მუშაობდა,რომელმაც 3 მილიონი კუბური მეტრი ინერტული მასალა ამოიღო ციხისფერდი-გურიანთა-ქ. ოზურგეთში შემოსვლამდე მონაკვეთზე და…