22 ოქტომბერს ოზურგეთში „ალეგრობა“ გაიმართება.
ამის შესახებ განცხადებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„ალეგრობა 2025“ -ის ფარგლებში 15:00 საათიდან ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და ჭადრების პარკში გაიმართება:
• ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
• გურული კერძების მასტერკლასი და დაგემოვნება;
• ღვინის კუთხე და დეგუსტაცია;
• საბავშვო გასართობი სივრცე (ანიმატორები, დრამერები, ზღაპრის გმირები, დიდ ეკრანზე მულტფილმების ჩვენება);
• ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავის ყვავილებით შემკობა;
• ადგილობრივი ფოლკლორული, ქორეოგრაფიული და საესტრადო ანსამბლების კონცერტი;
• 18:00 საათი – ოზურგეთის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება;
• 20:00 საათი – კონცერტი ჯგუფ „ურსას“ და DJ გიგა პაპასკირის მონაწილეობით.
გელით ყველას, ერთად აღვნიშნოთ ტრადიციული სახალხო დღესასწაული!?“
– ნათქვამია ოზურგეთის მერიის განცხადებაში.
მსგავსი სტატიები
- 73
ძვირფასო თანამოქალაქეებო და ძვირფასო სტუმრებო, 13 იანვარს 17:00 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია გიწვევთ სოფელ შემოქმედში მდებარე ეთნოგრაფიულ სივრცეში - ერთად აღვნიშნოთ კალანდა! 17:00 - 20:00 საათი - ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, თეატრალიზებული პერფორმანსები, გურული კერძების კულინარიული მასტერკლასი, ტრადიციული საკალანდო რიტუალების გაცოცხლება -… - 68
- 68
- 67
დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზაალ მამალაძე ხელმძღვანელობდა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა, საკრებულოს თავმჯდომარედ ჯუმბერ ბერძენიშვილი აირჩიეს. კენჭისყრა ჩატარდა საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად (ფარული კენჭის ყრა) ბიულეტენების გამოყენებით. საკრებულოს სხდომას ესწრებოდა 36 წევრი. ხმა მისცა 35-მა წევრმა, ხოლო საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა მაია რამიშვილმა („ძლიერი საქართველო-ლელო“)…


