9 თებერვალ ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მემორიალური ტურნირი, რომელიც ცნობილ საჭადრაკო მოღვაწის, გიგლა ლომჯარიას დაბადებიდან 75 და გარდაცვალებიდან 20 წლისთავს მიეძღვნა. მასში, უფროსი თაობის მოჭადრაკეებთან ერთად, ახალგაზრდა , გამოცდილი და ტიტულოვანი მოჭადრაკეებიც მონაწილეობდა. ტურნირი რაპიდის რეგლამენტით მიმდინარეობდა, რომელიც წრიული სისტემით, ორ ეტაპად, გაიმართა. პირველ ეტაპზე გამოვლინდა საუკეთესო ექვსეული, რომელშიც პირველი ეტაპის შედეგებით გავიდნენ: ნიკოლოზ ბარამიძე, გივი სიამაშვილი, დავით კიღურაძე, ელგუჯა ურუშაძე, ამირან თავაძე და ანზორ ქუტიძე. საპრიზო ადგილებისათვის ბრძოლაში ყველას ელგუჯა ურუშაძემ აჯობა, რომელმაც ერთი ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ გივი სიამაშვილს. განსაკუთრებულ შექებას იმსახურებს ამირან თავაძე,რომელმაც 8 პარტიიდან 5,5 ქულა აიღო და ძლიერთა შორის დამსახურებულად დაიკავა მესამე საპრიზო ადგილი.
წარმატებული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ მედლებით დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით.
ტურნირის დახურვისას, კიდევ ერთხელ აღინიშნა ბატონი გიგლას შესახებ, რომელსაც მეუღლე- მზია წერეთელთან ერთად, დიდი ღვაწლი მიუძღვის ოზურგეთში და ზოგადად გურიაში ჭადრაკის განვითარების საქმეში.
მსგავსი სტატიები
- 65
ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 65
ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
- 64
დინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…
- 63
27 სექტემბერს, ქ.ოზურგეთში გაიმართა საქართველოს სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადა- „ნონას თასი-2024“-ის, მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებდა გურიის რეგიონის საჯარო სკოლებიდან საუკეთესო საჭადრაკო გუნდის გამოვლენას.როგორც ჭადრაკის მოყვარულებმა იციან ეს მაშტაბური ღონისძიება ტარდება საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ერთობლივი პროექტით და მასში მონაწილეობს 10 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებით შედგენილი ქვეყნის საჯარო…
- 63
ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში მიმდინარეობს მოსწავლეთა შორის მუნიციპალური ღია ჩემპიონატი გოგონათა და ჭაბუკთა შორის,რომელიც იმავდროულად წარმოადგენს, ვაჟთა და ქალთა შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირსაც. 16 მონაწილეს შორის უმეტესობა გამოცდილი და ტიტულოვანი მოჭადრაკეა, რომლებიც თავიანთ ასაკობრივ კატეგორიებში, წელს წარმატებით მონაწილეობდნენ რეგიონალურ, თუ რესპუბლიკურ შეჯიბრებებში. შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით,7 ტურად ტარდება. საბოლაო შედეგების…