მზია ამაღლობელს ეძლევა გარკვეული კალორაჟის საკვები, კვების აღდგენის პროცესი ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, ექიმები ე.წ. რეფიდინგ პროტოკოლით ხელმძღვანელობენ.
„დავიწყეთ კვების აღდგენის პროცესი. ვხელმძღვანელობთ შესაბამისი ე.წ. რეფიდინგ პროტოკოლით. მას ეძლევა გარკვეული კალორაჟის საკვები, კვების აღდგენის პროცესი ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს“,_აღნიშნა ჩხაიძემ.
ცნობისთვის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა. მზია ამაღლობელმა, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება 38-ე დღეს მიიღო. ის დაკავების მომენტიდან შიმშილობდა.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 63
სრული პასუხისმგებლობით თქვენი ჯანმრთელობისთვის! - ამ ლოზუნგით კლინიკა „ვივამედის“ექიმებმა ტრადიციული უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია,ამჯერად, გურიის რეგიონის მოსახლეობისთვის ჩაატარეს. სოფელ გომსა და შემოქმედში 2 დღის განმავლობაში პაციენტებს იღებდნენ სხვადასხვა პროფილის ექიმები: ქირურგი, ანგიოქირურგი, უროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ოფთალმოლოგი, ნევროლოგი, ფსიქიატრი, გინეკოლოგი, მამოლოგი, კარდიოლოგი. მოქალაქეებს ჩაუტარდათ მუცლის ღრუს ექოსკოპიური კვლევები, მამოლოგიური და ფარისებრი ჯირკვლის…
- 63ინფექციონისტის, მაია ბუწაშვილის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში. როგორც მან განმარტა, დასაწყისში ახასიათებს გრიპისმაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება. 1-3 დღეში ვითარდება გამონაყარი, რომელიც იწყება სახიდან და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზეც, მათ შორის ხელის და ფეხისგულებზეც. გამონაყარი ჯერ კვანძოვანია, შემდეგ…
- 58
2024 წელს, ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის ფარგლებში გურიის რეგიონში მიმდინარეობს პოპულაციაში მაღალი არტერიული წნევის გამოვლენის აქცია. აღნიშნული აქტივობა მიმდინარეობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის,საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების ორგანიზებითა და ქალაქების-ოზურგეთი, ლანჩხუთის, ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით. გაზომვების თვე“ ჰიპერტენზიის სკრინინგის გლობალურ კამპანიას საქართველო უკვე მერვედ…
- 52
დონალდ ტრამპი 500 მილიარდი დოლარის დოლარის ღირებულების პროექტს იწყებს _ გეგმა, სახელწოდებით Stargate, მიზნად ისახავს მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური გიგანტების შეკრებას კიბოს განკურნების მიზნით. AI ინდუსტრიის ლიდერებთან OpenAI-სთან, SoftBank-თან და Oracle-თან ერთად დაწყებული პროექტი მიზნად ისახავს "უზრუნველყოს ამერიკული ტექნოლოგიების მომავალი“. პრეზიდენტის თქმით, დაფინანსებამ შესაძლოა 500 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. მისი ახალი ადმინისტრაცია…
- 51
31 აგვისტოს და 1 სექტემბერს გურიის რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით სამედიცინო აქცია ჩატარდება. კომპანია „პარვუს ჯგუფის“გურიის სოციალური პროექტების ფარგლებში დიაგნოსტიკური და სკრინინგული კვლევების უფასო აქცია შემოქმედის თემში, სოფელ გომსა და შემოქმედში გაიმართება. მსურველებს ჩაუტარდებათ კონსულტაციები და ექოსკოპიური კვლევები შემდეგი მიმართულებით:კარდიოლოგია, ენდოკრინოლოგია, ოფთალმოლოგია, ოტორინოლარინგოლოგია, გინეკოლოგია, ნევროლოგია, მამოლოგია, უროლოგია, ქირურგია, სისხლძარღვთა ქირურგია,…