„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკურმა ბრიგადებმა დიდთოვლობის გამო დაზიანებული ენერგოინფრასტრუქტურის ნაწილის აღდგენა უკვე მოახერხეს. თუმცა, საგანგებო რეჟიმში მუშაობა კვლავ გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ელექტროენერგია ამ დროისთვის შეზღუდვით მეწოდება ოზურგეთის სოფლების ნაწილს, ასევე, ლანჩხუთის ორი სოფლის – სუფსას და ჩოჩხათის ნაწილს, ჩოხატაურში კი სამი სოფლის – ზემო ხეთის, სამებას და თხილგანის ნაწილს.
„კომპანიის ტექნიკური სამსახური ამ წუთებშიც აქტიურად მუშაობს აღდგენით სამუშაოებზე და აბონენტების უმრავლესობას მოკლე დროში აღუდგება ენერგომომარაგება.
საგანგებო რეჟიმში მუშაობა მიმდინარეობს ასევე ქობულეთში, სადაც სოფლების ნაწილს უკვე აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება. თუმცა, ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი აბონენტები ძაბვას შეძლებისდაგვარად დროულად მიიღებენ.
ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა ასევე ბათუმის მიმდებარე დასახლებების – სამების და ფერიას აბონენტების უმრავლესობას. მუშაობა აქაც მიმდინარეობს და დღის ბოლომდე სრულად აღდგება ენერგომომარაგება.
მუნიციპალიტეტების რაიონული ცენტრები ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდებიან“, _ აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სტატიები
- 64
„ბახვი ჰესმა“ მთისპირის თემში მაცხოვრებენ შშმ პირებსა და მარტოხელა მოხუცებს სურსათი და საჭირო მედიკამენტები ჩაუტანა. ასეთი სულ 25 ოჯახია. ასევე „ბახვი ჰესი“ გზების გაწმენდის პროცესში სტიქიის პირველივე დღიდან ჩაერთო მძიმე ტექნიკით და გაწმინდა მთისპირის ცენტრალური გზა, ასევე სოფლები უკანავა და ვანისქედი. „ბახვი ჰესის“მოხალისეები სოფელ მთისპირში აქციას დღესაც აგრძელებენ. …
- 64
„ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ - ასე ჰქვია ჯილდოს, რომელიც ბახვი ჰესის პროექტმა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს კორპორაციული მდგრადობის კონკურსის ფარგლებში მიიღო. საერთაშორისო ჟიურიმ კომპანიას ჯილდო SDG (მდგრადი განვითარების მიზანი) მე-16 მიზანი _ „მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები“აღსრულებაში მიანიჭა. ბახვი ჰესის პროექტის ფარგლებში 2021 წლის 5 აგვისტოს დაფუძნებული მრჩეველთა საბჭო, მისი…
- 63
#ჩვენ ერთად ვაშენებთ 2024 წლის ოქტომბერში ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის გარემოდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წლის რიგით მესამე, გასვლითი შეხვედრა გაიმართა სტეფანწმინდაში. ვიზიტის ფარგლებში, საბჭოს წევრებმა ქართულ-ავსტრიული კომპანიის, შპს „ენერგო არაგვის“ მიერ აშენებული და დღეს ოპერირებაში მყოფი მცირე ჰიდროელექტროსადგურები - არაგვი ჰესი და არაგვი ჰესი 2 მოინახულეს.…
- 63
ინტერვიუ ბახვი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან მოგესალმებით ბატონო გიორგი, როგორ მიმდინარეობს პროექტი და რამდენად ახლოსაა მისი განვითარება დასახულ მიზნებთან? მოგესალმებით და დიდი მადლობა ინტერესისთვის. ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვაშენებთ ჰიდროელექტროსადგურს და შესაბამისად ხელს ვუწყობთ განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას, რაც ვფიქრობ, საამაყო იქნება როგორც ჩემთვის პირადად, ასევე, ამ პროექტში პირდაპირ თუ…
- 62
ინტერვიუ -ბახვი ჰესის შრომისა და უსაფრთხოების ხელმძღვანელთან, მიხეილ ნატროშვილთან _ ბატონო მიხეილ, ზამთარი ახლოვდება და გაგვიზიარეთ, რა სამუშაოებს ატარებს კომპანიის შრომისა და უსაფრთხოების სამსახური ცივი თვეების დროს სამუშაოების სწორად და უსაფრთხოდ საწარმოებლად? _ დიდი მადლობა ინტერესისთვის, არის რიგი მოსამზადებელი სამუშაოებისა, რომელიც უნდა განახორციელოს კომპანიამ ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად. პირველ რიგში…