დღეს, 23 თებერვალს, 90 წელი შეუსრულდა ცნობილ მეცნიერს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, ღირსების ორდენოსანს, ოზურგეთის საპატიო მოქალაქეს, ბატონ ვალერიან (ვოვა) ცანავას.
ვალერიან ცანავა დაიბადა 1935 წელს ქ. სოხუმში, 1953 წელს დაამთავრა სოხუმის #1 საშუალო სკოლა და ჩაირიცხა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, რომელიც 1958 წელს დაასრულა აგროქიმია – ნიადაგმცოდნეობის სპეციალობით. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იგი სამუშაოდ გაიგზავნა ანასეულში, ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო – კვლევით ინსტიტუტში. 1961-1964 წლებში ვ. ცანავამ გაიარა ასპირანტურაში სწავლების სრული კურსი სასუქებისა და ინსექტოფუნგიციდების სამეცნიერო – კვლევით ინსტიტუტში (ქ. მოსკოვი) 1966 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, დაბრუნდა ანასეულში და საქმიანობა გააგრძელა მშობლიურ ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის (1966-1972), სამეცნიეო დარგში დირექტორის მოადგილის (1972-1995), გენერალური დირექტორის (1995-2006), სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის (2006-2011) და აგროქიმია-ნიადაგმცოდნეობის ლაბორატორიის ხელმძღვანლის (2011-დან) პოზიციებზე.
1988 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე „ჩაის მცენარის აზოტოვანი კვების აგროქიმიური საფუძვლები“. ვალერიან ცანავა 1992 წელიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტია, ხოლო 1995 წლიდან – აკადემიის ნამდვილი წევრი. იგი არის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის და სამეცნიერო ჟურნალის „მოამბე“ სარედაქციო საბჭოს წევრი.
მნიშვნელოვანია ბატონი ვალერიანის წვლილი ქართული მეცნიერების და სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის განვითარებაში. იგი ავტორია 215 სამეცნიერო ნაშრომის , მათ შორის, 3 მონოგრაფიის, 1 სახელმძღვანელოს, 1 პრაქტიკული სახელმძღვანელოს, 6 გამოგონების და პატენტის. მონაწილეა რიგი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო პროგრამების და პროექტების.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მონოგრაფიები: „ჩაის მცენარის აზოტით კვების აგროქიმიური საფუძვლები“ (1985 წ.) და თანაავტორობით (მ. დარასელია, ი. ვორონცოვი, ვ. გვასალია) გამოცემული. „საბჭოთა კავშირის მეჩაიეობა“ (1988).
დიდია ვალერიან ცანავას წვლილი სამეცნიერო კადრების მომზადების საქმეში. მისი ხელმძღვანელობით მომზადებული და დაცულია ორ ათეულამდე სამაგისტრო, საკანდიდატო და სადოქტორო ნაშრომები.
ამაგდარი მეცნიერი წარმატებით აგრძელებს საქმიანობას ნიადაგის ნაყოფიერების დონის შესწავლის და განოყიერების დიფერენცირებული სისიტემის შემუშავების მიმართულებით. მნიშვნელოვანია ბოლო წლებში, კოლეგებთან ერთად, ჩვეული ენთუზიაზმით.შეასრულებული სამუშაოები – სასოფლო-სამეურნეო კულტურების ქვეშ ახალი სახის კომპლექსური სასუქების გამოყენების ეეფექტიანობის შესწავლისა და კვლევის შედეგების საცდელი დანერგვის მიმართულებით.
მეგობრები და კოლეგები დიდი სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავთ ღვაწლმოსილ მეცნიერს ბატონ ვალერიან ცანავას 90 – წლის საიუბილეო თარიღს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, მხნეობას, სიხარულს და მომავალ წარმატებებს.
მსგავსი სტატიები
- 89
ავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
- 88
ლადო ხავთასი 93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ შევეცდებით, მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა 1931 წლის 15 ივნისს ქ. მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
- 84
სახალხო დამცველის ბრიფინგი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით „2024 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას 76 წელი შეუსრულდა. ამ დღეს განსაკუთრებული ისტორიული ღირებულება აქვს და სათავეს იღებს 1948 წლის 10 დეკემბრიდან, როდესაც გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია დაამტკიცა. ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აქტის მიღებიდან 76 წლის შემდეგაც საქართველო, გამოწვევის…
- 84
ბატონო რეზო, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს _დაბადების 91 წლის იუბილეს. ეს მთელი საუკუნეა ხანგრძლივი ,ნაყოფიერი შრომისა და მოღვაწეობისა .თქვენი ცხოვრება მაგალითია ხალხისა და ქვეყნის უანგარო და თავდადებული მსახურებისა. თქვენ უდიდესი წვლილი მიგიძღვით რეგიონის კულტურული ცხოვრების აღმავლობაში. წლების განმავლობაში სათავეში ედექით ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის, ეკლესია-მონასტრების დაცვა-აღდგენის საქმეს. ასევე განუზომელია თქვენი…
- 84
70 წლისა შესრულდა გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ვახტანგ პატიკოს ძე ღლონტი. ამის გამო საქართველოს მწერალთა კავშირმა იუბილარს მისალმება გაუგზავნა. მისალმებაში ნათქვამია: ბატონო ვახტანგ! ჩვენო საყვარელო, ჭირსა თუ ლხინში გამოცდილო თანამებრძოლო! საქართველოს მწერალთა კავშირი, თქვენი მეგობარი ქართველი მწერლები გულმხურვალედ მოგესალმებიან ძმასა და მეგობარს, თანამედროვე ქართული მწერლობის ჭეშმარიტ რაინდს…