ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საკვებად უვარგისი ქათმის გაყინული ხორცი და ბატატი აღმოაჩინეს. შემთხვევა ფოთისა და ყულევის საბაჟო გამშვებ პუნტებზე მოხდა.
მებაჟეებმა გერმანიიდან და ეგვიპტიდან შემოტანილი ქათმის გაყინული ხორცით და ტკბილი კარტოფილით (ბატატი) დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებები შემოწმეს. შედეგად, ფიზიკური შემოწმების/დათვალიერების დროს ტკბილი კარტოფილის 70% საკვებად უვარგისი აღმოჩნდა, რის შედეგადაც ტვირთი სრულ განადგურებას დაექვემდებარა.
ამასთან, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, 27 000 კილოგრამი ქათმის გაყინული ხორციდან აღებულ ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პათოგენური მიკროორგანიზმი – სალმონელა გამოვლინდა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი (გაყინული ქათმის ხორცი) ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.
რა არის სალმონელოზი?
სალმონელა არის ბაქტერიის ტიპი, რომელიც Enterobacteriaceae-ს ოჯახს მიეკუთვნება. ის არის უჯრედშიდა ბაქტერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირებული ორგანიზმის უჯრედშია. სალმონელა გვხვდება როგორც გარეულ, ასევე ინკუბატორში გამოზრდილ ცხოველებსა და ფრინველებში. ინფექციის ყველაზე დიდი ეპიდემია 1980 წელს პოლონეთში დაფიქსირდა. მაშინ სალმონელოზით 700 000-ზე მეტი ადამიანი დაავადდა. ოფიციალური მონაცემებით კი, საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ სალმონელოზის 150-200 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა რეგისტრირდება.
ადამიანი სალმონელოზით საკვებისგან ან წყლისგან ინფიცირდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის განმარტებით, დაავადების ძირითადი მიზეზია დაბინძურებული პროდუქტები (უმეტესად ცხოველური წარმოშობის). უფრო იშვიათია დაბინძურებული წყლით მოსახლეობის მასობრივი ინფიცირება ან ჰიგიენური წესების დარღვევით გამოწვეული სპორადიული შემთხვევები. სალმონელოზის წყაროს დაავადებული ცხოველები და ზოგჯერ ადამიანები წარმოადგენენ (ცხოველებში ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს). სალმონელოზის შემთხვევები დაფიქსირებულია რეპტილიებსა და ამფიბიებთან, გველებთან, კუებსა და ხვლიკებთან კონტაქტის შედეგადაც. ეს ინფექცია ძალიან ხშირად ჰოსპიტალიზებით სრულდება და ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებითვის.
დაავადების მძიმე და გართულებული ფორმა, პირველ რიგში, ადამიანის იმუნურ სისტემაზეა დამოკიდებული. განსაკუთრებულ რისკჯგუფს მიეკუთვნებიან 3 წლამდე ბავშვები, რადგან ამ დროს იმუნიტეტი ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის. ამავე კატეგორიაში არიან ის ადამიანები, რომლებიც ანტიბიოტიკებით მკურნალობენ. ამ დროს მნიშვნელოვანია ნაწლავური ფლორის მდგომარეობა, რომელიც ორგანიზმს პათოგენური ბაქტერიებისგან იცავს. დიზბაქტერიოზის შემთხვევაში სალმონელათი ინფიცირების ალბათობა ბევრად მაღალია.
https://sknews.ge/
მსგავსი სტატიები
- 89
კომპანია „ბახვი ჰესი“_ ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე, ბუნებასა და რეგიონის განვითარებაზე ტურისტული ობიექტი „სამზეურა“, როგორც გარეგნული, ისე შინაარსის ყველა ნიშნით, კარგად გამოხატული ბუნებრიობით წარმოდგენილი გურული სახლ-კარი და კარმიდამოა. _„სამზეურა“ _ შინაარსით გამოხატული ქართული სიტყვის შინაარსი, ჩემთვის იმთავითვე იქცა შთაგონების წყაროდ. ზოგადად, მზის კულტი ქართულ მითოლოგიაში განსაკუთრებული ხარისხით, სიღრმისეული ხასიათით არის წარმოდგენილი,…
- 89
ბატონი პრემიერ-მინისტრი თავის გამოსვლებში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და უმუშევრობის შემცირებაზე საუბრობს. ქვეყანაში არის ორნიშნა ეკონომუკური ზრდა, უმუშევრობის დონე მცირდება, მშვიდობა, სტაბილურობა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, რაც ყველა ქართველისათვის სასიხარულოა. მინდა ამ წერილში მაღალმთიანი სოფელ ზოტის ეკონომიკა მიმოვიხილო, რისთვისაც წარსულსაც გადავხედო. 130 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სოფელი ზოტი ნასოფლარად…
- 85
დედამიწაზე კლიმატი მოსალოდნელზე სწრაფად იცლება, ამაში კი დიდი წვლილი ადამიანთა სამრეწველო საქმიანობას მიუძღვის. მავნე აირების ემისიებისა თუ სხვა ფაქტორების გამო ჩვენს პლანეტაზე კლიმატი ისეთი აღარაა, როგორიც, თუნდაც, ერთი დეკადის წინ იყო, რის შედეგებსაც, სამწუხაროდ, უკვე მთელი მსოფლიო გრძნობს. ძლიერი გვალვები, თბური ტალღები, ატმოსფერული ნალექის სიმცირე ან მოჭარბება და მიწის ეროზია მხოლოდ…
- 85
„წარმოუდგენლად მეჩვენება გქონდეს ერთი ჰექტარი მიწის ფართობი და არ მოგყავდეს ან ვერ აწარმოებდე სამას ლიტრ ღვინოს, ას ლიტრ არაყს, 60 კგ ლობიოს, ერთი ტონა სიმინდს. ყველას შეგვიძლია დღეს ოჯახი ვარჩინოთ და განვითარებისთვისაც ვიბრძოლოთ არსებულ პირობებში“, – აცხადებს აკაკი ღლონტი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანასეულის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსი მეცნიერ მუშაკი. „სოფლის…
- 82
ია ურუშაძე - ჩემი მშობლიური ქალაქი არის ოზურგეთი.დავამთავრე ნოდარ დუმბაძის სახელობის პირველი ქართული გიმნაზია და სწავლა გავაგრძელე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორიო ურთიერთობების ფაკულტეტზე. 2011 წლიდან ვმუშაობ ორგანიზაციაში „მომავლის სხივი, რომელიც არის ორი მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის და მიტოვების რისკის ქვეს მყოფ ბავშვთა მომსახურების დღის ცენტრის მმართველი. ასევე, ვარ საქართველოს…