იემენის საწვავის პორტზე აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ჰუსიტების მიერ კონტროლირებად მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ამ დარტყმების მიზანი ჰუსიტების ეკონომიკური ძალაუფლების წყაროს დასუსტება იყო.

„ამ დარტყმების მიზანი იყო ჰუსიტების ეკონომიკური ძალაუფლების წყაროს დაკნინება, რომლებიც აგრძელებენ ექსპლუატაციას და დიდი ტკივილის მიყენებას თანამემამულეებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო, რომ არ შეაჩერებს ფართომასშტაბიან დარტყმებს, რომლებიც გასულ თვეში დაიწყო,თუ ჰუსიტები წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ.

მსგავსი სტატიები

  • 69
    აშშ-ის მიჩიგანის შტატში ტორნადოს 4 ადამიანი ემსხვერპლააშშ-ის მიჩიგანის შტატში ტორნადოს 4 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამხრეთ მიჩიგანში ტორნადოსა და ძლიერი შტორმის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამაინი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ძლიერი შტორმის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი განადგურდა და ასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
  • 69
    რუსეთის მასირებული დარტყმა უკრაინაზე: 9 დაღუპული და ხანძარი კიევ-პეჩერის ლავრაში15 ივნისის ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც მძიმედ დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლები, მათ შორის, კიევ-პეჩერის ლავრა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. კიევსა და ხარკოვში დაიღუპა სულ მცირე 9 ადამიანი. დარტყმების მთავარი სამიზნე დედაქალაქი და ქვეყნის სხვა რეგიონები იყო.…
  • 68
    დღეს პოლონეთშისამი მეფის დღე (Trzech Króli) აღინიშნებადღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,…
  • 68
    რეზა ფეჰლევის მიმართვა ირანელ ხალხსჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, დადგა გადამწყვეტი მომენტი. დახმარება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის მამაც ხალხს დაჰპირდა, უკვე მოვიდა. ეს ჰუმანიტარული ჩარევაა; მისი სამიზნე ისლამური რესპუბლიკა, მისი რეპრესიების აპარატი და მისი მკვლელობის მანქანაა და არა ირანი და მისი ხალხი. მაგრამ, ამ დახმარების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვება მაინც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ. სწორედ ჩვენ,…
  • 67
    მედია - აშშ-მა და უკრაინამ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების მარტში მიღწევის შესაძლებლობა განიხილესამერიკელმა და უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა განიხილეს ამბიციური მიზანი, რუსეთმა და უკრაინამ სამშვიდობო შეთანხმებას მარტისთვის მიღწიონ, თუმცა ეს ვადა, სავარაუდოდ, გადაიწევს ძირითად ტერიტორიულ საკითხზე შეთანხმების არარსებობის გამო, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, განხილული სქემის მიხედვით, ნებისმიერი შეთანხმება უკრაინელი ამომრჩევლების მიერ რეფერენდუმის ჩატარებას დაექვემდებარება, რომლებიც პარალელურად ეროვნულ არჩევნებშიც მიიღებენ მონაწილეობას.…