საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ლიგაში ოზურგეთის „მერცხალმა“ და ლანჩხუთის „გურიამ“ მე-7 ტურში გამარჯვებები მოიპოვეს.
„მერცხალმა“ დღეს „ვიტ ჯორჯია 2“-ს უმასპინძლა და ანგარიშით 4: 2 დაამარცხა. მატჩის დასწისში, მე-9 წუთზე ანგარიში ოზურგეთელმა ნიკოლოზ მარშანიშვილმა გახსნა. მანვე, 57-ე წუთზე ორამდე გაზარდა ანგარიში. ორ წუთში დავით ბოლქვაძემ ოზურგეთელთა უპირატესობა სამამდე გაზარდა. თუმცა 64-ე და 66-ე წუთებზე სტუმრებმა ორი გოლი გაიტანეს და ანგარიშში სხვაობა შეამცირეს.
71-ე წუთზე გიორგი ჭანუყვაძემ, 11 -მეტრიანი დარტყმით მეოთხედ აიღო „ვიტ-ჯორჯიას“ კარი.
დღევანდელ ტურში გამარჯვება მოიპოვა ლანჩხუთის „გურიამაც“. მან სტუმრად ვანის „სულორი“ დაამარცხა 0:2.
8 ტურის შემდეგ ლანჩხუთის „გურია“ (4 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება; ბ/შ 13:1) 14 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება; ოზურგეთის „მერცხალს“ კი (3 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება; ბ/შ 11:14) 11 ქულა აქვს და მერვე ადგილზეა.
მომდევნო მატჩში „გურია“ წალენჯიხის „სქურს“ უმასპინძლებს, ხოლო „მერცხალი“ სტუმრად, „არაგველებს“ შეხვდება.
ორთავე შეხვედრა 21 მაისს გაიმართება.
მსგავსი სტატიები
- 93
საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-4 ლიგის გუნდებს შორის მე-7 ტურის მატჩებში ლანჩხუთის „გურიამ“ და ოზურგეთის „მერცხალმა“ გაიმარჯვეს. „გურიამ“ სტუმრად ვანში „სულორი“ დაამარცხა 2:0. „მერცხალმა“ დღეს „ვიტ ჯორჯია 2“-ს უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. მატჩის დასწისში, მე-9 წუთზე ანგარიში ოზურგეთელმა ნიკოლოზ მარშანიშვილმა გახსნა. მანვე, 57-ე წუთზე ორამდე გაზარდა ანგარიში. ორ წუთში დავით ბოლქვაძემ… - 77
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ლიგის მეცხრე ტურში ოზურგეთის „მერცხალმა“ დღეს „კოლხეთი 2“-ს უმასპინძლა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. 51-ე წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ. 76- წუთზე გიორგი კაშიამ ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. სტუმრად გაიმარჯვა ლანჩხუთის „გურიამ“, რომელმაც აბაშაში „ზანა“ დაამარცხა 2:3 და ლიდერებში დაწინაურდა. 9 ტურის შემდეგ ოზურგეთის „მერცხალს“ (3 მოგება, 4… - 77
ოზურგეთის „მერცხალი“ საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-4 ლიგის გუნდებს შორის, დღეს, მე-8 ტურის მატჩში სტუმრად „არაგველებს“ შეხვდა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ლანჩხუთის „გურიამ“ კი შინ წალენჯიხის „სქურს“ 2: 0 სძლია. „გურიას“ 8 ტურის შემდეგ (5 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება,ბ/შ 15:1) 17 ქულით მე-4 ადგილზეა. „მერცხალს“ (3 მოგება, 3 ფრე, 2… - 75
საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-4 ლიგის გუნდებს შორის 27-ე ტურის სეხვედრები გაიმართა. ლანჩხუთის „გურიამ“ სტუმრად გაგრა 2:0 დაამარცხა, ხოლო „მერცხალმა“ შინ „მაჭახელა“ 5:1 დაამარცხა. გათამაშების ლიდერმა „იბერია 2010“ სტუმრად „კოლხეთი 2“ 3:0 დაამარცხა, ხოლო მეორეადგილოსანი „ივერია“ „არაგველებტან“ 0:3 დამარცხდა. „იბერია 2010“ 56 ქულა აქვს, „ივერიას“ _54, ხოლო ლანჩხუთის „გურიას“ (15 მოგება,… - 74არასახარბიელოდ გამოდიან რეგიონის ფეხბურთელთა გუნდები საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში (მე-3, მე-4 ლიგა) და აუტსაიდერთა შორის არიან. ლანჩხუთის „გურიამ“ 6 ქულიდან 4 ბოლო ტურებში მოიპოვა. მე-8 ტურში „გურიამ“ სტუმრად „მერანი მრეტები“ დაამარცხა 4:2, ხოლო მე-9 ტურში გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერთან, თბილისის „მერანთან“ შინ 1:1 ითამაშა. ჩოხატაურის „ბახმარო“ კი ბოლო 2 ტურში დამარცხდა. ჯერ…