ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ჩიბათობა“ და სვიმონ კანანელის ხსენების დღე აღინიშნა.
ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, საქართველოს პარლამენტში გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, პარლამენტის წევრი იოსებ ჯორბენაძე, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე დაესწრნენ.
ჩიბათელი მხედრების სკვერში გურული მხედრების მონუმენტი საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა სოფელში ახალი ამბულატორიაც გახსნეს.
დღის განმავლობაში გაიმართა ტრადიციული სპორტული ღონისძიებები — ფეხბურთის მატჩი და დოღი, რომელშიც 20-მდე ცხენოსანი მონაწილეობდა.
ჩიბათის საჯარო სკოლაში ბოლო ზარი გაიმართა. საღამოს კი სცენაზე გია ბაღაშვილი და ჯგუფი „ქუჩის მუსიკოსები“ წარდგნენ.

მსგავსი სტატიები
- 74
- 72
ლანჩხუთში სახალხო დღესასწაული ,,ლანჩხუთობა 2024“ გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმი, მოეწყო ეთნო და საბავშვო სივრცეები, კულინარიული მასტერკლასები. დაჯილდოვდნენ საპატიო ლანჩხუთელები. საღამო… - 71
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ბახმაროში სახალხო სადღესასწაულო ღონისძიებებს და ტრადიციულ დოღს დაესწრო, რომელიც ფერისცვალების დღესასწაულზე ყოველწლიურად იმართება. მთავრობის მეთაურმა სახალხო დღესასწაულის სტუმრებსა და ადგილობრივებს ფერისცვალება მიულოცა. „ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვიზიარებ საზეიმო განწყობას. მინდა მოგილოცოთ ფერისცვალება, ეს არაჩვეულებრივი დღესასწაული. ფარავდეს ამ დღის… - 71
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრებს, მერიის თანამშრომლებს და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა, ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით განიხილა აქტუალური საკითხები და სამომავლო პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე… - 70
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კოლეჯ ,,ჰორიზონტი"-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო. _ ,,პროფესიული განათლება და მისი ხელმისაწვდომობა ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ, გურიის რეგიონს…
