ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს შემოქმედი – ჭალის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე.
პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო სანიაღვრე არხები და მიმდინარეობს 2 მეტრამდე სიგრძის გზის მოწყობა.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 1 მილიონ ლარს შეადგენს და მისი დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.
მსგავსი სტატიები
- 89
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, დაბა ურეკში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე ადგილზე გაეცნენ. პროექტის ფარგლებში იგეგმება 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის გზის მოწყობა. სამუშაოების საერთო ღირებულება 1 მილიონ ლარს შეადგენს.
- 81
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ჯურუყვეთის, სუფსისა და ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. სამუშაოები ხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამონაწილეობით. პროექტების საერთო ღირებულება შეადგენს 4 816 953 ლარს.
- 78
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად ხორციელდება. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით მუნიციპალიტეტში 13 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელთა ჯამური ღირებულება 6 მილიონ ლარს აღემატება. ურუშაძისა და თამარ მეფის ქუჩებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან…
- 77
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაო პროცესს ადგილზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე გაეცნენ. აქტიურ ფაზაშია წყალმომარაგების მიმართულებით მიმდინარე პროექტი ქალაქ ოზურგეთში, სადაც არსებული ქსელი ამორტიზებულია…
- 77
შენობის რეაბილიტაცია ოზურგეთის მერიის დაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულება 300 000 ლარს შეადგენს. ახალი ოფისის გახსნას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია დაესწრნენ.