გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ გაეროს უშიშროების საბჭოს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია  იმის შესახებ, თუ რა მოხდა ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ს დარტყმების შემდეგ.

„ფორდოუს ობიექტზე – ირანის ურანის 60%-მდე გამდიდრების მთავარ ადგილას – კრატერები ჩანს, რაც მიუთითებს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიწაში შეღწევადი საბრძოლო მასალის გამოყენებაზე. ეს შეესაბამება შეერთებული შტატების განცხადებებს“, – განაცხადა გროსიმ და დასძინა, რომ ამ დროისთვის არავის, მათ შორის IAEA-ს, არ შეუძლია „შეაფასოს ფორდოუს მიწისქვეშა დაზიანება“.

რაც შეეხება ისპაჰანს, მისი თქმით, ღამის განმავლობაში დაზიანდა დამატებითი შენობები, აშშ-მ დაადასტურა ფრთოსანი რაკეტების გამოყენება. დაზიანებულ შენობებს შორისაა ურანის გადამუშავების პროცესთან დაკავშირებული ზოგიერთი შენობა”. მისივე ინფორმაციით, როგორც ჩანს, დაზიანდა გამდიდრებული მასალის შესანახად გამოყენებული გვირაბების შესასვლელები“.

ნათანზზე კი, გროსის ცნობით, „საწვავის ქარხანა კვლავ დაზიანდა, აშშ-მ დაადასტურა, რომ მან მიწაში შეღწევადი საბრძოლო მასალა გამოიყენა“.

მისი თქმით, ირანმა აცნობა, რომ სამ ობიექტზე რადიაციის დონის ზრდა არ დაფიქსირებულა.

გროსიმ დასძინა, რომ ორშაბათს ვენაში სააგენტოს მმართველთა საბჭოს სპეციალური სხდომა მოიწვია.

წყარო: ipn.ge

მსგავსი სტატიები

  • 59
    ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ადასტურებს, რომ ისრაელმა ქალაქ ნატანზში მდებარე ბირთვულ ობიექტს დაარტყაატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ადასტურებს, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმების ერთ-ერთი სამიზნე ქალაქ ნატანზში მდებარე ბირთვული ობიექტი იყო, სადაც ირანი ურანის გამდიდრებას აწარმოებს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ყურადღებით აკვირდება ირანში არსებულ უკიდურესად შემაშფოთებელ სიტუაციას“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში. ორგანიზაციის ცნობით, კონტაქტზე იმყოფებიან ირანის ხელისუფლებასთან ობიექტზე რადიაციის დონის,…
  • 58
    სუს - BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. უწყება განმარტავს,რომ გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ…
  • 58
    დღეს პოლონეთშისამი მეფის დღე (Trzech Króli) აღინიშნებადღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,…
  • 58
    მედია - აშშ-მა და უკრაინამ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების მარტში მიღწევის შესაძლებლობა განიხილესამერიკელმა და უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა განიხილეს ამბიციური მიზანი, რუსეთმა და უკრაინამ სამშვიდობო შეთანხმებას მარტისთვის მიღწიონ, თუმცა ეს ვადა, სავარაუდოდ, გადაიწევს ძირითად ტერიტორიულ საკითხზე შეთანხმების არარსებობის გამო, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, განხილული სქემის მიხედვით, ნებისმიერი შეთანხმება უკრაინელი ამომრჩევლების მიერ რეფერენდუმის ჩატარებას დაექვემდებარება, რომლებიც პარალელურად ეროვნულ არჩევნებშიც მიიღებენ მონაწილეობას.…
  • 57
    უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებისგან დიდი მოლოდინები არ გვაქვს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ პარასკევს, 16 მაისს, ის სტამბოლში თურქ კოლეგა ჰაკან ფიდანსა და უკრაინულ დელეგაციას შეხვდება. ასევე ცალკე საუბრები გაიმართება სხვა ამერიკელ წარმომადგენლებსა და „დაბალი დონის“ რუსულ დელეგაციას შორის. „იმედი მაქვს, რომ ეს საუბრები უკრაინასა და…