ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის ტერიტორიულ ერთეულში ისტორიული კულტურის სახლის სარეაბილიტაციო- საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ შრომის კულტურის სახლი 1953-1956 წლებში აშენდა და მას თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე კულტურული მემკვიდრების ძეგლის სტატუსი აქვს.
გაზეთ „ალიონს“ აღნიშნულ თემაზე წერილის მომზადება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით ჭაკნელიძემ შესთავაზა.
_ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება სოფელ შრომაში. მალე სოფელს განახლებული კულტურის სახლი ექნება. ბევრია დაინტერესებული ამ უნიკალური შენობით და დარწმუნებული ვარ რეგიონის მკითხველისთვის საინტერესო თემა იქნებაო.
ამავე პერიოდში, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და დირექტორმა ვასილ ჩიგოგიძემაც აღნიშნა, რომ სამომავლოთ, ნოდარ დუმბაძის მომდევნო საერთაშორისო ფესტივალზე, რადგან ქართული და უცხოეთის თეატრების არაერთი დასი აპირებს აქ ჩამოსვლას, შესაძლებელია სოფელ შრომის კულტურის სახლის განახლებული სცენაზეც ვიხილოთ ფესტივალის მონაწილე ცალკეული თეატრიო.
მართლაც დიდი სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ შრომის ცენტრში. 1350 კვ. მეტრზე უკვე გადაიხურა კულტურის სახლისა და სოფლის მთავარი საჯარო სკოლის შენობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა შენობის გარე ფასადს და გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი დრენაჟი. ამჟამად კულტურის სახლში მხატვრები მუშაობენ.
ჩვენ სოფლის კულტურის სახლის მომავალ დირექტორს გიორგი ჩიგოგიძეს ვესაუბრეთ:
_ამ კულტურის სახლის სცენაზე ჩამოვყალიბდი როგორც მოცეკვავე. 1976-1984 წლებში ჯუმბერ დუნდუას მიერ ჩამოყალიბებულ მოცეკვევეთა ანსაბლ „მეგობრობას“ წევრი ვიყავი. შემდეგ სუხიშვილების ანსამბლში ჩავირიცხე. 2007 წლამდე ამ ანსაბლთან ერთად მოვიარე მსოფლიოს ბევრი ქვეყანა. 2005 წელს ღირსების ორდენით დამაჯილდოვეს. ცეკვას რომ თავი დავანებე, არ გამიშვეს ანსაბლიდან და ადმინისტრატორად დამნიშნეს. 4 წლის წინ სოფელში სტუმრად საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი იყო. მოიწონა კულტურის სახლის მხატვრობა და რესტავრაციაზეც ისაუბრეს. შემდეგ მე შემეკითხა _ხომ არ დავბრუნდებოდი სოფელში და შრომის კულტურის სახლს ხომ არ ჩავუდგებოდი სათავეში. რა თქმა უნდა დავთანხმდი და აქ მიმდინარე პროცესების მონაწილე ვარ, სცენის პროექტში ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, გარკვეული ცვლილებებიც შევიტანე _ გვითხრა გიორგი ჩიგოგიძემ.
კულტურის სახლი ორსართულიანი ბეტონის ნაგებობაა, ჩრდილოეთით მოქცეული ფასადი დანაწევრებულია ორივე სართულზე განლაგებული ფანჯრის ღიობებით. ნაგებობის ინტერიერის აღმოსავლეთ მონაკვეთში განთავსებულია კულტურის სახლის დარბაზი, რომელიც მხატვრული ელემენტების სიმდიდრით გამოირჩევა. დარბაზის მონუმენტური მხატვრობა ცნობილ მხატვარს, რობერტ ივანეს ძე სტურუას ეკუთვნის, (რეჟისორ რობერტ სტურუას მამა) რომლის ნამუშევრები თბილისის ხელოვნების მუზეუმშია გამოფენილი.
მასშტაბურობით გამოირჩევა დეკორატიულ ჩარჩოში მოქცეული, სოციალისტური რეალიზმის სტილში შესრულებული პლაფონის ცენტრალური მხატვრული კომპოზიცია, რომელიც ასახავს ცის ფონზე წარმოდგენილი გურული გლეხების ყოფით სცენებს. დარბაზის ჭერის კუთხეებში ჩართულია შედარებით მცირე ზომის დეკორატიულ მედალიონებში ჩაწერილი ყოფითი ჟანრის ოთხი დამოუკიდებელი ფერწერული კომპოზიცია. აქ წარმოდგენილ სცენებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართველის და უკრაინელი (გენიჩესკი, სოფელი როვნოე) მშრომელების ურთიერთობებს…
ძალიან საინტერესოა მაყურებლებისთვის განკუთვნილი, მუცლიანი მოყვანილობის ზედა იარუსი, რომელიც დარბაზს სამი მხრიდან მიუყვება…
სცენის ფართო ღიობს გარშემოუყვება მცენარეული ორნამენტებით გაფორმებული დეკორატიული არშია. ხოლო შუბლზე წარმოდგენილია ჰერალდიკური სკულპტურული კომპოზიცია, რომლის ცენტრშიც გამოსახულია საქართველოს იმჟამინდელი გერბი და მისგან სიმეტრიულად, მარჯვენა და მარცხენა მხარეს ჩამომჯდარი ახალგაზრთა ქალისა (ჩონგურით ხელში) და მამაკაცის (მომღერალი) გამოსახულება.
_კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერში შპს „უნიკონი და კომპანია“ გაიმარჯვა (მაყვალა აბულაძე) გაიმარჯვა. მშენებლობაზე 2 565 000 ლარი დაიხარჯება.
როგორც ვიცით, დაგეგმილია შენობის სრული რეაბილიტაცია, ფასადების და შიდა სივრცეების რეაბილიტაცია-გაწმენდა, გამაგრება, აღდგენა, რესტავრაცია, ღობის რეაბილიტაცია, ასევე ტერიტორიის კეთილმოწყობა._ გვიხსნის დავით ჭაკნელიძე.
კულტურის სახლის მშენებლობისას მიხაკო ორაგველიძე იყო მთავრი დამკვეთი და მან იმჟამინდელი შრომის გმირები, მოწინავე მეჩაიეები და მესიმინდეები დაახატვინა რობერტ სტურუას. ესენია _კარლო გორგილაძე, სოლომონ ქარჩავა, შურა კუბუსიძე, ტატიან ჩხაიძე, მაშა ჩხაიძე, ლეო გაგუა, ელენე ხელაძე, მარიკა ქადეიშვილი, ნინა გოგოძე, თინა ხურციძე…
_ შენობას მთავარი დეკორატიული აქცენტი მისი ჭერია, რომელიც უხვად არის მოხატული. სარეაბილიტაციო სამუშაოები მოითხოვს გამორჩეულ ფაქიზ მიდგომას, უნდა შენარჩუნდეს, აღდგეს ძეგლის ისტორიული იერ სახე, ჩატარებულმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს ძეგლის არსებული მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ასპექტი _ გვითხრა დაზგური ფერწერის სპეციალიტმა გოგა უგლუვამ.
ასეთ მნიშვნელოვან პროცესს სოფლის მაჟორიტართან ერთად გვერდით უდგას მერის წარმოადგენელი სოფელ შრომაში ვეფხია სულაშვილი და ბევრი სხვა ადამიანი.
შრომელები შემოდგომისთვის განახლებულ კულტურის სახლს ელოდებიან.
მსგავსი სტატიები
- 88
https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ…
- 86
„ალეგრობა“ წლების მანძილზე ოზურგეთში საქალაქო-საქველმოქმედო დღესასწაული და ოზურგეთლებისათვის ნამდვილად ზეიმი იყო. ეს დრო სავარაუდოდ გურიის უკანასკნელი მთავრის მამია მეხუთე გურიელის მთავრობიდან (1809-1826) უნდა ავთვალოთ,რადგან გურიის უკანასკნელი მთავარი ბევრი კულტურული ღონისძიების წამომწყები იყო.როგორც ამბობენ სამამულო ომის დაწყებამ ეს ლამაზი დღესასწაული შეაჩერა, შემდეგ კი დავიწყებას მიეცა. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ოზურგეთის…
- 81
თაგინურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფესტივალი „ჯვარიმინდორი 2024“ გაიმართა. ფესტივალი ადგილობრივებს და დამსწრე საზოგადოებას შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ და მთავრობის სხვა წევრებმა მიულოცეს. დღის განმავლობაში გაიმართა კულტურულ-გასართობი, სპორტული და…
- 79
ერთი თვის წინ გაზეთ „ალიონის“ რედაქციასთან ოზურგეთის თეატრის დირექტორს ზაზა ჯინჭარაძეს შევხდი სტუმრებთან ერთად.„სტუმარი“ ესტრადის ცნობილი მომღერალი გია ბეშიტაიშვილი იყო ქალიშვილთან ერთად.მასპინძელი კი ოზურგეთის თეატრი გახლდათ. „სანბარში“ დავსხედით. უცებ გავიხსენეთ 40 წლის წინ ოზურგეთსა და ნატანებში გამართული ძმები ბეშიტაიშვილების კონცერტები და იმჟამად რედაქციის პრაქტიკანტის, თბილისის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტის ია…
- 78