აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „მწვანე ბარათების“ პროგრამის შეჩერების განკარგულება გასცა. ტრამპის გადაწყვეტილება გასულ კვირას, ბრაუნის უნივერსიტეტში მომხდარ თავდასხმას უკავშირდება, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდამსხმელი, სავარაუდოდ, პორტუგალიელი მამაკაცი, კლაუდიო ნევეშ ვალენტეა, რომელმაც აშშ-ის ვიზა სწორედ ამ პროგრამის დახმარებით მიიღო.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მდივან კრისტი ნოემის ინფორმაციით, მან პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, აშშ-ის მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს (USCIS) „მწვანე ბარათის“ პროგრამის შეჩერების მოთხოვნით უკვე მიმართა. როგორც ნოემი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, სქემის შეჩერებით ტრამპს სურს დარწმუნდეს, რომ „ამ კატასტროფული პროგრამით მეტი ამერიკელი აღარ დაზარალდება“.

ბრაუნის უნივერსიტეტზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცი, აშშ-ში 2017 წელს DV1 ვიზის პროგრამის საშუალებით შევიდა და „მწვანე ბარათი“ მიიღო. მასობრივი სროლის შედეგად, დაიღუპა ორი სტუდენტი, ხოლო ცხრა პირი დაშავდა.

აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, მათი ვარაუდით, 48 წლის ვალენტემ, ამ კვირის დასაწყისში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პორტუგალიელი პროფესორი ნუნო ლურეიროც მოკლა. აღსანიშნავია, რომ ვალენტე რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ცნობისთვის, „მწვანე ბარათების“ პროგრამა ყოველწლიურად აშშ-ში ცხოვრების უფლებას 50,000-მდე ადამიანს აძლევს. პროგრამაში გამარჯვებულები იმიგრაციის დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებიდან შემთხვევითობის პრინციპით ვლინდება.

როგორც სოციალურ ქსელში ნოემმა განაცხადა, პრეზიდენტი ტრამპი სქემის დასრულებას 2017 წელსაც ცდილობდა, მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკში ISIS-ის ტერორისტი სატვირთო ავტომობილით ხალხის მასაში შევარდა. შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. ამ შემთხვევაშიც, თავდამსხმელი, უზბეკეთის მოქალაქე საიფულო საიპოვი, რომელიც თავდასხმისთვის სამუდამო პატიმრობას იხდის, აშშ-ში DV1-სქემით შევიდა.

მსგავსი სტატიები

  • 52
    აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის შეწყვეტა სურს, - The Hill-ის ინფორმაციით, ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას: „რა სურს პუტინს“. „ვფიქრობ, მას სურს შეწყვიტოს ომი. მე ამას ვხედავ. დიდხანს და სერიოზულად ვისაუბრეთ. სტივ უიტკოფი [აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში] მასთან იყო ძალიან დიდი…
  • 52
    რუსეთის მასირებული დარტყმა უკრაინაზე: 9 დაღუპული და ხანძარი კიევ-პეჩერის ლავრაში15 ივნისის ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც მძიმედ დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლები, მათ შორის, კიევ-პეჩერის ლავრა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. კიევსა და ხარკოვში დაიღუპა სულ მცირე 9 ადამიანი. დარტყმების მთავარი სამიზნე დედაქალაქი და ქვეყნის სხვა რეგიონები იყო.…
  • 51
    ევროსაბჭოში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართებაევროსაბჭოში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის თანამომხსენებლები ედიტე ესტრელა (პორტუგალია-სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეთა ჯგუფი) და საბინა ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი) წარადგენენ რეზოლუციას: „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“. რეზოლუციის პროექტის ტექსტში აღნიშნულია, რომ…
  • 51
    დონალდ ტრამპი - ირანს მოლაპარაკება სურს, ძალიან გვიანია საუბრისთვის - პუტინმა მედიაცია შემომთავაზა და ვუთხარი: ჯერ თავს უშუამავლე, ამაზე მერე იღელვე - რაც შეეხება ირანზე დარტყმას, შეიძლება გავაკეთო, შეიძლება - არაშეიძლება გავაკეთო, შეიძლება არ გავაკეთო, არავინ არ იცის, რას ვიზამ, _ ასეთი პასუხი გასცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კითხვას, აპირებს თუ არა ის ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების ბრძანების გაცემას. „შეიძლება ვქნა, შეიძლება არ ვქნა, არავინ არ იცის რას ვიზამ. შემიძლია ის გითხრათ, რომ ირანს დიდი პრობლემები აქვს და მოლაპარაკება სურთ.…
  • 51
    დღეს პოლონეთშისამი მეფის დღე (Trzech Króli) აღინიშნებადღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,…