ავტორები: მანანა ლომაძე, ნათია კალანდაძე, ლევან ძნელაძე
XIX საუკუნის 80-იან წლიდან ილია ჭავჭავაძე საფუძვლიანად შეუდგა საქართველოს თვითმმართველობის პროგრამის შემუშავებას, ეს პროგრამა შემდეგ ავტონომიის იდეაში გადაიზარდა. თავდაპირველად ილიას სათანადოდ არ ჰქონდა გააზრებული ავტონომიის იდეასთან ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი.
ექვთიმე თაყაიშვილი თავის მოგონებებში წერდა: ჩვეულებრივ, როდესაც ქართველებს და მათ შორის საზოგადო მოღვაწეებს რაიმე საქმე ჰქონდათ რუსეთის მთავრობასთან და მოხელეებთან, ილია უნდა წაემძღვარებინათ, უიმისოდ მთავრობის წარმომადგენელნი ქართველებს არ მიიღებდნენ ან თუ მიიღებდნენ, მათ სათხოვარს ყურადღებას არ მიაქცევდნენ. ილიას ბუნებრივია, დიდად ეზარებოდა ამ როლის შესრულება და ხშირად ყოყმანობდა წაყოლაზე, მით უმეტეს, რომ ზოგჯერ აგზავნიდნენ ისეთი საკითხის გამო, რომელსაც იგი ნაკლებად იცნობდა.
ბატონ ექვთიმეს მოჰყავს ერთი ასეთი მაგალითი, ,, როდესაც ქართული ეკლესიის
ავტოკეფალიის, ე. ი. თვითმმართველობის დამოუკიდებლობის საკითხი დაისვა, ეს საკითხი დიდხანს იყო მსჯელობის საკითხი, ბევრი წიგნი და წერილი დაიბეჭდა ქართულსა და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში, წარმოგიდგენიათ, ამ საქმეში მედგრად გვეხმარებოდნენ რუსეთის სლავიანოფილებიც. ისინი არ ცნობდნენ სინოდს და მოითხოვდნენ პატრიარქობის აღდგენას როგორც რუსეთში, ისე საქართველოში. მათ მეთაური ერთთავად სულ იმის პროპაგანდას ეწეოდა, რომ სინოდი უხეშად იქცეოდა და რომ რუსეთში და საქართველოშიც კვლავ თავთავის საპატრიარქო უნდა აღდგესო.
ჩვენ გვინდოდა, რომ საქართველოსთვის ამ საკითხში მხარი დაეჭირა მეფისნაცვალს ვორონცოვ-დაშკოვს, ილიას თანდასწრებით ვაგროვებდით ცნობებს და ილიას აკისრებდნენ, პირადად მოლაპარაკებოდა ამ საკითხზე ვორონცოვ-დაშკოვს.
ილია უარზე იდგა და გვეუბნებოდა, მაგ თქვენი კეფალიისა (ასე უწოდებდა ავტოკეფალიას) არა გამეგება რა და ვინმე სხვა მოძებნეთო; ბოლოს ილია დაეთანხმა მათ და წავიდა მეფისნაცვალთან.
ილია ჭავჭავაძე, როგორც მისი თანამედროვენი გადმოგვცემენ, საფუძვლიანად შეუდგა საქართველოს საეკლესიო ისტორიის, კერძოდ, ავტოკეფალიის პრობლემის შესწავლას და თავის სწრაფი პოლიტიკური აზროვნების მეოხებით მალევე დაუკავშირა იგი საქართველოს ავტონომიის საკითხს. ექვთიმე თაყაიშვილის ცნობით, სამღვდელოება, მასწავლებლები და მორწმუნეები ხშირად ილიას ბინაზე იკრიბებოდნენ. გიორგი ჟურულის გადმოცემით ილიას არ გაუზიარებია ავტოკეფალისტთა ერთი ნაწილის მოსაზრე იმის შესახებ, რომ თუკი სახელმწიფო ჯამაგირის მიცემას შეუწყვეტდა სამღვდელოებას, პირობის დიდი ნაწილი უარს განაცხადებდა ეკლესიის დამოუკიდებლობაზე. ილიას განუცხადებია, რომ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი სამღვდელოება ყოველთვის! სახელმწიფოს ინტერესების დამცველი იქნებოდა, რადგან ,,ვინც ფულს იძლევა ბატონიც ის არის და მაგისთანა პირობებში ავტოკეფალიაც კაპიკად არ ეღირებაო, ილიას აზრით, სასულიერო პირები შემოწირულობითა ხარჯზე უნდა ყოფილიყვნენ.
ამრიგად ილია ჭავჭავაძე ავტოკეფალისტთა მხარეზე მტკიცედ დადგა. მას კონსულტაციას უწევდნენ ეპისკოპოსი კირიონ საძაგლიშვილი, დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვები.
1905 წლის 11 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძე დეპუტაციასთან ერთად ეწვია ვორონცოვი-დაშკოვს. ილიას მოხსენება ემყარებოდა ქართველი დიდებულების მიმართვას, ვორონცოვი-დაშკოვისადმი, რომელშიც დასაბუთებული იყო საქართველოს
ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აუცილებლობა.
ამ დოკუმენტის გადაცემის წინ, ჩანს, ილიას წარმოუთქვამს სიტყვა, რომლის ტექსტიც დაცულია ილიას პირად საარქივო ფონდში: ,, თქვენი ბრწყინვალებავ, რუსეთის
ფარგლებში ყველა არარუსს სარწმუნოებრივი მართვის საქმეში დამოუკიდებლობა აქვს. სომხები, მუსულმანები, ებრაელები და ა. შ. თავიანთი აღმასრულებლობის მმართველობაში თავისთავადნი არიან, მათ აქვთ საკუთარი სასულიერო სასწავლებლები, სადაც სწავლება მშობლიურ ენაზე ტარდება და ყოველდღე
მშობლიურის სწავლებას დათმობილი აქვს ფართო ადგილი – მათ დამოუკიდებლად მართავს საკუთარი სამღვდელოება. უცნაურია, რომ ამ სიკეთეს მოკლებულნი არიან მხოლოდ მართლმადიდებელი ქართველები, თითქოსდა სასჯელად მათი მართლმადიდებლობის გამო.
მარტოოდენ მართლმადიდებლობა ქართველების უუფლებლობამ შეიძლება რა წარმოშვას აზრი, რომ არარუსებისათვის ეროვნული გაგებით მართლმადიდებლობა რუსეთში მომგებიანი არაა მართლმადიდებელი სარწმუნოების აღმსარებლობა, რომელსაც ამდენი ხანია მხოლოდ ზიანი მოაქვს მართლმადიდებლობისათვის.
ამგვარად, არაგონივრული ვითარების შემდგომი შენარჩუნება, ჩვენი აზრით, მიჩნეული უნდა იქნეს უდიდეს სახელმწიფოებრივ და რელიგიურ შეცდომად. ამიტომ განსახილველად წარმოგიდგენთ შუამდგომლობას ქართველი ეკლესიისთვის მის წიაღში უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის დაბრუნების შესახებ, ვიმედოვნებთ, რომ ამით ვასრულებთ ჩვენ მოქალაქეობრივ ვალს და უსასოებით, რომ ამ თხოვნით თქვენი ბრწყინვალების მხარდაჭერა დავიმსახურეთ”.
როგორც ექვთიმე თაყაიშვილი წერდა ილიას დიდხანს უსაუბრია მასთან. ვორონცოვ-დაშკოვს უთქვამს მე დამარწმუნეთ, რომ ეგ ავტოკეფალია სასარგებლო იქნება საქართველოსთვის და რუსეთისათვისაც და მაშინ დაგიჭერთ მხარსო, ილიას ეპასუხნა, მე კი დამარწმუნეს საჭიროც არის და სასარგებლოცაო, ილიამ მოგვიტანა ამბავი: ,,ამ ვორონცოვმა ყველა გარემოება ჩვენზე უკეთ იცის და პირში ბურთი ჩაგვჩარა, მითხრა, ეკლესია ღმერთს ეხვეწებოდა ყველა ქრისტიანული ეკლესიის შეერთებას და თქვენ კი არსებული ერთობის დაშლა გსურთ, განა გაგონილა, ერთ მართლმადიდებელ სახელმწიფოში ორი სხვადასხვა საკათალიკოსო არსებობდეს? ეს რომ მოვისმინე, შევეკითხე: ,,ბატონო ილია, განა არ უთხარით, რომ ბიზანტია ერთი მართლმადიდებლო სახელმწიფო არ იყო, მასში ოთხი ავტოკეფალური საპატრიარქო არსებობდა, კონსტანტინეპოლის, იერუსალიმის, ანტიოქიისა და ალექსანდრიის-მეთქი. ამაზე ილია ცოტა შეჩერდა, შემომხისა და მიპასუხა: აკი გითხარით, მაგ თქვენი კეფალიისა არაფერი მესმის და მე ნუ გამგზავნით-მეთქი. საერთოდ არ ეხალისებოდა აღიარება, თუ რამეში შეცდებოდა ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში კი გამოტყდა. რა თქმა უნდა ილიამ იცოდა ეს ყოველივე, მაგრამ მეფისნაცვალთან საუბრისას აღარ მოაგონდა ხომ არ გაახსენდება კაცს?! – მითუმეტეს ასეთი ოფიციალური მიღების დროს!”
ყველა გვამხნევებდა, თანადგომას გამოხატავდნენ მის ბინაზე იკრიბებოდა საზოგადოება ამ საკითხზე მსჯელობისათვის, შეკრებას ესწრებოდნენ აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ნიკოლაძე, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვები. როცა ილიამ საბოლოოდ დაწვრილებით გაეცნო აღნიშნულ საკითხს, იგი მთლიანად მომზადებული გაემართა პეტერბურგში, ცნობილია რომ ილია ალ. ცაგარელთან ერთად ეახლა პეტერბურგის მიტროპოლიტს ანტონს, ორივე ხანგრძლივად ებაასა სინოდის თავმჯდომარეს ქართველთა ეკლესიის თავისუფლებაზე.
პეტერბურგში საქმის განხილვამდე ილია საგანგებოდ ეახლა აგრეთვე წმინდა სინოდის ობერპროკურორს ა. დ. ობოლენსკის გ. ჟურულთან ერთად, როგორც კ. ცინცაძე გადმოგვცემს ილიამ დაწვრილებით განუმარტა მას თუ რა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა ქართული ეკლესია, რომ ეგზარქოსობის პერიოდში ღვთისმსახურების სლავურ ენაზე დაწესებას და სასწავლო პროცესის რუსულ ენაზე წარმართვას სარწმუნოების და ზნეობის დაცემა მოჰყვა.
ა. ობოლენსკის ილიას მონათხრობის საფუძველზე თითქოს შეუწყნარებია ქართველი ერის ეს გასაჭირი და ქართული დეპუტაციისათვის შეუთავაზებია, რომ რუსეთის უწმინდესი სინოდი ეგზარქოსად დანიშნავდა ქართველ მღვდელმთავართაგან ერთ-ერთს, და ამით თითქოს უაპელაციოდ გადაწყდებოდა ყველა. იქაური საქმეები, როგორც კი ეპისკოპოსი კირიონი გადმოგვცემს ამ დროს ილიას განუცხადებია: ,, ცოტაშიაც დაგვითმეთ, ეგზარქოსის ამორჩევაც მოგვანდეთო, რაკიღა ამორჩევითი წესი გსურთ რუსეთის ეკლესიაში განახორციელოთო”. სამწუხაროდ, საბოლოოდ ობერპროკურორს არცერთი ეს თხოვნა არ შეუსრულებია.
მ. ბოლქვაძის (1908 წ.) მოგონებით პეტერბურგში ყოფნისას ილია საქართველოს
ეკლესიის ავტოკეფალიაზე ხშირად ესაუბრებოდა როგორც სახელმწიფო საბჭოს წევრებს, ისე სხვებსაც, ,,წინედაც და ეხლად მესმის ხოლმე თითქოს ილია პეტირბურგში არაფერს არ აკეთებდა, მაგრამ ეს ასე არ არის. პირადად მე – აღნიშნავს მ. ბოლქვაძე – არც ასეთ ენერგიას და შრომას მოველოდი, ილიას ავადმყოფობა ვიცოდი… მაგრამ ეს გარემოება მოხუცს არ აშინებდა”.
ქართველი ხალხის, ქართველი სასულიერო პირების, ისტორიკოსების მოთხოვნით
რუსეთის მთავრობამ მართლაც განიხილა ქართველთა მიერ დაყენებული საკითხი და იგი გადასაწყვეტად მიანდო რუსეთის მომავალ საეკლესიო კრებას. ამ კრების მოსამზადებელ თათბირზე 1906-1907 წლებში იყო მსჯელობა ამ საკითხზე საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენასთან ერთად განიხილეს რუსეთში პეტრე I-ის დროს გაუქმებული პატრიარქის თანამდებობის აღდგენის საკითხიც.
სინოდის ამ კრებაზე მონაწილეობდნენ კირიონი (საძაგლიშვილი), ლეონიძე (ოქროპირიძე) და ექვთიმე თაყაიშვილი. ეს უკანასკნელი მხარს არ უჭერდა ეკლესიის ავტოკეფალიას. თათბირში მონაწილეობდნენ პროფესორები ალექსანდრე ცაგარელი, ალექსანდრე ხახანაშვილი, ნიკო მარი, ქართველი ეკლესიის ავტოკეფალიას იცავდა რუსი პროფესორი იანე სოკოლოვი, პეტერბურგის სასულიერო აკადემიის პროფესორი და მოსკოვის აკადემიის პროფესორი ზაოზერსკი, აქვე იყვნენ ქართული ეკლესიის მტრები პროფ. გლუბოკოვსკი, ოსტროუმოვი, ეპისკოპოსი სტეფანე, დეკანოზი ვოსტორგოვი, ბუცკევიჩი და სხვები, რომლებიც მტრულად შეხვდნენ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის იდეას, რადგან მათ ქართველების სეპარატისტული და ავტონომისტური განწყობილება დაწერეს ამ აქტში.
„ალიონი“ #2, 2026 წ.
მსგავსი სტატიები
- 80
ბახვი ჰესის პროექტი დასრულების ფაზაშია. 2021 წლიდან დღემდე ბევრი აკვირდება მის განვითარებას. წარმატების ისტორია, რომელსაც ამ პროექტის გუნდი ქმნის, საინტერესოა და აუცილებლად გასაზიარებელი. პროექტის განხორციელების მანძილზე ბევრი გამოწვევა იყო და ბევრი გამარჯვებაც. წარმოგიდგენთინტერვიუს ბახვი ჰესის დირექტორტან, გიორგი აბრამიშვილთან. ბატონო გიორგი,როდესაც პროექტის დაწყებას იხსენებთ, რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა იდეის… - 77
რუბრიკა: „ერთად გავბედეთ და შევძელით“ წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას – „ერთად გავბედეთ და შევძელით“ და დღევანდელ სიუჟეტის გმირები არიან ულამაზესი კირა და მისი არაჩვეულებრივი დედიკო სოფო. ქალი, რომელიც ყოველდღე ამსხვრევს სტიგმას და გვახსენებს, რომ აუტიზმი მხოლოდ სიტყვაა და არა საზღვარი. სოფო და კირა ცხოვრობენ ფერად და სითბოთი სავსე სამყაროში, სადაც… - 77რუბრიკა: „ერთად გავბედეთ და შევძელით“ ჩვენს რუბრიკაში, „ერთად გავბედეთ და შევძელით“, დღევანდელი ისტორია იმ მისიაზეა, რასაც დედობა ჰქვია. პირველივე წამიდან, როცა ლიამ ხელში თავისი შვილი აიყვანა, იცოდა ეს იყო მისი ცხოვრების მთავარი მისია: დედობა. და მას შემდეგ, არცერთი წამით არ დანებებულა. ბექას დაბადებიდანვე დაუდგინდა იშვიათი მეტაბოლური დაავადება - ფენილკეტონურია.…
- 76
კომპანია „პარვუს ჯგუფის“ სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში კვირიკეთის, გომისა და შემოქმედის სკოლების უფროსკლასელებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე _ „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“. პროექტის მიზანი გარემოს დაცვასა და განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო. პირველი ეტაპი სასწავლო წლის ბოლოს ადგილობრივი „ენერგო ელჩების“ არჩევით დასრულდა, ისინი კვალიფიციურად… - 75
პარვუს ჯგუფის საგანმანათლებლო ტრენინგები განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე პრაქტიკული გაკვეთილებით კომპანიის ობიექტებზე გაგრძელდა. შემოქმედის, გომის, კვირიკეთისა და დვაბზუს სკოლის მოსწავლეები კომპანიის მშენებარე ობიექტებზე ფიზიკისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებთან ერთად ავიდნენ — რაც პროცესს არა მხოლოდ საინფორმაციო, არამედ საგანმანათლებლო-წახალისების მნიშვნელობასაც მატებდა. ლექციებისა და მასტერკლასების შემდეგ ისინი უკვე რეალურ სივრცეში დააკვირდნენ…