კამპანია – „აჩუქე წიგნი“ 1995 წელს UNESCO-მ დააფუძნა და ის საქართველოში კომპანია „ბიბლუსის“ და გიორგი კეკელიძის ინიციატივით 2019 წლიდან აღინიშნება.
წლების განმავლობაში ეს კამპანიასაქართველოში გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური აქტივობა, რომელსაც ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი და კომპანია უერთდება, ვინაიდან ეს ინიციატივა მნიშვნლოვნად უწყობს ხელს წიგნიერების პოპულარიზაციასა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას.
„პარვუს ჯგუფი“ წელს პირველად შეუერთდა მსოფლიო კამპანიას. კოლეგებმა წიგნები შემოქმედის თემის ბიბლიოთეკისთვის შეაგროვეს.
„პარვუს ჯგუფის“ ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი მაკა ხეცურიანი, კამპანიის ინიციატორი კომპანიაში აქტივობის ემოციას გვიზიარებს:
„წიგნის ჩუქების დღე გვახსენებს, რამდენად ძვირფასი და მრავალფეროვანი აწიგნების სამყარო, რადგან ამ დროს ერთმანეთს მხოლოდ ქაღალდზე დაწერილ სიტყვებს კი არ ვუზიარებთ, არამედ ვჩუქნით თავგადასავლებს, ემოციებს, ფანტაზიის გაძლიერების შესაძლებლობას და სხვადასხვა ეპოქასა თუ სამყაროში მოგზაურობის შანსს. ამ იდეას „პარვუსჯგუფის“თანამშრომლები დიდი ენთუზიაზმით შეუერთდნენ, თითოეულმა მათგანმა გულით შეარჩია მისთვი სმნიშვნელოვანი წიგნი, პირადი გამოცდილებითა და შთაბეჭდილებებით სავსე, და ასე შეივსო სოფელ შემოქმედის ბიბლიოთეკისთვის განკუთვნილი სასაჩუქრე ყუთი. სწორედ ასეთი ჩართულობა და გაზიარების სურვილი ქმნის ჩვენს საერთო კულტურას, სივრცეს, სადაც ცოდნა, გამოცდილება და ინსპირაცია თავისუფლად ზიარდება.
გვჯერა, რომე სპატარა ინიციატივა დიდ შთაგონებად იქცევა. თითოეული ნაჩუქარი წიგნი ახალ სიცოცხლეს იწყებს, ახალ ხელში ხვდება და ახალ ისტორიებს ქმნის. შემოქმედის ბიბლიოთეკაც სწორედ ასეთი ცოცხალი სივრცეა, სადაც კითხვის მოყვარული ყოველთვის იპოვის მისთვის საინტერესო წიგნს.
ვიმედოვნებთ, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება და კიდევ ბევრ ადამიანს გაუზიარებს კითხვის იმ უნიკალურ სიხარულს, რომელსაც მხოლოდ წიგნები გვაძლევს. ჩვენი კომპანია კი კიდევ მრავალჯერ ჩაერთვება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და სასარგებლო ინიციატივებში.“
შემოქმედის ბიბლიოთეკის გამგის ლელა საბაშვილის თქმით, კარგი იქნება მსგავსი ტიპის ღონისძიებას სხვაკომპანიებითუმიბაძავენ.
,,დიდიმადლობაპარვუსჯგუფსბიბლიოთეკისთვისგაწეულიამძვირფასისაჩუქრისთვის.წიგნისაუკეთესოინვესტიციააცოდნაში , განათლებასა და მომავალში.თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მკითხველებისთვის და ბიბლიოთეკისთვის“. – აღნიშნა საუბრის დროს ლელა საბაშვილმა.
მსგავსი სტატიები
- 98
რუბრიკა: „ერთად გავბედეთ და შევძელით“ წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას – „ერთად გავბედეთ და შევძელით“ და დღევანდელ სიუჟეტის გმირები არიან ულამაზესი კირა და მისი არაჩვეულებრივი დედიკო სოფო. ქალი, რომელიც ყოველდღე ამსხვრევს სტიგმას და გვახსენებს, რომ აუტიზმი მხოლოდ სიტყვაა და არა საზღვარი. სოფო და კირა ცხოვრობენ ფერად და სითბოთი სავსე სამყაროში, სადაც… - 95
კომპანია „პარვუს ჯგუფის“ სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში კვირიკეთის, გომისა და შემოქმედის სკოლების უფროსკლასელებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე _ „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“. პროექტის მიზანი გარემოს დაცვასა და განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო. პირველი ეტაპი სასწავლო წლის ბოლოს ადგილობრივი „ენერგო ელჩების“ არჩევით დასრულდა, ისინი კვალიფიციურად… - 94
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. შემოქმედის თემის პირველკლასელებისთვის სასკოლო მზადება განსაკუთრებული ემოციებით დაიწყო. შემოქმედის, გომისა და კვირიკეთის სკოლებში წელს სულ 12 პატარა პირველკლასელი დაიწყებს სწავლას, ამ პატარებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს კომპანია „პარვუს ჯგუფმა“ წინასასკოლო შეხვედრა მოუწყო. პატარებმა მომავალი მასწავლებლები გაიცნეს, ითამაშეს შემეცნებითი, სახალისო „სასკოლო“ თამაშები და… - 94
პარვუს ჯგუფის საგანმანათლებლო ტრენინგები განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე პრაქტიკული გაკვეთილებით კომპანიის ობიექტებზე გაგრძელდა. შემოქმედის, გომის, კვირიკეთისა და დვაბზუს სკოლის მოსწავლეები კომპანიის მშენებარე ობიექტებზე ფიზიკისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებთან ერთად ავიდნენ — რაც პროცესს არა მხოლოდ საინფორმაციო, არამედ საგანმანათლებლო-წახალისების მნიშვნელობასაც მატებდა. ლექციებისა და მასტერკლასების შემდეგ ისინი უკვე რეალურ სივრცეში დააკვირდნენ… - 93
2024 წლის 6 და 7 ივნისს, ბახვი ჰესის მოწვევით, მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს რეჟისორი ლევან კოღუაშვილი სტუმრობდა. სტუმარმა მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა განათლების მნიშვნელობა და პროფესიები კინო ინდუსტრიაში, პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა, წარმატების მიღწევის გზები და ფილმის „გურია“ მიმდინარეობა. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით…