(მე-20 საუკუნის 30-იანი წლები)

მერაბ მეგრელიშვილი

ნინო ჯაველიძე

1990-იანი წლებიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განხორციელდა საკოლმეურნეო მიწების პრივატიზაცია, რამაც მოსახლეობის დაპირისპირება გამოიწვია. კერძომესაკუთრული ტენდენციების გაღვივებას ხელი შეუწყო თავადაზნაურული გვარების შესახებ წიგნების გამოცემამ, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ვითარება. აქიდან გამომდინარე წარსულში არსებული საძოვრებით სარგებლობის წესების შესწავლას და გამოცდილების გაზიარებას დიდი მნიშვნელობა აქვს აღნიშნული პრობლემა განხილულია მეცნიერ მკვლევართა, პროფესორების თ.ავალიანის, ვ.შამილაძის, ი.სიხარულიძის, ო,თურმანიძის, ი.ბარამიძის და სხვათა ნაშრომებში. პროფ. ი.სიხარულიძის ნაშრომში “საძოვრებით სარგებლობის წესის საკითხისთვის საქართველოში“ დაზუსტებულია საძოვრებთან დაკავშირებული ტერმინოლოგია, ასევე ტყეებით და საძოვრებით სარგებლობის წესები, ოსმალთა ბატონობის პერიოდში აჭარაში არსებული მიწათმფლობელობის და მიწათსარგებლობის წესები. სტატიაში წარმოდგენილია აჭარაში, მე-20 საუკუნის 30-იან წლებში აღნიშნული წესების ამსახველი სტატისტიკური მასალა.

საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე აჭარის სახალხო კომისართა საბჭოს 1923 წლის 15 ივნისის და 1924 წლის ,,ნაციონალიზაციაქმნილი, მუნიციპალიზაციაქმნილი და რეკვიზიციაქმნილი ქონების’’ შესახებ დეკრეტით აიკრძალა კერძო საკუთრება. რეკვიზიაციად ითვლებოდა სახელმწიფოს მიერ სახელმწიფოებრივი საჭიროებისთვის იძულებით სასყიდლის გადახდით ჩამორთმეული ან დროებით არსებული ქონება, რაც კერძო პირის ან საზოგადოების ხელში იყო. კონფისკაციად კი ითვლებოდა სახელმწიფოს მიერ ქონების უსასყიდლოდ, იძულებითი წესით ჩამორთმევა, შეფარდებული, როგორც სასჯელი, სასამართლოს სათანადო განაჩენით ქონების ჩამორთმევა ხდებოდა ამა თუ იმ აღმასკომის ან სხვა ორგანოს ჩვეული საჭიროების დასაკმაყოფილებლად, ქონების ჩამორთმევას ამართლებდნენ სახელმწიფოებრივი აუცილებლობით, ისეთი სახელმწიფოებრივი საქმისთვის, რომელიც დაკავშირებული იყო გზების, რკინიგზის სადგურების, ხიდების და წყალსადენების მშენებლობასთან ან კიდევ ქუჩების, მოედნების, ბაღების და ა.შ. მოწყობასთან. აღნიშნულ ქმედებას ამართლებდნენ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მიზნებით.

1923 წლის 25 აპრილს, აჭარის ცენტრაღმასკომის ბრძანების საფუძველზე მიწით სარგებლობასთან და მიწითმოწყობასთან დაკავშირებულ დავათა გადასაწყვეტად შეიქმნა სადგილმამულო კომისიები, როგორც ცენტრში (აჭარის მიწათმოქმედების კომისარიატი),ასევე მაზრებში. გააუქმეს ყოველგვარი დავა მიწაზე და მიწით სარგებლობით გამოწვეული საქმეები საერთო წესით გადაეცა სახალხო სასამართლოს

1923 წლის 25 ივნისს, აჭარის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის და სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილების საფუძველზე წარმოებდა საქონლის საძოვარი ადგილების განსაზღვრა, ასე მაგალითად, აჭარის სოფლების დღვანისა და ქიძინიძეების მოსახლეობისთვის  აუცილებელი,  საქონლის  საძოვარი ადგილები განისაზღვრა ტელების ღელესთან  არსებული ტყიანი ადგილებით.

დადგენილებაში მინიშნებულია საძოვრების გამყოფი საზღვრები. დღვანელებს მიწა და ტყე დარჩა. გამყოფი საზღვარი მიემართებოდა ოჭიას მთიდან ტელების ღელემდე

1929 წლიდან კოლექტივიზაციის მიზნებიდან გამომდინარე, ხუწლიანი გეგმით გათვალისწინებული იყო საძოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ნიადაგის მეცნიერული გამოკვლევა, საძოვრების დახასიათება, საძოვრების პროდუქტიულობის განსაზღვრა, საკვების ღირებულების დადგენა და ა.შ. საძოვრებთან დაკავშირებული საარენდო გადასახადი, კლასობრივი ნიშნის მიხედვით განსაზღვრული იყო შემდეგი ოდენობით, ღარიბ და საშუალო ფენაზე დაწესებული იყო დაბალი გადასახადი 50 თეთრიდან 65 თეთრამდე და დაყოფილი იყო კატეგორიების მიხედვით, ხოლო მდიდარი ფენის, ეგრეთ წოდებული ,,კულაკისთვის’’ დაწესებული იყო ფულადი ერთეული 4,50 მან.

1931 წლის 2 ივლისს აჭარის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ზექერია ლორთქიფანიძე ითხოვდა უდის და გოდერძის იაილების აჭარაზე გადმოცემას. აჭარის ცაკის 1931 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე ხულოს რაიონი გამოცხადდა მესაქონლეობის ძირითად კერად, სადაც ადგილზე ხდებოდა საქონლის მიღება, არმიის და მოსახლეობის დასაკმაყოფილებლად. 1937 წლის 5 მაისს, აჭარის მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის დადგენილების საფუძველზე საძოვრები გადანაწილდა სასოფლო საბჭოებსა და კოლმეურნეობებზე. აჭარის საზაფხულო საძოვრებზე 734.06 მსხვილფეხა საქონელი, 1800 ცხენი და 48 241 წვრილფეხა საქონელი. ადიგენის რაიონის საძოვრებზე 6000 წვრილფეხა საქონელი. ქობულეთის რაიონში გეგმის მიხედვით განაწილებული იყო ცხვარი 500 თავის რაოდენობით. ცხვარი განთავსებული იყო რიყეთის ზამთრის საძოვრებზე და 800 თავი კი მინდორის საძოვარზე. გონიოს მესაქონლეები გარკვეული გადასახადების საფასურად გადადიოდნენ თურქეთში, ხოლო ქობულეთის რაიონის მცხოვრებნი ჩეგილის და აბანოს ყელის საძოვრებზე. კახაბრის მცხოვრები აჰმედ ყავაჩოღლის ოჯახის კუთვნილი 900 ცხვარი განთავსებული იყო კეხოვანის და ჯანჯღნარის საძოვრებზე ხოლო ბართაბოღლების 2500 ცხვარი კეხოვანის და ზოტიყელის საძოვრებზე (დიდაჭარა). 1937 წელს აჭარის მესაქონლეების კუთვნილი საძოვრებზე  პირუტყვი შემდეგი რაოდენობით იყო განაწილებული 1) შავნაბადა 2000. 2) გრძელი გორი 2000. 3) საჯოგია 1200. 4) ჯანჯღნარი 1500. 5) კაფრინის თავი 1500. 6) ზოტიყელი 3000. 7) თეთრობი 3000. 8) ღრმანი 2500. 9) ბანბორი რიყეთი 2300. 10) ნაობარი 3000. 11) ჩირუხი 3000.

სადავო იყო ქობულეთსა და ოზურგეთს შორის არსებული საზაფხულო საძოვრები’ ორი სოფელი ,,ჩხაკაურა და ზოტი’’, რომლებიც გეოგრაფიული მდგომარეობის გამო შეუძლებელი იყო მიეკუთვნებინათ აჭარისთვის. 2 იაილა (საზაფხულო საძოვარი) ნაფოცხვარა და შედრეკილი დატოვეს ოზურგეთის მაზრაში იმ პირობით, რომ მასზე სავსებით გავრცელდებოდა ყველა ის შეღავათები, რაც გათვალისწინებული იყო იჯარის გადასახადით, ხე-ტყით სარგებლობის, განათლების, სასამართლოს და სარწმუნოების საკითხებით. ახალციხის  საზღვრებში არსებული ,,იაილა თაგოჩაი’’ გადასცეს აჭარას. ჯერ კიდევ 1923 წელს განსაზღვრეს საზაფხულო საძოვრების საზღვრები. აჭარას ფაქტიურ სარგებლობაში გადაეცა აჭარისა და გოგიეთის აგარაკებიდან დაწყებული ტყე და საძოვარი 6452 დესეტინა მიწით, ასევე საბალახო იაილები: ,,გომის ტყის ხარიალალი’’, ,,მთაპატარა’’, ,,შუაიაილა’’, ,,ახოსიაილა’’, და ,,ცხემლის იაილა’’. 88 დესეტიანი ადგილი, ეგრეთწოდებული ,,ხასანას ჭალა’’ დაუტოვეს ოზურგეთის მაზრას, ხოლო 200 254დესეტინა დატოვეს საერთო სარგებლობაში . ბახამარის საძოვრები გადაეცა გურიას, აჭარას ზოტიყელის იაილები, კატრიანის და გრძელი გორის საძოვრები. ძირითად მკვიდრთაგან დასახლებული სოფლები ,,აჭი’’ და ,,ფაცხანათები’’ გადასცეს ქობულეთის მაზრას.

1937 წელს დადგა საკითხი სამეგრელოს რაიონის მესაქონლეებისგან განტვირთულიყო გურია-აჭარის საძოვრები და გადაეყვანათ სვანეთში. ადიგენის რაიონში აჭარას გამოყოფილი ჰქონდა 842 ჰექტარი მიწა, მათ შორის მიწითსარგებლობაში 542 ჰექტარი და ჩოხატაურის რაიონში 6000 თავი წვრილფეხა საქონლისთვის. აჭარის ფარგლებში ზამთრის საძოვრები სრულებით არ მოიპოვებოდა. აჭარის რეგიონის ცხვარი თავსდებოდა დასავლეთ საქართველოს რაიონში. 1936 წელს ქუთაისმა და ბაღდადმა აჭარას უარი უთხარა საძოვრებზე. ადიგენის რაიონის საძოვრებზე 18500 თავი წვრილფეხა საქონელი გადანაწილებული იყო შემდეგი რაოდენობით 1) ჩეგილი 1000. 2) ბანბორი 4000 3) ჭეჭლა 4000 4) კეხოვანი 6000 5) ჯაზიგოლი 3500. ჩოხატაურის რაიონის საძოვრებზე 6000 თავი წვრილფეხა საქონელი გადანაწილებული იყო შემდეგი რაოდენობით. ნაქოგარა (კიკვაძის მთა 1000 თავი), წყალთაშუა 1500 თავი, ულეველი 1500 თავი, ნაკარვალი ჯაჯის ტბაზე 2000 თავი,  დაწესებული იყო საძოვრებზე საქონლის  გამგზავრების ვადები 15 მაისიდან 4 ივნისამდე გონიოს, კახაბრის, ჩაქვის და ქობულეთის მესაქონლეებისთვის, 10 ივნისიდან 20 ივნისამდე მაჭახელას მესაქონლეებისთვის, 15 მაისიდან  4 ივნისამდე ხულოს და ქედის  რაიონის მესაქონლეები. აჭარის მკვიდრ მესაქონლეებს კარვები ჰქონდათ ოზურგეთში, მოლიანში, ბაისურაში საყორნიას მთაზე, „მგლის საწოლსა““და ნაღვარებთან. ქობულეთლებს საკუთარი საძოვრები არ გააჩნდათ და სარგებლობდნენ გურიის საძოვრებით.

გაზ. „ალიონი,“ #3, 16 თებერვალი, 2026 წ.

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 90
    „სტუმარ-მასპინძლობა ჩვენი იდენტობის უნიკალური ნიშაა, თავდაუზოგავი შრომითა და კარგი განათლებით გამოხატული“კომპანია „ბახვი ჰესი“_ ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე, ბუნებასა და რეგიონის განვითარებაზე ტურისტული ობიექტი  „სამზეურა“, როგორც გარეგნული, ისე შინაარსის ყველა ნიშნით,    კარგად გამოხატული ბუნებრიობით წარმოდგენილი   გურული სახლ-კარი და კარმიდამოა. _„სამზეურა“ _ შინაარსით გამოხატული  ქართული სიტყვის შინაარსი, ჩემთვის  იმთავითვე იქცა შთაგონების წყაროდ. ზოგადად, მზის კულტი ქართულ მითოლოგიაში განსაკუთრებული ხარისხით, სიღრმისეული ხასიათით არის წარმოდგენილი,…
  • 90
    სოფელ ზოტის ეკონომიკის განვითარებაბატონი პრემიერ-მინისტრი თავის გამოსვლებში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და უმუშევრობის შემცირებაზე საუბრობს. ქვეყანაში არის ორნიშნა ეკონომუკური ზრდა, უმუშევრობის დონე მცირდება, მშვიდობა, სტაბილურობა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, რაც ყველა ქართველისათვის სასიხარულოა. მინდა ამ წერილში მაღალმთიანი სოფელ ზოტის ეკონომიკა მიმოვიხილო, რისთვისაც წარსულსაც გადავხედო. 130 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სოფელი ზოტი ნასოფლარად…
  • 87
    აკაკი ღლონტი: „უნდა შევცვალოთ აზროვნება და მასთან ერთად შეიცვლება ბევრი რამ სასიკეთოდ, მათ შორის მიდგომებიც“„წარმოუდგენლად მეჩვენება გქონდეს ერთი ჰექტარი მიწის ფართობი და არ მოგყავდეს ან ვერ აწარმოებდე სამას ლიტრ ღვინოს, ას ლიტრ არაყს, 60 კგ ლობიოს, ერთი ტონა სიმინდს. ყველას შეგვიძლია დღეს ოჯახი ვარჩინოთ და განვითარებისთვისაც ვიბრძოლოთ არსებულ პირობებში“, – აცხადებს აკაკი ღლონტი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანასეულის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსი მეცნიერ მუშაკი. „სოფლის…
  • 87
    გაუდაბნოება საქართველოში — როცა სასოფლო-სამეურნეო მიწების 35% დეგრადირებულიადედამიწაზე კლიმატი მოსალოდნელზე სწრაფად იცლება, ამაში კი დიდი წვლილი ადამიანთა სამრეწველო საქმიანობას მიუძღვის. მავნე აირების ემისიებისა თუ სხვა ფაქტორების გამო ჩვენს პლანეტაზე კლიმატი ისეთი აღარაა, როგორიც, თუნდაც, ერთი დეკადის წინ იყო, რის შედეგებსაც, სამწუხაროდ, უკვე მთელი მსოფლიო გრძნობს. ძლიერი გვალვები, თბური ტალღები, ატმოსფერული ნალექის სიმცირე ან მოჭარბება და მიწის ეროზია მხოლოდ…
  • 84
    „ჩვენი კომპანია ორიენტირებულია შექმნას ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და ვფიქრობთ,პლანტაციები ეტაპობრივად გადავიყვანოთ ბიომეურნეობაზე“ლანა ჟღენტი, 32 წლის, კომპანია „პლანტაციას“ დამფუძნებელი „რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტე,საცხოვრებლად სოფელში წამოვსულიყავი და ჩემი ოჯახის დაწყებული საქმე, ჩაის წარმოება გამეგრძელებინა. ყველაფერი არც ისე მარტივი აღმოჩნდა, თუმცა დიდი ძალისხმევითა და დაუღალავი შრომით მნიშვნელოვან შედეგამდე მივედი. საქმიანობის სფერო გავაფართოვე და დღეს ჩვენი კომპანია ორიენტირებულია შექმნას ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და ვფიქრობთ,პლანტაციები ეტაპობრივად…