წინა საუკუნეებში ხის ნაკეთობანი, საოჯახო ნივთები აუცილებლობას წარმოადგენდა, რადგან ლითონის ჭურჭელი დიდი ფუფუნება იყო და იგი ძირითადად სპილენძით თუნგს და კარდალათ შემოიფარგლებოდა. ფართოდ გამოიყენებოდა ქვის და ხის ნაკეთობები _ხის გობი, ხის ჯამები,ფილი, კეცი, ჩამური, კოპე, ორკოპე, კერია და ა.შ.
დღეს იშვიათად შეხვდები აჭარა-გურიის მთებში ცხენებს ხის გორდებით, რითაც ყველი,კარაქი, ხილი, მოცვი და სხვა გადაჰქონდათ კურორტ ბახმაროსა და გომისმთაზე დამსვენებლებისათვის მისაყიდად ან მთიდან ბარში.
ნაგომრიელ 78 წლის როლანდ სიხარულიძეს კურორტ ბახმაროში, ვაკიჯვრის ქუჩაზე შევხდით. იგი აქ ხის საოჯახო ნაკეთობებს ამზადებს და საკმაოდ იაფად ჰყიდის: ფილი (ქვიჯა), სკამი, ჩოგან-ლაფერა, ცომის გასაბრტყელებელი, ხის კოვზი, ხის ჯამები, ძალიან ბევრი საჭირო და აუცილებელი საოჯახო ნივთები.კურორტზე ბახმაროსათვის დამახასიათებელი საბავშვო ხის სათამაშოებიცაა წარმოდგენილი.
_საჭირო მასალას სად შოულობთ _ვეკითხები როლანდს.
_გაგიკვირდებათ. მდინარე სუფსა მამარაგებს საჭირო მასალით. იცით, როგორ ეპყრობიან დედა-ბუნებას და ბევრ ხეს უთხრის ძირს და მოაქვს ბარში მდინარეს. სხვებიც მეხმარებიან, ე.წ. „ნაკიდურებს“ (ნარჩენებს) მაძლევენ. აქ დამზადებული ნივთებიდან უმეტესობა წიფლის, თელის და წაბლის ხისგანაა დამზადებული.
პროფესიით მძღოლი ვარ. დიდხანს ვმუშაობდი სატვირთო ავტომანაქანაზე. 12 წელი ვიმუშავე სოფელ მთსპირში. მაღალი ეწერის ჩაის ფაბრიკაზე ვეზიდებოდით ჩაის. უამრავი მეგობარი მყავდა იქ. ტიხო ნიკოლაიშვილს ვიცნობდი კარგად. კარგი მეურნე და ნიჭიერი კაცი იყო. ტიხო იმიტომ ვახსენე, ტრადიციებს იცავდა. კარგი ცხენოსანი იყო, საუცხოო ღვინოს აყენებდა და ზაფხულობით აჭარა-გურიის მთებს სტუმრობდა. კარგი მეცხოველეც იყო ზაფხულობით საქონელი მთაში ჰყავდა. ხის ნაკეთობები უყვარდა და ერთმანეთს ვუგებდით.
ოჯახურმა ტრაგედიამაც ვერ ამაღებიბინა ხელობაზე ხელი. არავინ მყავს, რომ ფონდებს დავუკავშირდე, დამაფინანსონ და საჭირო დაზგა-დანადგარები შევიძინო, ახალგაზრდებს შევასწავლო ამ ნაკეთეობათა ხელოვნება. ერთი დაზგა დიდი წვალებით შევიძინე. მიყვარს კარგი ნახელავი, დიდ საქმეს აკეთებ თუ პატარას, ყველას დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდო…ამიტომაა, რომ ჩემს ნამუშევრებს აფასებენ და ასე თუ ისე იყიდება კიდეც _გვითხრა როლანდ სიხარულიძემ.
მსგავსი სტატიები
- 88ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
- 86დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 78გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 77სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 761918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…