დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის მმართველი რეჟიმის ზოგიერთ წევრთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

Politico-ს კითხვაზე, გვიანია თუ არა იმის განხილვა, რომ ირანის რეჟიმის ახალ შემადგენლობასთან ითანამშრომლებს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „არა, გვიანი არ არის“.

„არ დაგავიწყდეთ, რომ ირანის რეჟიმის უმაღლესი რანგის 49 ლიდერი დაიღუპა. მაგრამ, ახალი პირები ჩნდებიან. ეს სამუშაო ბევრს სურს. ზოგიერთი მათგანი კარგიც იქნებოდა“, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე, მისი თქმით, ირანს რაკეტების გამშვები დანადგარების რაოდენობა ეწურება, ხოლო აშშ-ის შეიარაღების დიდი მარაგი აქვს.

„გამშვები დანადგარები ეწურებათ, რადგან მათი განადგურება მოხდა. ჩვენ უსაზღვრო რაოდენობის საბრძოლო მასალა გვაქვს. ჩვენი თავდაცვის კომპანიები მათ სწრაფად აწარმოებენ“, – აღნიშნა ტრამპმა.

წყარო: ipn.ge

მსგავსი სტატიები

  • 67
    აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის შეწყვეტა სურს, - The Hill-ის ინფორმაციით, ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას: „რა სურს პუტინს“. „ვფიქრობ, მას სურს შეწყვიტოს ომი. მე ამას ვხედავ. დიდხანს და სერიოზულად ვისაუბრეთ. სტივ უიტკოფი [აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში] მასთან იყო ძალიან დიდი…
  • 65
    ჯეი დი ვენსი - არ არსებობს შანსი, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივ ომში ჩაერთოსაშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმებს განიხილავს, არ არსებობს შანსი, რომ ასეთმა დარტყმებმა შეერთებული შტატები მრავალწლიან ომში ჩაითრიოს. ვენსმა The Washigton Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დარტყმები იქნება შემაკავებელი ფაქტორი ირანისთვის ბირთვული იარაღის შემუშავების თავიდან ასაცილებლად, თუ საკითხი დიპლომატიურად არ მოგვარდება. „ის…
  • 65
    აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა პერსპექტიული იყო. ამის შესახებ მან „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. სახელმწიფო მდივანს ჟურნალისტმა შეახსენა მისი განცხადება, რომ უიტკოფისა და პუტინის შეხვედრა პასუხს გასცემდა ფუნდამენტურ შეკითხვას, მოძრაობენ თუ არა ისინი ცეცხლის შეწყვეტისკენ და…
  • 65
    შშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მესამე მსოფლიო ომი არც ისე შორს არის, მაგრამ მისი პრეზიდენტობის დროს ეს არ მოხდება. CNN-ის ინფორმაციით, მაიამიში, მომავალი საინვესტიციო ინიციატივების ინსტიტუტის სამიტზე ტრამპმა ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტებზე ისაუბრა. „სწრაფად ვმოქმედებ მთელ მსოფლიოში ომების დასასრულებლად, კონფლიქტების მოსაგვარებლად და პლანეტაზე მშვიდობის აღსადგენად _ მე მინდა…
  • 64
    დონალდ ტრამპის განცხადებით, ბარაკ ობამას განცხადების შესაბამისად, სამთავრობო უწყებებს უცხოპლანეტელებსა და ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებული ფაილების გასაჯაროებას დაავალებსშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ომის სამინისტროსა და სხვა უწყებებს დაავალებს, გამოაქვეყნონ ფაილები, რომელიც მათ უცხოპლანეტელებისა და ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ აქვთ. „გამოვლენილი უზარმაზარი ინტერესის საფუძველზე, დავავალებ ომის მდივანს და სხვა შესაბამის დეპარტამენტებსა და სააგენტოებს, დაიწყონ უცხოპლანეტელებთან, ამოუცნობ საჰაერო მოვლენებთან (UAP) და ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან (UFO) დაკავშირებული სამთავრობო ფაილების იდენტიფიცირებისა და…