„მუზეუმები დასათვალიერებლად კი არა განსაცდელად და შესაგძნობად იქმნება.
თუ კი ექსპონატებს შევიგრძნობთ, მაშინ ისინი სულის კოლექციას ქმნიან“.
ორჰან ფამუქი.
ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი გურიაში არსებულ 17 მუზეუმთა შორის უძველესია, იგი დაფუძნდა 1936 წლის 1 აპრილს. დღეისათვის მუზეუმის ფონდებში დაცულია სამ ათასამდე ექსპონატი,რომელთა ქრონოლოგია მოიცავს პერიოდს ძვ. წ. მეცხრე ათასწლეულიდან დღემდე.
90 წლის მანძილზე მრავალი უნიკალური მასალა დაგროვდა, მათ შორისაა 9 ათასი წლის წინანდელი ნეოლითური ხანის ქვისა და კაჟის იარაღები ანასეულიდან, ადრე, შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანის კოლხური ცულების კოლექციები; მელექედურის, შრომის, ვაკიჯვრის, ბაღდადის, მაკვანეთის, ლაითურის ბრინჯაოს განძები, ურეკ-წვერმაღალას გვიანი ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის სამარხეული ინვენტარი, ანტიკური პერიოდის ოქროსა და ვერცხლის ნივთები: ოქროს სამკერდული, ოქროს სამაჯურის ფრაგმენტი {ორივე შემკულია ალმადინის თვლებით}, ვერცხლის ლანგარი ურეკიდან; მინის დანაყოფებიანი მენზურა,წყალგაყვანილობის მილები, სვეტის თავები, თიხის სასაკმევლე, სარკმლის მინა, საამშენებლო აგური, კრამიტი- ადრე შუასაუკუნეების ვაშნარის ნაქალაქარიდან, მრავალრიცხოვანი ნუმიზმატიკური კოლექციები; ძველი წელთაღრიცხვის VI-III საუკუნეების კოლხური თეთრი, ალექსანდრე მაკედონელის ოქროს მონეტა, გიორგი მესამის, თამარ მეფის, რუსუდანის, ლაშა- გიორგის, სიმონ პირველის, ერეკლე მეორის, მონეტები, „ოზურგეთის განძად“ წოდებული ვერცხლის უიშვიათესი ევროპული მონეტები, ფრანგული დაშნა, იარაღები: თოფები ხმლები, დამბაჩები, მათ შორს მოოქროვილ- მოსევადებული,ერთ მადგანს აქვს წარწერა – ხელობა კვაჭაძისა“; მრავალი ისტორიული, ფოტო, ნივთიერი, დოკუმენტური მასალა, მათ შორის რამდენიმე ათეულს თავისუფლად შეიძლება მიენიჭოს მოძრავი ძეგლის სტატუსი.
მუზეუმის შექმნის ისტორია კი დაიწყო ასე: 1922-1924 წლებში, საქართველოში ფართოდ გაშლილმა ანტირელიგიურ მოძრაობამ ქართული კულტურის მრავალი ძეგლი შეიწირა. საქართველოს სახკომსაბჭოს საგანგებო დდგენილებით, მოხდა საეკლესიო განძეულობის კონფისკაცია, განადგურდა კულტურის იშვიათი ძეგლები: ეკლესიები, მონასტრები, ხატები,სარიტუალო ნივთები,ხელნაწერები, წიგნები.
ინტელიგენციისპროტესტის შემდეგ, განათლების სახალხო კომისარიატმა, ისტორიული ძეგლების აღსაღრიცხად და გადასარჩენად მაზრებში სასწრაფოდ შედგენილი ბრიგადები გააგზავნა.
1924 წელს გურიაში აკაკი შანიძე და შალვა ამირანაშვილი გამოგზავნეს. მათ მოიარეს ოზურგეთი, შემოქმედი, ლიხაური, ჯუმათი, ბაილეთი, ვანისქედი, ასკანა, მეწიეთი, ჩოხატაური, ერკეთი, ხიდისთავი. ხიდისთავში ნახეს და აღწერეს ზემო გურიის რამდრნიმე სოფლის ეკლესიებიდან მოტანილი ნივთები.
გურიაში აკაკი შანიძისა და შალვა ამირანაშვილის ჩამოსვლისას, ისტორიული მნიშვნელიბის ნივთების ძირითადი ნაწილი გამოტანილი იყოეკლესია – მონასტრებიდან და ინახებოდა ოზურგეთის სამაზრო გლეხთა კომიტეტის შენობაში.
ამ დროს უკვე დანგრეული იყო გურიის მრავალი ეკლესია, გადაედნოთ ჯვარ- ხატების ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული შემკულობა, გაეძარცვათ ძვირფასი ქვებითა და მინანქრით შემკული ხატები და სხვა საკულტო ნივთები..
ლიხაურის მრავალრიცხოვანი სიძველეებიდან გადარჩენილი იყო მხოლოდ ერთი – ეტრატის ხელნაწერის ნაწილი, ზოგ ელკესიაში შეორჩენილი იყო გაძარცვული ხატების ფიცრები, ხელნაწერთა ყდები და ცალკეული ფურცლები.
აკაკი შანიძემ და შალვა ამრანაშვილმა აღრიცხეს და აღწერეს რა იყო განადგურებული და რა არა, რაც გადარჩა თბილისში წაიღეს.
აკაკი შანიძის ინიციატივით, 1924 წლის აპრილში ოზურგეთში დაარსდა გურიის საეთნოგრაფო მუზეუმი, რომლის ამოცანად დაისახა ეთოგრაფიული მასალების შეკრება, დაცვა და ხელოვნების ძეგლთა მოვლა, პატრონობა, მუზეუის ფონდს საფუძვლად დაედო გადარჩენილი სამი ხელნაწერი და ორი ძველი ნაბეჭდი წიგნი.(საეთნოგრაფიო მუზეუმის შემდგომი ბედი ჩვენთვის უცნობია}.
1936 წელს მაარაძის რაონის მოწინავე საზოგადოების წინაშე დაისვა საკითხი: შეექმნათ მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. რაონის მშრომელთა თხოვნით სოფელ ექადიის მკვიდრმა დავით დოლიძემ დასვა საკითხი განათლების სახალხო კომისარიატის წინაშე, რათა ეთხოვათ ფილიპე მახარაძისათვის, რომ ემშვამდგომლა მთავრობის წინაშე მახარაძეში მუზეუმის გახსნის შესახებ.
1936 წლის პირველ აპრილს წითელარმიელთა და პარტიზანთა საზოგადოების ბაზაზე შეიქმნა მახარაძის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი,რომლის დაარსებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ვეტერან პარტიზანთა და რევოლუციონერთა საზოგადოებას, ამ საზოგადოებამ მუზეუმს გადასცა თავის საკუთრებაში არსებული საბრძოლო იარაღები, კაჟიანი თოფები, დამბაჩები, სატევრები, ხმლები, სულ 200 მდე სამუზეუმო ნივთი, ამდენად მუზეუმის პირველი ექსპონატები პარტიზანთა საზოგადოების შეგროვებული და დაცული ნივთები იყო, მუზეუმის შექმნის შემდეგ, პარტიზანთა საზოგადოება გაუქმდა. მისი გამგეობის თავმჯდომარე ბესარიონ რუსიძე დაინიშნა მუზეუმის მეცნიერ- მუშაკად, ხოლო საზოგადოების ბუღალტერი იორდანე კუპრაძე მუზეუმის ბუღალტრად.
მუზეუმი მოთავსებული იყო ერთ პატარა ოთახში, ყოფილი ჟდანოვის ქუჩაზე (ახლანდელი გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩა, ქალაქის საბჭოს ყოფილი შენობა)., შემდეგ იგი გადაყანილი იქნა, გურიის გამზირზე, ყოფილი ავტო სადგურის ტერიტორია ( ამჟამად 9 აპრილის სკვერი) და მას გამოეყო 402 კვ.მ ფართობი და მთლიანად დაეთმო მეორე სართული.
მუზეუმის პირველი დირექტორი იყო ნიკოლოზ სამსონია,რომელიც დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში. წლების მანძილზე მუზეუმის დირექტორებად მუშაობდნენ: კიტა კვაშალი, გიორგი კილაძე, აკაკი ერქომაიშვილი,ტერენტი ტაკიძე, ივანე ანთელიძე, ისიდორე ჯანელიძე, გივი თავაძე, ნიკოლოზ წიტაიშვილი, ენვერ გოგუაძე,, გოგა ტრაპაიძე.
სამამულო ომის წლებში დროებით შესუსტდა მუზეუმის სამეცნიერო -კვლევითი მუშაობა, ომის შემდგომ წლებში ისევ განახლდა. მუზეუმის ფონდები შეივსო მრავალი საინტერესო ექსპონანტებით.შეიქმნა სახვითი ხელოვნებისა და მეგობრობის ამსახველი გამოფენები.
1974 წელს მუზეუმი გადავიდა 25 ოქტომბრის ამჟამად 26 მაისის ქუჩაზე, გურიის უკანასკნელი მთავრის მამია V გურიელის ბიძაშვილის დიმიტრი ქაიხოსროს ძე გურიელის ყოფილ სასახლეში. (აგებულია 1873 წელს).
აღნიშნული სასახლის ორივე სართული დაეთმო მუზეუმის ექსპოზიციას.
1977 წელს გაიხსნა საბჭოთა პერიოდის ამსახველი ექსპოზიცია,
1978 წელს მოეწყო ისტორიის რევოლუციამდელი პერიოდის ამსახველი გამოფენა.შეიქმნა ისტორიის რევოლუციამდელი და საბჭოთა პერიოდების განყოფილებები: არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ხელოვნების, ხელნაწერების და ნუმიზმატიკის.
მუზეუმი წლების მანძილზე, ნაყოფიერად ეწეოდა სამეცნირერო-კვლევით, შეგროვებით, კულტურულ- საგანმანათლებულო მუშაობას, შეგროვდა მრავალი მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლი, სხვადასხვა კოლექციები, ხელნაწერები, არქეოლოგიური მასალა.
1983 წელს გაიხსნა გურიანთის მემორიალური მუზეუმი, ასახავდა სოფლის ისტორიას, გურიანთის ნეოლითურ პერიოდს , ვაშნარის ნაქალაქარის მასალებს. ამჟამად მუზეუმი დროებით დაკეტილია.
1989 წელს, სალხინოს არგეოლოგიური ბაზიდან, მუზეუმს გადმოეცა, ურეკ- წვერმაღალას 1974-1978 წლებში მოპოვებული ადრეული რკინისა და გვიანი ბრინჯაოს ხანის მასლები, ამ მასალების გადმოცემაში დიდი წვლილი მიუძღვის მუზეუმის მაშინდელ დირექტორს აწ განსვენებულ ენვერ გიგუაძეს.
1990 წლის 30 მაისს გაიხსნა სრულყოფილი ექსპოზიცია. აღნიშნულმა ექსპოზიციამ იარსება მხოლოდ 10 თვე, რადგან 1991 წლის აპრილში რაიონული ხელმძრვანელობის გადაწყვეტილებით, მუზეუმმა შეიცვალა ადგილმდებარეობა. ოზურგეთის რაიონში ახლი ეპარქიის გახსნასთან დაკავშირებით აუცილებელი გახდა დიმიტრი გურიელის ყოფილი სასახლიდან რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გადატანა და მისი განთავსება მე-18-ე არმიის საბრძოლოდიდების მუზეუმში, რომელსაც შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ეროვნული მოძრაობის მუზეუმი, მას გადაეცა აღნიშნული შენობის მარცხენა ფლიგელი, მარჯვენა ნაწილი, საექსპოზიციო დარბაზებისა და სათავსოებით გადაეცა მხარეთცოდნეობის მუზეუმს.
მაგრამ, სულ ცოტა ხანში მოხდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმისა და უკვე ეროვნული მუზეუმად წოდებული მე- 18 არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმის შეერთება.
1997 წლის 26 მაისს გაერთიანებული მუზეუმთა ბაზაზე გაიხსნა ახალი განახლებული ექსპოზიცია.
2002 წლის მაისშში მუზეუმმა შეწყვიტა დამთვალიერებელთა მიღება, რადგან შენობის სახურავიდან ჩამონადენმა წყალმა დააზიანა საგამოფენო დარბაზებში არსებული ექსპონატები.
2004 წლის ივნისში მუზეუმში შეიცვალა ხელმძღვანელობა, მუზეუმის დირექტორად დაინიშნა ისტორიკოსი გოგა ტრაპაიძე.
რაიონული გამგეობის მიერ გამოყოფილმა კომისიამ და მუზეუმის მუშა ჯგუფმა დიდი შრომა გასწია და მოახდინა მუზეუმის ფონდებში არსებული ექსპონატების აღწერა-ინვენტარიზაცია.
მართალია, 2002 წლის მაისიდან მუზეუმმა შეწყვიტა დამთვალიერებელთა მიღება, მაგრამ მუშაობა არ შეუჩერებია. იგი ნაყოფიერად წარმართავდა შეგროვებით-სამეცნიერო-კვლევით და კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობას.
2006 წლის დეკემბერში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „ოზურგეთის სამაზრო ქალაქად გამოცხადების 160 წლისთავი. ჩვენთვის სიურპრიზი იყო ამ კონფერენციაზე პროფესორ იური სიხარულიძის დასწრება და კონფერენციაში მისი მონაწილეობა, ბატონი იური იმ ხანად ჩოხატაურში ბრძანდებოდა და გაიგო თუ არა ეს ამბავი ჩვენთან ჩამოვიდა ამ დღიდან დაიწყო მისი მეგობრობა ჩვენს მუზეუმთან და სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია , იგი უშურველად გვეხმარებოდა ნებისმიერი საკითხის გაშუქებაში.
2008 წლის 24 ივლისს მუზეუმისა და საქართველო-ბრიტანეთის ფიჭვნარის ერთობლივ ექსპედიციასან ერთად ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია.დაიბეჭდა მუშაობის გეგმა და მოხსენებათა თეზისები.მონაწილეობა მიიღეს: მაიკლ ვიკერსმა ოქსფორის უნივერსიტეტის პროფესორი, ამირან კახიძე, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი, პროფესორი, ნინელი ვაშაკიძე ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის წამყვანი სპეციალისტი, დოცენტი, იური სიხარულიძე პოფესორ, გოგა ტრაპაიძე, მანანა ლომაძემ, თამარ შილაკაძემ და სხვ.

2009 წლის30 ივლისს ჩატარდა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ისტორიული მუზეუმისა და საქართველო-ბრიტანეთის ფიჭვნარის ერთობლივ ექსპედიციასთნ ერად. დაიბეჭდა მუშაობის გეგმა და თეზისები.მონაწილეობა მიიღეს: მაიკლ ვიკერსმა{ბრიტანეთი), ამირან კახიძემ, ნინელი ვასაკიძემ, იური სიხარულიძემ, სოკრატ ალუქვაძემ, გიზო ჭელიძემ, თამარ შილაკაძემ, გოგა ტრაპაიძემ, მანანა ლომაძემ. და სხვებმა.
2009 წელს, სოფელ დვაბზუში, შალვა რადიანის სახლმუზეუმის ბაზაზე, გაიხსნა ოზურგეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი (ისტორიული მუზეუმის ფილიალი).
2010 წლის 24 ნოემბერს სოფელ ლიხაურში, მაშინდელი გამგებლის თამაზ სალუქვაძის ინიციატივისა და ზაზა სიორიძის ფინანსური დახმარებთ , გახსნა ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმი (ისტორიული მუზეუმის ფილიალი).
2015 წელს სოფელ ცხემლისხიდში გიორგი სალუქვაძის ყოფილ საცხოვრებელ სახლში გაიხსნა, გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმი (ისტორიული მუძეუმი ფილიალი).
მუზეუმისათვის მნიშვნელოვან შენაძენად უნდა ჩაითვალოს, 1980 წელს, ოზურგეთის ყოფილი მაღაროთა სამმართველოს ზეინკლის გიორგი კალანდარიშვილის მიერ სეფა- წვერმაღალას დიუნაზე, სილის კარიერზე, მაგნეტიტის დამუშავების დროს, 1947- 1957 წლებში შემთხვევით ნაპოვნი ბრინჯაოს კოლექციები.
1988 წელს დაბა ლაითურში, მე-7-ე მიკრორაიონში, მოქალაქე გალინა ჟარკოვას საბოსტნე ნაკვეთში ნაპოვნი იქნა თიხის ქილაში ჩაფლული,ბრინჯაოს ნივთების განძი, რომლის შემადგენლობაში იყო ბრინჯაოს ცულები, წალდები, სეგმენტები თოხები და სხვა. აღნიშნული განძისმიკვლევაში დიდი დახმარება გაგვიწია ლაითურელმა კამო ვარდანიანმა.
2001 წელს ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს შეეცვალა სახელი და ეწოდა ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი.
2003-2010 წლებში, სოფელ გურიანთის, ციხისფერდის უბანში ვახტანგ კვრღელიძის საკარმიდამო ნაკვეთში შემთხვევით აღმოჩენილი იქნა ნეოლითური (ახალი ქვის ) ხანის ქვისა და კაჟის იარაღები, თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები და სხვა.
2009 წელს ოზურგეთის ნეოლითური ხანის ძეგლს იკვლევდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ მეშველიანი და ჰარვარდის უნივერსიტეტის დოქტორანტი ზინობი მაცკევიჩი (გათხრები მიმდინარეობდა ანასეულის და გურიანთის ნეოლითური ხანის ძეგლებზე).
2011 წელს , გურიანთის,ციხისფერდის უბანში ლ. კვერღელიძის საკარმიდამო ნაკვეთში ნეოლითური ხანის ძეგლს იკვლევდა ბათუმის არქეოლოგიის მუზეუმის ექსპედიცია, მეცნიერ-თანამშრომელი დოქტორი გურამ ჩხატარაშვილი, რომელმაც მეცნიერულად დამუშავებული მასალები გადმოსცა მუზეუმს.
2011 წლის ოქტომბერში შესაძლებელი გახდა მივიწყებილი საქალაქო დღესასწაულის „ალეგრობის“გაცოცხლება, ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ინიციატივით, მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ძალისხმევით და ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის დირქტორის ბატონ ვასო ჩიგოგიძის უშუალო დახმარებით..
2009 წლის ნოემბერში რაიონის პროკურატურის ინიციატივითა და მუზეუმის თანამშრომელთა ჩართულობით გურიანთის საავტომობილო ტრასაზე დაიდგა საინფორმაციო აბრა.ღონისძიებაში მონაწილე გურიანთისა და N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ღია ცის ქვეს ჩაუტარდათ საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი ვაშნარის ნაქალაქარზე.
ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის 80 წლისთავთან დაკავშირებით2016 წელს ქალაქ ოზურგეთის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით გამოიცა წიგნი: „ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი 80 წლისაა“.
2019 წელს რაიონის ხელმძღვანელობის მხარდაჭერითა დამუნიციპალური ფონდის დახმარებით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა მუზეუმს.
2020 წელს მუზეუმის თანამშრომლები გადავიდა ახალგარემონტებულ სამუშაო ოთახებში.
2019 წლის 27 ივლისიდან 4 აგვისტომდე მუზეუმს სტუმრობდა არქეოლოგი, პროფესორი, ჯონი აფაქიძე-გერმანიის არქეოლოგის ინსტიტუტის მეციერ-თანამშრომელი, რომელიც იკვლევდა საქართველოს მუზეუმებში დაცული „ ბრინჯაოსა და ადრე რკინის კოლხური კულტურის განძებს დასავლეთ და ცენტრალურ კავკასიაში“ კვლევის შედეგები გამოიცემა გერმანიაში, რომელშიც მოხვდება ჩვენს მუზეუმში დაცული აღნიშნული პერიოდის მასალები.
2023 წლის იანვრიდან სამუზეუმო გაერთიანების დირექტორი გახდა ლანა ქავთარაძე.რომელმაც მუზეუმის ცნობადობისა და პოპულარიზაციის გაზრდის მიზნით მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა. მისი სლოგანია- „მოდი მუზეუმში , მუზეუმი შენი სივრცეა-რეალურად ყოველდღიურობის ნაწილი გადხა. მისი ინიციატივით გაკეთდა ვიტრინა, დროებითი გამოფენებისათვის, სადაც მონაცვლეობით ხდება ფონდში დასული ექსპონატების თემატურად გმოფენა.
მუზეუმის სამეცნიერო კვლევითი მუშაობა, მთლიანად დაკავშირებულია მის ძირითად პროფილთან, რომლის მიზანია, გურიის მდიდარი ისტორიული წარსულის შესწავლა, სისტემატიური სამეცნიერო კვლევითი- მუშაობისა და გურიაში არქეოლოგიური ექსპედიციების ( ძირითადად გურიის მუდმივ მოქმედი ექსპედიცია, ხელმძღვანელი პროფესორი ვაჟა სადრაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ თანამშრომრელი, დოქტორი თენგიზ მეშველიანი) ჩატარების შედეგად მუზეუმში დაგროვდა ძვირფასი უნიკალური ექსპონატები.
მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლთა მიერ დამუშავდა მრავალი სამეცნიერო შრომა, მათ შორის: გურიის ქვის ხანის ძეგლები, , მივიწყებული დღესასწაული- „ალეგრობა“, ოზურგეთის „ საპარასკევო“, „ნაგომრობა“, „შობა კალანდის რიტუალები“, „გურული კარ-მიდამო“, „კერამიკის წარმოება გურიაში“,“ მარანი და მარნიის ატრიბუტები“, „კოლხური თეთრი სამონეტო ცივილიზაციის უძველესი კერა საქარველოში“, „ნეოლითური ნამოსახლარები ოზურგეთში“. „გურიის ახალი დიდგორი“. „ძველი ოზურგეთიი და მისი უბნები“. „გურიის „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები“, „ოზურგეთელი მხატვრები-ლადო მალაზონია, გერონტი ღლონტი“.
განხორციელდა სხვადასხვა საგანმანათლებოლო პროექტები და პროგრამები:“იცოდე შენ, გააცანი სხვას“, „პირველი ევროპული სალონი გურიაში“ ფილმები ისტორიისათვის. ისტორიული ფილმების ჩვენება და განხილვა ისტორიულ გარემოში.შემოქმედებით ჯგუფთან შეიქმნა ვიდეო რგოლები, რომლითაც საზოგადოებას ინფორაცია მიეწოდება ახალ გამოფენებზე, სხვადასსხვა თემებზე და ექსპონატებზე იმ მიზნით, რომ დამთვალიერებელთა მოტივაცია გაიზარდოს მუზეუმში ვიზიტრების რიცხვი გამრავლდეს.
მუზეუმის სივრცე ხშირად ეთმობა სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს პრეზენტაციებისათვის, ტარდება გაკვეთილები არაფორმალურ სივრცეში.
გასულ წელს დაიწყო მუშაობა კვლევაზე ოზურგეთის ქუჩების ისტორიები, ამ თემაზე ჩატარდა კონკურსი ოზურგეთის საჯარო და სასულერო სკოლების მონაწილეობით გამოვლინდა გამარჯვებულები, მუშაობა ახლაც გრძელდება, ვფიქრობთ წლისბოლოსათვის გამოვცეთ წიგნი „ქალაქ ოზურგეთის ქუჩების ისტორია“.
2024 წელს ოზურგეთის ისტორილი მუზეუმის და მისი დირექტორის ქალბატონ ლანა ქავთარაძისდახმარებით გამოვეცით წიგნი „ძველი ოზურგეთი და მისი უბნები“, ეს იყო ერთგვარი კვლევა-ძიებაოზურგეთის მივიწყებული უბნების ისტორიების წარმოჩენისა.
მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში დაცულია მრავალი ისტორიული თარიღის ამსხველი, ფოტო, ნივთიერი თუ დოკუმენტური მასალა , რომელშიც უნიკალურია ვახტანგ მე-6-ის სამართ,ლის წიგნი“, ოფიციალური დოკუმენტები, მწერალ ალექსანდრე ყაზბეგის ავადმყოფობის შესახებ, ყმათა გაყიდვის აქტები, სიგელები ოზურგეთის სტამბაში 1891 წელს დაბეჭდილი „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
მუზეუმის ხელნაწერთა ფონდით სარგებლობს,როგორც მოსწავლე-ახალგაზრდობა,ასევე გურიის იტორიითდაინტერესებული საერო და სასულიერო პირები. არსებობს ხელნაწერთა ფონდით სარგებლობის აღრიცხვის ჟურნალი. სისტემატიურად ხდება საარქივო მასალაზე მუშაობა და საინტერესო მასალები ქვეყნდება პერიოდულ პრესაში.
ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი თავისი პროფილით კულტურულ-საგანმანათლებო დაწესებულებაა. იგი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული კუთხის-გურიის მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების სახელმწიფო საცავს წარმოადგენს. ყოველწლიურად იზრდება მისი ფონდები ახალ-ახალი ექსპონატებით.
მუზეუმში შექმნილი არქეოლოგია-ნუმიზმატიკის, ეთნოგრაფიის, ფოტო ხელოვნების, ხწელნაწერების განყოფლებები იკვლევენ სხვადასხვა მეცნიერულ პრობლებებს. მეცნიერ_ თანამშრომლები იგივე მკლევარები მონაწილეობენ არქეოლოგიურ ექსპედიციებსა და სამეცნიერო კონფერეციებში მათ შორის საერთაშორისო კონფერენციებში ( 2025წლის 19- 20 სექტემბერს მუზეუმის ფონდების მთავარმა მცველმა მანანა ლომაძემ მონაწილეობა მიიღო საეთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში-შავიძღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე.რომელიც გაიმართა ბათუმის სახელმწიფო უნივესიტეტში.
შეიქმნა საფონდო შემსყიდველი კომისია, რომელიც აწარმოებს კერძო პირებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაგიებისაგან კოლექციებისა და ცალკეული ნივთების შეძენას.
მუზეუმთან არსებობს ბიბლიოთეკა.
მუზეუმის, როგორც სამეცნიერო კვლევითი და კულტურულ- საგანმანათლებლო დაწესეულების უმთავრესი მიზანია განახოციელოს,ისტორიისა და მატერიალური კულტურის ძეგლების, ხელოვნების ნიუშების, არქეოლოგიური მონაპოვრების და სხვა ფასეულობების შეკრება-აღრიცხვა, პასპორტიზაცია. ამ საქმეს ღირსეულად უძღვებიან მუზეუმის მეცნიერ თანამშრომლები.
სამუზეუმო რქსპონატების- საუკუნეების წინანადელი ნივთებისაგან შეიძლება უდიდესი ენერგია მიიღო, გააჩნია როგორ მოგაწოდებენ ამას. წლების მანძილზე მუზეუმის თანამშრომლები ძალღონეს არ იშურებს, რათა მუზეუმი საკვირველ ნივთთა განძთსაცავიდან გადააქციონ საზოგადოების თავშეყრის საყვარელ ადგილად.
მანანა ლომაძე
ოზურგეთის სამუშეუმო გაერთიანების ფონდების
მთავარი მცველი
გაზეთი „ალიონი“, #7, 1 აპრილი, 2026 წ.
მსგავსი სტატიები
- 84
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანებაში, დღეს, მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი ღონისძიება ,,პირველი ევროპული სალონი გურიაში“ გაიმართა, რომელშიც ქ. ოზურგეთის #1,2, წმინდა ნინოს სასულიერო, სალოტბარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. წარმოდგენილი იყო მუსიკალური ნომრები. ღონისძიებას მუზეუმების გაერთიანების დირექტორი ლანა ქავთარაძე უძღვებოდა. ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, მოადგილეები, საკრებულოს წევრები, საზოგადოების სახვა წარმომადგენლები დაესწრნენ.… - 83
,, ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი“ გრ. რობაქიძე მე-19 საუკუნის საქართველოს ისტორიაში ნათელ ფურცლებს წარმოადგენს ინგლისელი ქართველოლოგების და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების ცხოვრების ის წლები , რომლებიც მათ შესწირეს საქართველოს, ქართველი ხალხისმრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესწავლას, ინგლისურენოვანი სამყაროსთვის მისი რაც შეიძლება უკეთ გაცნობის კეთილშობილურ მიზანს. და ძმა უორდროპები საქართველოს 1894 წლის… - 83
1953 წლის 29 მაისს ახალი ზელანდიელი სერ ედმუნდ ჰილარი და ნეპალელი შერპა თენცინგ ნორგეი გახდნენ პირველი მთამსვლელები, რომლებმაც წარმატებით დაიპყრეს ევერესტი, მსოფლიოს ყველაზე მაღალი მთა (8,848.86 მეტრი). მათი მიღწევა კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ მონუმენტად იქცა და დღემდე ადამიანის შეუპოვრობის ტრიუმფს განასახიერებს. ევერესტის მწვერვალზე ასვლა არ იყო მხოლოდ ფიზიკური შრომის შედეგი, ეს… - 83
ფერცვალობას ყოველთვის ბახმაროზე ვიყავით. წინა საღამოს ბაბუა ამოგვაკითხავდა, მორჩილი, ხის, თავდაჭედილი ყუთით სასელა და თავრეჯულა მსხალს, გულა პამიდორს, ხორკლიან, ფორჩხის კიტრებს, კორკიმელს და ოტურს ამოგვიტანდა. 19 -ში დილიდან აივსებოდა, აჟრიამულდებოდა ბახმარო, დოღი ბახვისწყლის ჭალაში ნაშუადღევს გაიმართებოდა. ვაკიჯვრის და უჩხუბის მხარეს ფერდებზე აჭარლები შეეფინებოდენ. ზორტიყელელი და ჩანდრეკილელი დოსტები რომლებიც მთელი ბახმაროობა… - 80
ვფიქრობ არამარტო ხელოვნების სასახლის, არამედ ჩვენი ქვეყნის კულტურის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. საქართველოს კუთვნილება გახდა ექვსი მსოფლიო მნიშვნელობის ხელნაწერი. მათ შორისაა: საფრანგეთის სახელოვანი იმპერატორის ნაპოლეონ I-ის თორმეტსტრიქონიანი შესანიშნავი წერილი, თავად „ფრანგთა იმპერტორის“ კალიგრაფიითა და ხელმოწერით დამშვენებული! ასევე: ნეაპოლის მეფის, ნაპოლეონის სიძისა და მარშლის იოაჰიმ მიურატის კალიგრაფიით შესრულებული საყურადღებო წერილი და…