ღია წერილი
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს
უკრაინის პრეზიდენტისგან
როდესაც თქვენ 26 წელზე მეტი ხნის წინ სათავეში ჩაუდექით რუსეთს, უკრაინაში ბევრი თქვენ მიმართ პოზიტიურად იყო განწყობილი. ასე იყო. ეს უკვე წარსულს ჩაბარდა.
ახლა უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა პოზიტიურად აღიქვამს იმას, რომ ჩვენი შორსმსროლელი დრონები „ესტუმრნენ“ თქვენი ფორუმის გახსნას პეტერბურგში და გადალახეს 1000 კილომეტრზე მეტი მანძილი. როგორც თქვენ კარგად იცით, ეს მანძილი არ არის ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი.
თქვენი მმართველობის 26-მა წელმა სრულიად შეცვალა დღის წესრიგი უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობებში. სავაჭრო ბრუნვისა და სხვა სამოქალაქო საკითხების განხილვიდან, ჩვენი ხალხები გადავიდნენ ექსკლუზიურად დარტყმებისა და დანაკარგების თემატიკაზე.
რუსეთში თქვენი 26-წლიანი მმართველობის თითქმის ნახევარი უკრაინის წინააღმდეგ ომში გაატარეთ.
რაც არ უნდა ისაუბროთ ნატოზე, გეოპოლიტიკასა და რუსულ ენაზე, ეს ომი თქვენი პირადი არჩევანია – ომი ყოველგვარი რეალური მიზეზის გარეშე. სწორედ ასე დაიმახსოვრებს ამას ისტორია.
ეს დრო სრულიად სხვანაირად შეიძლებოდა წარმართულიყო.
ჩვენ ხშირად გვესმის, რომ ომი თქვენ გაწყობთ. რა თქმა უნდა, არა იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხება თქვენი რეზიდენციის უსაფრთხოებას ვალდაიზე ან აღლუმს მოსკოვში. თქვენი საკუთარი სიცოცხლე თქვენთვის ძვირფასია.
მაგრამ ახლა ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ ეს, როგორც იქნა, აღარ აწყობთ თავად რუსებს – ის, რომ ომს რუსეთისთვის სულ უფრო მეტი ნეგატივი მოაქვს.
მათ არ მოსწონთ ჩვენი დრონები და რაკეტები.
მათ არ მოსწონთ ბენზინის დეფიციტი და ფასების მუდმივი ზრდა.
მათ არ მოსწონთ მუდმივი აკრძალვები.
მათ არ მოსწონთ თქვენი განზრახვა, მოაწყოთ მობილიზაციის მეორე ტალღა, რათა გააფართოოთ ომი უკრაინაში სხვა მიმართულებით ან მიმართოთ რუსეთის კიდევ რომელიმე სხვა მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ.
მათ არ მოსწონთ, რომ თქვენს ომს ბოლო არ უჩანს.
დიახ, თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ აიძულოთ რუსები, ასე იარსებონ.
მაგრამ თქვენი რესურსები საგრძნობლად მცირდება.
თქვენ არ გეყოფათ ფული და პოლიტიკური ძალა იმისათვის, რომ მომავალშიც იყიდოთ რუსების ლოიალობა, როგორც ამას 26 წლის განმავლობაში აკეთებდით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ამაზე იზრუნოს და ეს პროცესი დააჩქაროს.
როგორც თავადვე ამბობთ, „ყველაფერი გადასათვლელია“.
გუშინ მივიღე მოხსენება მაისში უკრაინის ფრონტზე თქვენი არმიის დანაკარგების შესახებ. ეს კვლავ 30 ათასზე მეტი მოკლული და მძიმედ დაჭრილი რუსი ჯარისკაცია. ჩვენ სწორედ ასეთ მაჩვენებელს ვინარჩუნებთ ყოველთვიურად და თქვენი თითოეული დანაკარგის შესახებ გვაქვს ვიდეოდადასტურება – ეს არ არის ლიტონი სიტყვები.
ჩვენ ვიცით, რომ ფრონტზე თქვენს დანაკარგებში 63 პროცენტი მოკლულია და მხოლოდ 37 პროცენტია დაჭრილი. XXI საუკუნეში არმიებს არ შეუძლიათ თავს ასეთი თანაფარდობის უფლება მისცენ. სამომავლოდ მოკლულთა წილი კიდევ უფრო გაიზრდება.
არა იმიტომ, რომ ჩვენ უკრაინაში ვწუხვართ რუსებზე. ყოველივე იმის შემდეგ, რაც უკრაინას თქვენმა ომმა მოუტანა, ეს გამორიცხულია.
მაგრამ მე ვზრუნავ უკრაინელებზე.
ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ადამიანებს და თითოეული ჩვენი დანაკარგი გვტკივა. და მაშინაც კი, როდესაც უკრაინელების დანაკარგების თანაფარდობა არის ერთი ხუთთან ან ერთი ექვსთან რუსების დანაკარგებთან შედარებით, ამას მაინც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის.
როგორც მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ თქვენ უკვე რეგულარულად, რამდენიმე თვეში ერთხელ, გადაწევთ ხოლმე ჩვენი რეგიონების, უპირველეს ყოვლისა დონეცკის ოლქის, აღების საბოლოო ვადებს. თქვენ მას ვერც ამ წელს დაიკავებთ.
მაგრამ ჩვენ უკრაინაში არ გვსურს მუდმივი ომი. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ომის გარეშე განუზომლად უკეთესია. ჩვენ გვინდა მშვიდობის მიღწევა.
დარწმუნებული ვარ, რომ რუსების უმრავლესობაც მზად არის ამაზე პოზიტიური პასუხი გასცეს და თქვენ ეს იცით.
ბევრს არ სჯეროდა, რომ უკრაინა თავდაცვაში ამდენ ხანს გაძლებდა.
თქვენ არ გჯეროდათ. და მათაც, ვინც რჩევას გაძლევდათ, ასევე არ სჯეროდათ. ეს შეცდომა იყო.
თქვენ არ ელოდით სრულმასშტაბიან წინააღმდეგობას უკრაინისგან და არ პროგნოზირებდით, რომ ყველაფერი ასე შორს წავიდოდა. მაგრამ ჩვენ ყველანი აქ ვართ – სრულმასშტაბიანი შეტაკების მეხუთე წელს.
ნუ გეშინიათ ომიდან გამოსვლის – ეს არის მთავარი, რაც ახლა თქვენგან მოითხოვება.
უკრაინა ინარჩუნებს დამოუკიდებლობას. და შეინარჩუნებს კიდეც, ნებისმიერი სხვა პროგნოზის მიუხედავად.
ჩვენ ბევრი გავაერთიანეთ მსოფლიოში უკრაინის დასაცავად და თქვენს წინააღმდეგ. ჩვენ მოვიძიეთ იარაღი და ფინანსები.
ჩვენ ვიღებთ მხარდაჭერას, თქვენ – სანქციებს. და ეს ასე გაგრძელდება მანამ, სანამ არ მიიღწევა სამართლიანობა უკრაინისთვის, რასაც ჩვენ ვითხოვთ და რაც აუცილებლად შესრულდება.
ჩვენ არ მივცემთ წარმატების მიღწევის საშუალებას მათ, ვინც ცდილობს დაგარწმუნოთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები საგრძნობლად შესუსტდება და უკრაინის მხარდაჭერა შემცირდება, თუკი თქვენს პოზიციაში არსებითი ცვლილებები არ მოხდება. ორბანის მაგალითი მკაფიოდ აჩვენებს, თუ როგორი სირცხვილით ასრულებენ ისინი, ვინც ირჩევს დაეხმაროს რუსეთს ჩვენს წინააღმდეგ ომში.
უკრაინამ გამოიარა მძიმე ზამთრები, როდესაც თქვენ ცდილობდით ჩვენი ენერგეტიკის განადგურებას. ჩვენ გავუძელით და სიბნელეშიც კი შენარჩუნდა უკრაინელების სიმტკიცე.
ჩვენ გადავიტანეთ ომი თქვენს ტერიტორიაზე და თქვენ ვერ გაუმკლავდებოდით ამას ჩრდილოეთ კორეის დახმარების გარეშე. თქვენ ხართ რუსეთის პირველი მმართველი, რომელიც იძულებული გახდა დახმარებისთვის ფხენიანისთვის მიემართა.
და დღეს თქვენ სრულად ხართ დამოკიდებული ჩინეთზე – ესეც პირველად ხდება რუსეთის ისტორიაში.
თქვენ იმედოვნებდით, რომ უკრაინელებს არ ეყოფოდათ ძალა საკუთარი თავის დასაცავად, მაგრამ ახლა ჩვენი ბიჭები ეხმარებიან თავდაცვის სისტემების აშენებაში ჩვენს პარტნიორებს ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში.
თქვენ იმედოვნებდით შიდა არეულობაზე უკრაინაში, თუმცა თქვენს წინააღმდეგ აჯანყდნენ თქვენივე სამხედრო ფორმირებები. 23 ივნისს იქნება ამ მოვლენის მორიგი წლისთავი და ამ თემის მიჩუმება ისტორიიდან ამ ფაქტს ვერ წაშლის.
და სწორედ ახლა თქვენ გიყურებენ აშკარა დაღლილობით თქვენივე მთავრობის წევრები, ბიზნესმენები და პროპაგანდისტები. სამყარო ამას ხედავს.
მსოფლიოს არ დაღლილა უკრაინისგან, რისი იმედიც დიდხანს გქონდათ. აი, რუსეთისგან კი დაიღალნენ გლობალურ სამყაროში ისინიც კი, ვინც გეხმარებათ სანქციებისთვის გვერდის ავლასა და ეკონომიკის ჩაძირვისგან გადარჩენაში.
თქვენ არ შეგიძლიათ ეს არ შეამჩნიოთ. 26 წლის შემდეგ სიბერე თავისას გაიტანს. რაც დრო გავა, მით უფრო გაიზრდება დაღლილობა თქვენგანაც.
ჩვენ ვნახეთ დაზვერვის დოკუმენტები, რომ თქვენ ახლა განიხილავთ ომის გეგმებს კიდევ 2027 და 2028 წლებისთვისაც. ასევე ჩვენ ვიცით, თქვენ იმედოვნებთ, რომ ბალისტიკური რაკეტები გააკეთებს თქვენთვის იმას, რაც ვერ შეძლო ყველაფერმა დანარჩენმა. თქვენ გსურთ ომში კიდევ უფრო მეტად ჩაითრიოთ ბელარუსი, და ახლა ჩვენ იძულებულნი ვართ მოვემზადოთ ამისთვისაც. ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენ რაღაც პარტიას ათამაშებთ დნესტრისპირეთთან. თქვენი პროპაგანდისტები ასე თუ ისე ემუქრებიან რუსეთის ყველა მეზობელს. ნამდვილად გსურთ ამ ყველაფრის გავლა?
არჩევანი ახლა თქვენზეა.
კმარა ომი.
უკრაინა გთავაზობთ ამ ომის დასრულებას.
საჭიროა ამის გაკეთება პატიოსნად, ღირსეულად და იმის გარანტირებით, რომ არ მოხდება კონფლიქტის ხელახალი გაჩაღება.
ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მთელ თავის ყურადღებას უთმობს ირანის საკითხს, და არასწორია უბრალოდ ლოდინი, როდის მოუწევს მათი ყურადღების რიგი ევროპაში არსებულ ომს.
უკრაინა გთავაზობთ ომის დასრულებას ჩვენსა და თქვენს შორის ორმხრივ ფორმატში.
მე გთავაზობთ შეხვედრას.
ყველამ გაიგონა, როგორ ამბობდნენ თქვენი წარმომადგენლები ღიმილით, რომ მე თითქოს შემიძლია ჩამოვიდე მოსკოვში. მაგრამ ასეთი 26 წლის შემდეგ, უკრაინის ლიდერს თქვენს დედაქალაქში, ისევე როგორც რუსეთის ლიდერს კიევში, გასაკეთებელი არაფერი აქვს.
არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად მასპინძლობენ ლიდერებს ომისა და მშვიდობის საკითხების გადასაჭრელად. შვეიცარია, თურქეთი, არაბული სამყაროს ქვეყნები – ბევრს შეუძლია და სურს ამ შეხვედრის ორგანიზება.
სწორედ ლიდერები წყვეტენ საკვანძო საკითხებს – ასე იყო და ასე იქნება ყოველთვის.
მე გთავაზობთ შეხვედრის კონკრეტული თარიღის განსაზღვრას.
ჩვენ გვსმენია, რომ ალასკაზე შეგპირდნენ უკრაინასა და ევროპასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხების გადაჭრას. თუმცა ხედავთ, რომ უკრაინული და ევროპული საკითხები არ წყდება ანკორიჯში.
ჩვენს შორის დაწყებულ ორმხრივ ფორმატს შეუძლიათ შეუერთდნენ სხვა განსაზღვრული მონაწილეებიც.
ვინაიდან ომი მიმდინარეობს ევროპაში, და ჩვენ უკრაინაში გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, და თქვენც გსურთ საკუთარი თავისთვის უსაფრთხოების გარანტიები, ლოგიკურად გამოიყურება იმათი მონაწილეობა, ვისაც რეალურად შეუძლია გამოვიდეს გარანტორად.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროპის მონაწილეობა აუცილებელია – იმათი, ვისაც ნამდვილად აქვს უნარი, გავლენა მოახდინოს სიტუაციაზე.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უნდა იყოს პროცესში, და ეს არის ის, რამაც შეიძლება განსაზღვროს უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის კონფიგურაცია მსოფლიოს ჩვენს ნაწილში.
ჩვენ უკვე გვქონდა რუსეთთან მრავალი ხელშეკრულებისა და მინსკის შეთანხმებების გამოცდილება, რომლებმაც არ იმუშავა. ამიტომ, საჭიროა ვიპოვოთ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ორმხრივი პასუხები არსებულ კითხვებზე და არ დავემალოთ რთულ თემებს რაიმე ფორმულირებების, ტექნიკური ჯგუფების მიღმა ან შუამავლების დიპლომატიაში დროის კარგვით.
თქვენი ომით თქვენ სამუდამოდ გაავლეთ ზღვარი უკრაინასა და რუსეთს შორის.
ფრონტის ხაზი ახლა არის ხაზი, საიდანაც უნდა დაიწყოს დიპლომატია.
უკრაინა მზად არის სრულად შეწყვიტოს ცეცხლი იმ პერიოდით, როდესაც მოლაპარაკებები იწარმოებს. და ეს არის სტანდარტული პრაქტიკა, რომელსაც ახლა ირანის გარშემო არსებული გარემოებებიც ადასტურებს. რეალური სიმშვიდის დამყარების მცდელობა საუკეთესო სტარტია ერთმანეთთან დიალოგის დასაწყებად. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს იქნება არა უბრალოდ მცდელობა, არამედ ცეცხლის რეალური შეწყვეტა, თუკი თქვენ ეს გენდომებათ.
თქვენ იცით, რომ ფრონტის ხაზის გასწვრივ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი შეუძლია უზრუნველყოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.
უკრაინა მზად არის სამხედრო ტყვეების გაცვლისთვის პრინციპით „ყველა ყველაზე“, და ეს შეიძლება გახდეს კარგი პროლოგი ომის დასასრულისთვის.
საჭიროა სერიოზული ნაბიჯების გადადგმა ომის განმავლობაში იძულებით გაყვანილი სამოქალაქო პირებისა და ბავშვების დასაბრუნებლად.
საჭიროა განისაზღვროს, როგორი იქნება მომავალი უკრაინელებისა და რუსების მომდევნო თაობებისთვის.
თუ თქვენ პირადად თქვენს ფიქრებში არ მიხვალთ იმ დასკვნამდე, რომ ამ ომის დასრულების დროა, უკრაინა გააგრძელებს ბრძოლას თავისი არსებობისთვის. ჩვენ ყოველთვის გვეყოლებიან ისინი, ვინც მხარს დაგვიჭერს.
მაგრამ თქვენც მოგიწევთ გაცილებით მეტი ბრძოლა საკუთარი არსებობისთვის – არა რუსეთის, არამედ თქვენი პირადი გადარჩენისთვის. და ეს არ არის მუქარა ჩემგან ან უკრაინისგან. ეს რუსეთის ისტორიის ფაქტებია, რომლებიც თქვენ კარგად იცით: როდესაც რუსეთი იღლება, იქ ყოველთვის ხდება ცვლილებები.
ჩვენ შეგვიძლია მიზანმიმართულად ვიმუშაოთ ამ დაღლილობის გამოსაწვევად.
მაგრამ თქვენ შეგიძლიათ თავადვე გააჩეროთ თქვენი ომი.
მარადიული ხსოვნა ყველას, ვისი სიცოცხლეც ამ ომმა იმსხვერპლა.
დიდება უკრაინას!
სიახლეების ზოლის პოსტები
უკრაინა ომის დასრულების წინადადებით გამოდის: უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართა.

მსგავსი სტატიები
- 90
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ სოლიდარობას უცხადებს ირანელ ხალხს და აცხადებს, რომ მისი ქვეყანა არა მათ, არამედ რეჟიმს ებრძვის. „მაქვს გზავნილი ირანელი მამაცი ხალხისთვის: ჩვენ თქვენ არ გებრძვით. ჩვენ ვებრძვით სასტიკ დიქტატურას, რომელიც 46 წლის განმავლობაში გჩაგრავთ“, _ განაცხადა ნეთანიაჰუმ ვიდეო მიმართვაში. მისი თქმით, სჯერა, რომ ირანელი ხალხის გათავისუფლების დღე ახლოსაა.… - 83შშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მესამე მსოფლიო ომი არც ისე შორს არის, მაგრამ მისი პრეზიდენტობის დროს ეს არ მოხდება. CNN-ის ინფორმაციით, მაიამიში, მომავალი საინვესტიციო ინიციატივების ინსტიტუტის სამიტზე ტრამპმა ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტებზე ისაუბრა. „სწრაფად ვმოქმედებ მთელ მსოფლიოში ომების დასასრულებლად, კონფლიქტების მოსაგვარებლად და პლანეტაზე მშვიდობის აღსადგენად _ მე მინდა…
- 83უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ტერიტორიების საკითხი ყველაზე რთული იქნება. „ყველაზე რთული ტერიტორიების საკითხი იქნება. ვგრძნობ ამას, ჩვენ ეს გვესმის. ეს გამოწვევა იქნება ჩვენთვის და ჩვენ მაქსიმალურად დავიცავთ უკრაინას ამ საკითხებში, მაგრამ ეს ძალიან გაგვიჭირდება. პრეზიდენტ ტრამპს ესმის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ტერიტორიებად იურიდიულად არ ვაღიარებთ.…
- 80
პირდაპირ ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ ერთი კვირის განმავლობაში კიევისა და სხვადასხვა ქალაქისთვის არ ესროლა , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ტრამპის განცხადებით, პუტინი დათანხმდა, რაც „ძალიან კარგია“. „პირდაპირ ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ ერთი კვირის განმავლობაში კიევისა და სხვადასხვა ქალაქისთვის არ ესროლა, ის დათანხმდა ამას. და, უნდა გითხრათ,… - 77
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ირანი დარტყმებს განაგრძობს, შეერთებული შტატები მას ძალიან ძლიერად უპასუხებს. „ირანმა განაცხადა, რომ ისინი დღეს ძალიან ძლიერ დარტყმას განახორციელებენ, ისე ძლიერს, როგორც არასდროს. თუმცა, უმჯობესია ეს არ გააკეთონ, რადგან თუ ასე მოიქცევიან, ჩვენ მათ ისეთი ძალით დავარტყამთ, როგორიც აქამდე არასდროს უნახავთ!“, _ დაწერა ტრამპმა სოციალურ…