სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების ბიულეტენების დათვლა დაასრულა. 2005-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი დაიკავა მმართველმა პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტი“, რომელმაც ხმების 49.81%-ი მიიღო.
მეორე ადგილზე გავიდა პარტიების ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ ხმების 23.29%-ით. მესამე ადგილზეა პარტიების ბლოკი „სომხეთი“ – 9.94%-ით, მეოთხე ადგილზე გავიდა პარტია „აყვავებული სომხეთი“ – 4.00%-ით, მეხუთე ადგილზე გავიდა პარტია „ერთობის ფრთების“ პარტია 2.30%-ით.
მათივე ინფორმაციით, ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდება: „სამოქალაქო „კონტრაქტი – 61 ადგილი, „ძლიერი სომხეთის“ ბლოკი – 28 ადგილი, „სომხეთის“ ბლოკი – 11 ადგილი, პარტია „აყვავებული სომხეთს“ – 5 ადგილი.
ოთხი უდიდესი ეროვნული უმცირესობისთვის გამოყოფილი ოთხი ადგილიდან სამი „სამოქალაქო კონტრაქტის“ პარტიას, ხოლო ერთი „ძლიერი სომხეთის“ ბლოკს ერგო.
მსგავსი სტატიები
- 72
- 68
მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 100%-ის დათვლის შედეგად მაია სანდუს პარტიამ გაიმარჯვა, - ინფორმაციას მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების 100%-ის დათვლის შედეგად, 2025 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ“ ხმათა 50.20% დააგროვა და ახალ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. მეორე ადგილზე 24.18%-ით „პატრიოტული ბლოკი“ გავიდა,… - 65
სომხეთში ჩატარებული არჩევნების ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლები პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ ჩაატარა • ფაშინიანის პარტია – 56,7% • კარაპეტიანის პარტია – 17,5% არჩევნების ოფიციალური შედეგები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 58.9% შეადგინა, კერძოდ, არჩევნებში მონაწილეობა 1 476 597-მა ამომრჩეველმა მიიღო. - 63
სომხეთში საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები დაიხურა და შედეგების დათვლის პროცესი დაიწყება. 21:00 საათზე ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა აქტივობის საბოლოო მაჩვენებელს გამოაქვეყნებს. მედიის ცნობით, შუაღამისას შედეგების გამოქვეყნება დაიწყება. სომხეთის საპარლამენტო არჩევნებს ადგილობრივ და საერთაშორისო მედიასთან ერთად აშუქებს "პალიტრანიუსის" ჯგუფი. ერევნის დროით 17:00 საათის მონაცემებით,… - 62
საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 047 ხელმძღვანელი პირი/წევრი აირჩიეს. 193 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა ხელახალი კონკურსი. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევა კანონმდებლობის შესაბამისად, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით წარმართა, დაინტერესებული მხარეები მაინც შეეცადნენ პროცესის დისკრედიტაციას.…
