ბოლო პერიოდში გურიაში ჰიდროელექტროსადგურების თემა კვლავ აქტიური განხილვის საგნად იქცა. რეგიონში ახალი პროექტების დაგეგმვასა და მშენებლობის დაწყებას თან ახლავს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის წუხილი, ისე პოლიტიკური ჯგუფების განცხადებები და საპროტესტო გამოსვლები. სად გადის ზღვარი ემოციურ ნარატივსა და რეალურ არგუმენტებს შორის და როგორ უნდა წარიმართოს პროცესი ისე, რომ რეგიონის ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული? ამ აქტუალურ თემაზე გამოცდილების გაზიარება ვთხოვეთ რეგიონში უკვე მოქმედი კომპანიის „პარვუს ჯგუფის“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისა (CSR) და კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელს ეკატერინე ნონიაშვილს:
– ბოლო დროს რეგიონში განახლებულმა პროტესტმა და დისკუსიამ აჩვენა, რომ მოსახლეობას ენერგეტიკული პროექტების მიმართ ბევრი კითხვა და შიში აქვს. თქვენი აზრით, რატომ ხდება ასე და როგორ უნდა უპასუხოს ბიზნესმა ამ გამოწვევას?
– ნებისმიერი ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის გარშემო არსებული კითხვები სრულიად ბუნებრივია. ადგილობრივი მოსახლეობის წუხილი გარემოზე, უსაფრთხოებასა თუ საკუთარ მომავალზე აბსოლუტურად ლეგიტიმურია და ამას ყველა ინვესტორი უდიდესი პატივისცემით უნდა მოეკიდოს. პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც რეალური, საინჟინრო და ეკოლოგიური არგუმენტების ჩანაცვლება ხდება პოლიტიკური სპეკულაციებით, რაც საზოგადოებაში უსაფუძვლო შიშებ სთესავს.
ჩვენი პოზიცია ურყევია: ჰესები უნდა აშენდეს, რადგან ენერგოდამოუკიდებლობა ქვეყნის უსაფრთხოების საფუძველია, თუმცა ისინი უნდა აშენდეს პასუხისმგებლიანად და ადგილობრივი თემის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით. თანამედროვე სამყაროში პროექტის წარმატება მხოლოდ გამომუშავებული კილოვატებით აღარ იზომება – ის იზომება იმ კონკრეტული სიკეთით, რაც რეგიონმა და მისი თითოეულმა მცხოვრებმა უნდა მიიღოს. მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება ჩვენი სტრატეგიის ქვაკუთხედია. ჩვენ არ ვგეგმავთ პროექტებს კაბინეტებში; ჩვენ მივდივართ თითოეულ ოჯახში, ვუსმენთ მათ საჭიროებებს და ამის შემდეგ ვადგენთ სამოქმედო გეგმას.
რას გულისხმობს ეს პასუხისმგებლობა პრაქტიკაში, როდესაც საქმე უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვით სტანდარტებს ეხება? ხომ არ არის ეს მხოლოდ ზოგადი დეკლარაცია?
– ნამდვილად არ არის. როდესაც ევროპულ სტანდარტზე ვსაუბრობთ, ამას ზურგს უზარმაზარი რესურსი და კონკრეტული პარტნიორები უმაგრებს.ჩვენს შემთხვევაში, კომპანია ევროპელ ექსპერტებთან ერთად იწყებს ნებისმიერ პროექტს, გარემოს შესწავლიდან ყველა შემდგომ ეტაპზე. „პარვუს ჯგუფის“ ბოლო მიმდინარე მშენებლობა გურიაში, „ბასრაჰესების“ პროექტი წამყვანი იტალიური საპროექტო კომპანიის- FROSIONEXT-ის მიერ არის მომზადებული, რაც თავისთავად გულისხმობს ეკოლოგიური და საინჟინროუსაფრთხოების უმკაცრეს ევროპულ ჩარჩოს.
რაც შეეხება ტექნოლოგიურ აღჭურვილობას, პროექტისთვის შერჩეულია უმაღლესი კლასის ტურბინა-გენერატორები, რომლებიც ჩეხეთიდან ჩამოგვაქვს. ამ დროისთვის ჩვენს ობიექტზე ჩეხი სპეციალისტებისა და ინჟინრების ჯგუფი იმყოფება. ისინი დეტალურ ექსპერტიზას უტარებენ უკვე შესრულებულ სამუშაოებს, აფასებენ თითოეულ ეტაპს და თავად ჩაერთვებიან დანადგარების სამონტაჟო სამუშაოებში. მსგავსი მაღალი დონის საერთაშორისო ზედამხედველობა იმის გარანტიაა, რომ ობიექტი სრულ თავსებადობაში იქნება ევროპულ სტანდარტთან და ადგილობრივ ეკოსისტემასთან.
თქვენ ახსენეთ თემის ინტერესები და მოსახლეობის საჭიროებები. გურიაში ხშირად ისმის კითხვა – „რა რჩება რეგიონს?“კონკრეტულად რა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება კომპანიის მხრიდან?
-ინვესტორი რეგიონში არ უნდა მივიდეს როგორც „უცხო სხეული“, ის უნდა გახდეს თემის ნაწილი და მუდმივ პარტნიორობაში იყოს მასთან. ჩვენიმიზანია, რომ „პარვუს ჯგუფის“ ყოფნამ რეგიონში თითოეული ოჯახის ყოველდღიურობა უკეთესობისკენ შეცვალოს. ამისთვის ჩვენ შევიმუშავეთ გრძელვადიანი, მიზნობრივი სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) სტრატეგია, რომელიც რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიმართულებას მოიცავს:
სკოლებისა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება, პროფესიული ტრენინგები და გადამზადება: ჩვენგვჯერა, რომ რეგიონის მომავალი ძლიერ ახალგაზრდობაზე დგას. სწორედ ამიტომ, ჩავატარეთ ცნობიერების ასამაღლებებლი ტრენინგები სკოლის მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის, გარემოს დაცვის და განახლებადი ენერგიების კუთხით. უკვე გადამზადდა 100-ზე მეტი ადგილობრივი მოსწავლე და ახალგაზრდა.იმისთვის, რომ ახალგაზრდებს თვალსაჩინოდ დაენახათ, თუ როგორ მუშაობს თანამედროვე ევროპული სტანდარტების მწვანე ენერგეტიკა, ჩვენ ადგილობრივი სკოლების მოსწავლეებისთვის მოვაწყვეთ სპეციალური შემეცნებითი ტურები. მათ უშუალოდ დაათვალიერეს სამშენებლო ობიექტი, შეხვდნენ ჩვენს ინჟინრებს და პირადად მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. ამგვარი ღიაობა ანგრევს ყოველგვარ მითსა და უსაფუძვლო შიშს.
კომპანიის დაფინანსებით ჩატარდა სარემონტო სამუშაოები თემში სკოლების ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად.
იმისათვის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ეფექტურად დასაქმდეს როგორც ჩვენს პროექტებში, ისე ზოგადად შრომის ბაზარზე, ჩვენ ვაფინანსებთ და ვაორგანიზებთ სპეციალურ პროფესიულ ტრენინგებს. ადგილობრივები გადიან გადამზადების კურსებს სხვადასხვა ტექნიკური და საინჟინრო მიმართულებით, რაც მათ აძლევს საშუალებას, მიიღონ საერთაშორისო დონის კვალიფიკაცია და სტაბილური, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები.
უმნიშვნელოვანესია, რომ არცერთი ოჯახი არ დარჩეს ყურადღების მიღმა. კომპანიის მიერ შემუშავებულია სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი და მარტოხელა მშობლების ოჯახების დახმარება.
ადგილობრივი თემისთვის უმნიშვნელოვანესია ტრადიციებისა და სულიერი ღირებულებების შენარჩუნება. მოსახლეობის თხოვნისა და ინტერესების გათვალისწინებით, „პარვუს ჯგუფის“ უშუალო ფინანსური მხარდაჭერითა და ჩართულობით თემში ძველი ნასაყდრალის ადგილას აშენდა ახალი ეკლესია. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ იმ ფასეულობებს, რაც ადგილობრივი თემისთვის ძვირფასია.
მშენებლობის პროცესშიც და შემდგომ, ექსპლუატაციის ეტაპზეც, პრიორიტეტი ადგილობრივი კადრების დასაქმებაა. ამას დაემატება ჰესების ექსპლოატაციაში შესვლის შემდგომ ადგილობრივ ბიუჯეტში შესული გადასახადები, რაც მუნიციპალიტეტს აძლევს საშუალებას, დააფინანსოს მეტი შიდა პროექტი – მათ შორის გზების, წყალმომარაგებისა და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად.
ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს გზა ღიად და გამჭვირვალედ. არ გავურბივართ კრიტიკას და კითხვებს, პირიქით – მზად ვართ ღია, არგუმენტირებული დიალოგისთვის ყველასთან, ვისაც გურიის განვითარება გულწრფელად ადარდებს.მწვანე ენერგეტიკამ რეგიონს ახალი შესაძლებლობები უნდა მოუტანოს და ამას მხოლოდ საუკეთესო ევროპული პრაქტიკის ადაადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობის სინთეზით მივაღწევთ.
დაფინანსებული ფართი
მსგავსი სტატიები
- 100
„ბახვი ჰესმა“ მთისპირის თემში მაცხოვრებენ შშმ პირებსა და მარტოხელა მოხუცებს სურსათი და საჭირო მედიკამენტები ჩაუტანა. ასეთი სულ 25 ოჯახია. ასევე „ბახვი ჰესი“ გზების გაწმენდის პროცესში სტიქიის პირველივე დღიდან ჩაერთო მძიმე ტექნიკით და გაწმინდა მთისპირის ცენტრალური გზა, ასევე სოფლები უკანავა და ვანისქედი. „ბახვი ჰესის“მოხალისეები სოფელ მთისპირში აქციას დღესაც აგრძელებენ. … - 100
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი პირების მშობლებისთვის და ასევე, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდებისთვის სპეციალური თერაპიული პროგრამის მეორე ეტაპი დასრულდა და 2025 წლის მაისიდან მესამე ეტაპი იწყება. პროექტის „ვისწავლოთ, ვიმუშავოთ, ვიმოქმედოთ ერთად” დასკვნითი ღონისძიება ჩოხატაურში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც პროექტის ინიციატორებმა და ორგანიზატორებმა შეაჯამეს გასული წლის საქმიანობა და მესამე ეტაპის… - 97ინტერვიუ -ბახვი ჰესის შრომისა და უსაფრთხოების ხელმძღვანელთან, მიხეილ ნატროშვილთან _ ბატონო მიხეილ, ზამთარი ახლოვდება და გაგვიზიარეთ, რა სამუშაოებს ატარებს კომპანიის შრომისა და უსაფრთხოების სამსახური ცივი თვეების დროს სამუშაოების სწორად და უსაფრთხოდ საწარმოებლად? _ დიდი მადლობა ინტერესისთვის, არის რიგი მოსამზადებელი სამუშაოებისა, რომელიც უნდა განახორციელოს კომპანიამ ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად. პირველ რიგში…
- 97
„ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ - ასე ჰქვია ჯილდოს, რომელიც ბახვი ჰესის პროექტმა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს კორპორაციული მდგრადობის კონკურსის ფარგლებში მიიღო. საერთაშორისო ჟიურიმ კომპანიას ჯილდო SDG (მდგრადი განვითარების მიზანი) მე-16 მიზანი _ „მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები“აღსრულებაში მიანიჭა. ბახვი ჰესის პროექტის ფარგლებში 2021 წლის 5 აგვისტოს დაფუძნებული მრჩეველთა საბჭო, მისი… - 97
30.20.2025 პიერ ბიდერმანი - გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, ფრანგული საკონსულტაციო კომპანიის Alpage SARL -ის დამფუძნებელი და მთავარი ექსპერტი ბახვი ჰესის ინიციატივით მომზადდა ვიდეო ინტერვიუების სერია პიერ ბიდერმანთან, რომელიც გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების საერთაშორისო ექსპერტია. 2021 – 2022 წლებში ის, როგორც დამოუკიდებელი, მოწვეული ექსპერტი, აწარმოებდა ბახვი ჰესის…