2021 წლის 26 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ კონფერენცია „ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის პლატფორმა 2021“ გაიმართა.
კონფერენციაზე განიხილეს დეცენტრალიზაცია, ადგილობრივი თვითმმართველობა და გამოწვევები, ასევე, საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდა კარგი პრაქტიკის გაზიარება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, საკრებულოს წარმომადგნელებთან ერთად.
დავით დარჩიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა ჩართულობის ინსტრუმენტებზე ისაუბრა, რომელიც წარმატებით დაინერგა ადგილობრივ თვითმმართველობაში.
ღონისძიებაში მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩის მრჩეველმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ.
კონფერენცია ჩატარდა საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით, ორგანიზაციების „პოლონეთის სოლიდარობის ფონდი საქართველოში“ (SFPL in GEO) და „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის“ ინიციატივითა და ორგანიზებებით.
პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის მიერ.
მსგავსი სტატიები
- 73დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 69საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 65ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, ბიუსტი. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი; ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი და სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება გაიმართა; ცენტრალური სტადიონზე ჩატარდა სპორტული აქტივობები: დოღი, მკლავჭიდი, მხატვრული ტანვარჯიში, ბაგირის გადაძალვა და რაგბის საჩვენებელი თამაში. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და სიგელები…
- 60გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…