დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საჯარო განცხადება გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ნინო ჭანიშვილმა:
_„საპარლამენტო უმრავლეობის ლიდერის და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბატონი ირაკლი კობახიძის სტრასბურგში უმაღლესი დონის შეხვედრების შემდეგ, ევროპის საბჭომ გააკეთა უმნიშვნელოვანესი განცხადება და უპირობოდ აღიარა საქართველოს ევროპული მომავალი, აღინიშნა, რომ პირველ ადგილზე ვართ ყველა ფუნდამენტური კრიტერიუმით.
საქართველო მნიშვნელოვნად, მთელი 12 ქულით უსწრებს მოლდოვას და თითქმის ყველა საკვანძო პარამეტრით უსწრებს უკრაინას.
ეს არის პოზიტიური სიგნალი ევროკავშირისგან!
თუ 2023 წლის ბოლოს ობიექტური მიდგომები და შეფასებები იქნება, საქართველომ კანდიდატის სტატუსი აუცილებლად უნდა მიიღოს. ამის დასტურია საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მილოცვა (ვციტირებ): „მინდა მივულოცო საქრთველოს მთავრობასა და საქართველოს სახელმწიფო სამსახურს ევროკომისიის ძალზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება“.
ალბათ ყველასთვის ცხადია, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ქვეყანაა საქართველო ევროკავშირისთვის და ზოგადად, დასავლეთისთვის (ერთ-ერთი სასიცოცხლო არტერიაც კი). სწორედ აქედან გამომდინარე, მსოფლიომ დაინახა, რომ გვაქვს მნიშვნელოვანი ფუნქციაც და გვაქვს ეროვნული ღირსებაც.
დიდ ოჯახში, რომლის წევრიც უნდა გახდეს ჩვენი სამშობლო, ადასტურებენ, რომ კარგი შეფასება გვაქვს, ხოლო ნაციონალები ამბობენ ამის მიუხედავად, დამატებით რაღაცები უნდა გააკეთოთ, რომ სტატუსი მივიღოთ (თითქოს, სხვა ქვეყანაზე იყოს საუბარი).
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რადიკალური ოპოზიციის მიზანი არა კანდიდატის სტატუსის მინიჭება, არამედ არ მინიჭებაა, რათა, ამასთან დაკავშირებით, ქვეყანაში აჟიოტაჟი შექმნან.
მინდა შეგახსენოთ, რომ იმ 12 პუნქტის შესრულებაზე, რომელიც ევროკავშირმა ჩვენს ქვეყანას კანდიდატობის სტატუსის მიღების წინაპირობად წამოუყენა, რადიკალურ ოპოზიციას არც ერთი დღე არ უმუშავია. მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან: ოპოზიციას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება კონკრეტული პიროვნების, ქველმოქედი ბიძინა ივანიშვილისათვის სურდათ, მაგრამ როგორც კი აღმოაჩინეს, რომ ამ კანონის მიღება მართლაც ოლიგარქ კეზერაშვილს და მსგავს პირებს შეზღუდავს, უკან დაიხიეს.
რადიკალური ოპოზიციის გამოხატული სურვილია კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს საქართველომ. ამის საპირისპიროდ სურთ ომი და რევოლუცია, მაგრამ ხალხთან ერთად გადავლახავთ, არ მივცემთ დესტაბილიზაციის საშუალებას, არ გავანადგურებინებთ ჩვენს ქვეყანას და შედეგიც აუცილებლად დადგება!“_განაცხადა ნინო ჭანიშვილმა.
მსგავსი სტატიები
- 83საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 83"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 76დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 7428 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…
- 72საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…