დღეს თამამად შეიძლება ითქვას,რომ ქ,ლანჩხუთში ჩატარებული დიდი საჭადრაკო ღონისძიება- საერთაშორისო ტურნირი- “ნოე ჟორდანიას თასი-2023”, გურიის სპორტულ-კულტურულ ცხოვრებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, თუნდაც ისტორიული მოვლენა იყო. სადაო არაა,რომ ლანჩხუთის საკავშირო.თუ საერთაშორისო ცნობადობას ერთის მხრივ განაპირობებდა ფეხბურთი და მეორეს მხრივ,ის რომ დამოუკიდებელი საქართველოს ექვსი პრეზიდენტიდან ორი აქაური იყო. ეხლა ისე გამოვიდა,რომ ერთის სახელი ფეხბურთის აღმავლობას უკავშირდება , ხოლო მეორესი ჭადრაკს.
ტურნირის ჩატარების იდეა მაშინ დაიბადა, როცა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მეთაურის, ნოე ჟორდანიას შვილი, მხცოვანი რეჯებ ჯორდანია საფრანგეთიდან ლანჩხუთში, თავის ისტორიულ სამშობლოში სტუმრად ჩამოვიდა. ტურნირი პირველად მუნიციპალურ დონეზე ტარდებოდა, ხოლო გასულ წელს მან მასშტაბური, ღია ტურნირის ხასიათი მიიღო. ტურნირის მაღალ დონეზე ორგანიზებამ , მიზანშეწონილი გახადა, მას რესპუბლიკური და საერთაშორისო ტურნირის სტატუსი მიეღო. ნამდვილად მისასალმებელია და მისაბაძი ლანჩხუთის მუნიციპალური .ხელმძღვანელობის და უშუალოდ მერის, ალექსანდრე სარიშვილის დამოკიდებულება, ადგილობრივი ახალგაზრდობის ჭადრაკით დაინტერესების საქმეში და შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებაში. მათი ინიციატივით და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით, ნოე ჟორდანიას თასის გათამაშება 2023 წელს რესპუბლიკურ კალენდარში საერთაშორისო ღონისძიების სტატუსით შევიდა., რითაც ქვეყნის საჭადრაკო რუკაზე ლანჩხუთი განსაკუთრებულ საჭადრაკო ქალაქად მოინიშნა.
14-19 მარტს ქალაქმა 250-მდე მოჭადრაკის ჩათვლით, 300-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა. ტურნირში ქართველ მოჭადრაკეებთან ერთად მონაწწილეობდნენ უკრაინის, საფრანგეთის და ყაზახეთის წარმომადგენლები.
თავიდანვე უნდა ითქვას ტურნირის მაღალ ორგანიზებულობაზე,რაზეც სტუმრები პირველი დღიდანვე აღნიშნავდნენ. სათამაშო სივრცე, ინვენტარი და აქსესუარები, მხატვრული გაფორმება და თემატური თვალსაჩინოება, მსაჯთა კოლეგიის მაღალი კვალიფიციურობა. კვების ორგანიზება, სტუმრების განთავსება, წესრიგი და ა. შ. ორგანიზატორები ტურნირის დაგეგმისას თვლიდნენ,რომ მონაწილეთა რაოდენობა 150-მდე მოჭადრაკის ფარგლებში იქნებოდა, თუმცა სოლიდურმა საპრიზო ფონდმა (14 ათასი ლარი), ღონისძიების მასშტაბი მნიშვნელოვნად გაზარდა. ერთი სიტყვით ტურნირი მართლაც სანიმუშოდ იყო ორგანიზებული. ღონისძიების სპორტულ შინაარსზეც რომ არა ვთქვათ რამე , იგი იმითაც იყო მნიშვნელოვანი,რომ ცნობილი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მეთაურის, ნოე ჟორდანიას სახელის დაფასება ასეთი მასშტაბური ღონისძიებით, არა თუ გურიაში,არამედ საქართველოშიც არ აღნიშნულა.
დიდ მადლობას და მაღალ შეფასებას იმსახურებს ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტი და მისი ხელმძღვანელი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ქალბატონი ეკატერინე გუჯაბიძე, რომელმაც მამა-შვილ, აიპ საჭადრაკო კლუბი „ლანჩხუთის“ პრეზიდენტ თენგიზ ხუხუნაშვილთან და სპორტული ცენტრის მთავარ მწვრთნელ ადამ ხუხუნაიშვილთან ერთად კოლოსალური შრომა გასწიეს ღონისძიების დაგეგმვა-განხორციელებაში. თენგიზი კი, ცალკე შექებასაც იმსახურებს. ახალგაზრდა კაცმა რაღაც ორ წელიწადში მნიშვნელოვნად დაატყო ხელი მუნიციპალიტეტში ჭადრაკის აღმავლობის საქმეს, რაც კარგად დაინახა ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ და მისასალმებელია,რომ გვერდზეც დაუდგა.
ღონისძიებამ ქვეყნის საუკეთესო მოჭადრაკეებს მოუყარა თავი: საერთაშორისო და ფიდეს ოსტატები, მსოფლიოს და ევროპის პრიზიორები, რესპუბლიკური და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები და პრიზიორები და სხვა რეიტინგული მოჭადრაკეები. ტურნირის დებულებით საუკეთესო მოჭადრაკეების გამოვლენა 12 ნომინაციაში იყო განსაზღვრული. იგი მოიცავდა, როგორც 8,10,12,14 და 16 წლამდე გოგონებისა და ჭაბუკების ასაკობრივ კატეგორიებს, ისე ღია A ტურნირს, ქალთა და სენიორთა შორის ნომინაციების ჩათვლით.
ტურნირში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი იყო წარმოდგენილი, ხოლო მასში გურიის რეგიონიდან სამივე მუნიციპალიტეტის 50-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა.თავიდანვე ავღნიშნავთ, რომ გურიის წარმომადგენლებმა ორი ოქრო და ორი ვერცხლი აიღეს, ამასთან 20-ზე მეტმა მოჭადრაკემ საშუალოზე მაღალი შედეგი აჩვენა, რაც ესოდენ ძლიერ მოჭადრაკეთა კონკურეციაში უდავოდ მაღალი შედეგია. აღსანიშნავია,რომ ოთხივე მედალი ლანჩხუთელების ანგარიშზეა. 8 წლამდე ასაკში საბა ებრალიძემ 7-დან 6 ქულით,ერთპიროვნულად დაიკავა პირველი ადგილი. მეორე ოქრო, კი ლილე ფირცხალაიშვილმა 14 წლამდე გოგონებს შორის აიღო. ქალთა შორის ვერცხლის მედალი მოიპოვა ქრისტინე მჟავიამ. ეს ის ქრისტინეა, რომელსაც ჯერ კიდევ სასკოლო ასაკში ოთხჯერ აქვს მოგებული ვაჟთა შორის გურიის ჩემპიონატი. იგი, ფიდეს ოსტატია და მაღალი რეიტინგით (2020!) დღემდე შედის საქართველოს ქალთა საუკეთესოთა შორის. სამი მცირეწლოვანი შვილის დედა საჭადრაკო ასპარეზობებში ადვილად ვერ ერთვება, მაგრამ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ მშობლიურ ლანჩხუთში თამაშს გვერდი ვერ აუარა და სასიხარულოა,რომ სერიოზულ შედეგსაც მიაღწია. მეორე ვერცხლის მედალი გურულებს, 77 წლის ნუგზარ გვარჯალაძემ სენიორთა(50+) შეჯიბრებაში მიღწეული შედეგით შესძინა. 1995 წლიდან დღემდე ჩატარებულ გურიის ჩემპიონატებში (სულ 27) ამ, ლეგენდად ქცეულ მოჭადრაკეს სამჯერ აქვს მოპოვებული რეგიონის ჩემპიონობა, 4-ჯერ ვიცე-ჩემპიონობა და 7-ჯერ მესამე ადგილი.
გურიის წარმომადგენლებიდან ტურნირში დადებითი ( ქულების 50% და მეტი) შედეგი აჩვენეს.
ღია A ვაჟთა: ნუგზარ გვარჯალაძე (ლანჩხუთი)-4,5, გივი ქორიძე -4, ლუკა ქორიძე -3,5( ორივე ჩოხატაური)- ტარიელ ხუხუნაიშვილი(ლანჩხუთი)-3,5
ღია A ქალთა: ქრისტინე მჟავია(ლანჩხუთი,ახალციხე)-4, ლანა ლომაძე (ოზურგეთი)-4.
8 წლამდე ჭაბუკები: საბა ებრალიძე(ლანჩხუთი)-6, ლაზარე ჩხარტიშვილი(ოზურგეთი)-5, საბა კეინაშვილი(ლანჩხუთი)-4,ლუკა წულაძე (ლანჩხუთი)-4
8 წლამდე გოგონები: ანასტასია ებრალიძე (ლანჩხუთი)-4.5.მარიამ გოგუაძე (ოზურგეთი)-4
10 წლამდე გოგონები: სარა ცომაია, ნინი ებრალიძე (ორივე ლანჩხუთი)-3,5-3.5.
10 წლამდე ჭაბუკები: ნიკოლოზ ჟორდანია (ლანჩხუთი)-4,5, გაბრიელ მჟავია-4, გაბრიელ ბარამიძე-4, (ორივე ოზურგეთი)
12 წლამდე გოგონები: თებეა გორდელაძე-4, ანასტასია ხინთიბიძე (ორივე ოზურგეთი),კვირკველია ანასტასია(ლანჩხუთი) 3,5-3,5;
12 წლამდე ჭაბუკები: დემეტრე გოგიტიძე4,5, ნიკოლოზ ბარამიძე-4, სანდრო გოგუაძე-4, ალექსანდრე სირბილაშვილი -4 (ყველა ოზურგეთი);
14 წლამდე გოგონები: ლილე ფირცხალაიშვილი (ლანჩხუთი)-4
16 წლამდე ჭაბუკები: ლუკა მახარაძე (ოზურგეთი)-3,5, ზურაბ დავითულიანი (ჩოხატაური); მიხეილ აფხაზავა (ლანჩხუთი),
ღია A სენიორები: ნუგზარ გვარჯალაძე, ტარიელ ხუხუნაიშვილი (ორივე ლანჩხუთი)..
ტურნირი ხალხმრავლ, საზეიმო ვითარებაში დაიხურა. ღონისძიების დახურვაში მონაწილეობას ღებულობდა გურიის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ურუშაძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ალექსანდრე სარიშვილის მეთაურობით. წარმატებული მოჭადრაკეები დაჯილდოვდა შესაბამისი მედლებით, სიგელებით, თასებით, ფულადი პრიზებით,სუვენირებით და ფასიანი საჩუქრებით.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს, დახურვის ცერემონიალზე, ქალთა შორის მესამე ადგილზე გასული, უკრაინელი 13 წლის ხერსონელი გოგონას, პოლინა მიხაილეცის დაჯილდოება. როგორც ადგილობრივმა, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მრავლად ჩამოსულმა სტუმრებმა განსაკუთრებული სითბოთი და ოვაციით გამოხატეს მისი წარმატება. „ ბევრი კარგი გამიგია საქართველოს და ქართველების შესახებ, მაგრამ დღეს დავრწმუნდი,რომ გამორჩეულად ადამიანური და ღვთიური ხალხი ხართ. ეს დღე ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, მადლობის გამოხატვაც მიჭირს“ -ვერ მალავდა აღფრთოვანებას პოლინას მშობლები.
(ცნობისათვის: საქართველოში ლტოლვილად მყოფი 13 წლის პოლინა ოსტატობის კანდიდატია. მას მოპოვებული მოპოვებული აქვს ხერსონის ოლქის ჩემპიონობა 12 და 14 წლამდე ასაკთა შორის და შედის უკრაინის პერსპექტულ მოჭადრაკეთა კატეგორიაში. ამჟამად მას შეფობას უწევს საჭადრაკო კლუბი“ნტნ“ ( ხელმძღ.ნანა ალექსანდრია).
გურიის მხარის გუბერნატორმა გიორგი ურუშუძემ, ტურნირის დახურვის შემაჯამებელ სიტყვაში დიდი მადლობა გადაუხადა რა ტურნირის მონაწილეებს, მწვრთნელებს და გულშემატკივრებს, აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში ჭადრაკი,როგორც მდიდარი ტრადიციების მქონე სპორტის სახეობა, კვლავ რჩება სახელმწიფოებრივი ზრუნვის საგნად და მისი განვითარებისათვის მომავალშიც ბევრი რამ გაკეთდება.
ზურაბ ანდღულაძე.
გურიის ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე

მსგავსი სტატიები

  • 87
    ანზორ მაჩიტაძის ხსოვნის ტურნირზე გურულების წარმატებასამტრედიაში დასრულდა რესპულიკური საჭადრაკო,ტურნირი,რომელიც ტრადიციულად ყოველ წელს იმართება და ჭადრაკის ცნობილი მწვრთნელ-მასწავლებლის, ანზორ მაჩიტიძის ხსოვნას ეძღვნება. წელს მასში 190-მოჭადრაკე იყო ჩართული, რომლებიც ქვეყნის 15-მდე მუნიციპალიტეტს და ქალაქს წარმოადგენდა. ტურნირში გურიიდან 20 მოჭადრაკე მონაწილეობდა, რომელთა შორის უმეტესობა ლანჩხუთის საჭადრაკო სკოლის აღსაზრდელები ( მწვრთნელები ადამ და ტარიელ ხუხუნაიშვილები) იყვნენ, ხოლო ოზურგეთი სამი…
  • 87
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 82
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 82
    თენგიზ თოიძე _ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის აბსოლუტური ჩემპიონი.დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 14 და 16 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის, რომელიც 16-18 აპრილს ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში ჩატარდა. 15 მონაწილეს შორის ჩართული იყო ის მოჭადრაკებიც, რომლებიც ასაკობრივ კატეგორიებში, მუნიციპალიტეტის 2022 წლის ჩემპიონები და პრიზიორები გახდნენ. პრაქტიკულად ჩემპიონატმა აბსოლუტური პირველობის სახე მიიღო და მისი მიმდინარეობის და დაფიქსირებული შედეგების მიმართ ინტერესი ბევრად მაღალი…
  • 81
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…