დღეს, ქ. ოზურგეთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე,  ყოფილი პოლიგრაფიული გაერთიანების შენობის წინ,  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა ბოძს შეასკდა, რის შედეგად ქალი გარდაიცვალა, ხოლო ავტომანქანაში მყოფი 10 და 12 წლის მოზარდები მძიმედ დაშავდნენ. მოზარდები „მედალფას“ კლინიკაში მოათავსეს.

როგორც კლინიკა „მედალფას“ დირექტორმა დავით მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, გოგონას ქალა-ფუძის მოტეხილობა აღენიშნება და მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ხოლო ბიჭს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აქვს. ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მათ შესაბამისი პროფილის კლინიკაში გადაიყვანენ.

საქართველოს შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 60
    ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდაეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა   დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“…
  • 56
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 52
    ოზურგეთი-ჩოხატაურის გზაზე ავტოასაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპაჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სამების ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა და ორი მძიმედ დაშავდა.დაღუპულთა შორის ერთი სამართალდამცავია_ გიორგი ხაჯიბეგოვი სოფელ ვან ზომლეთიდან. ასევე დაღუპულია გოგა მეფარიშვილი (სოფელი გორა), თომა ჟღენტი. შემთხვევა დღეს მოხდა. 2 დაშავებული, ჩოხატაურში ჯანმრთელობის სახლ „გურიაშია“ გადაყვანილი. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
  • 50
    გომისმთის გზაზე ავტომანქანა ხრამში გადაიჩეხაშემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა. გომისმთიდან მომავალი ავტომობილი ხრამში გადაიჩეხა. სირთულის გამო სამაშველო სამსახურს საკმაო დრო დასჭირდა მათი ხრამიდან ამოსაყვანად. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა დაშავებულები ოზურგეთში „მედალფას“ კლინიკაში გადაიყვანა. როგორც „მედალფას“ მთავარმა ექიმმა დავით მდინარაძემ გვითხრა, 2 ახალგაზრდა მამაკაცი, ავარიაში მოჰყვა და   თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით იმყოფებიან  კლინიკაში. ისინი სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ღამის…
  • 49
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…