ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება ქართული ოცნების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს შორის ტრადიციად იქცა. თუკი მანამდე დაპირისპირება ძირითადად სხდომის დასაწყისში ხდებოდა, ამჯერად იგი  საკრებულოს სხდომის დასრულებამდე გაგრძელდა.  ამ დაპირისპირების გამო სხდომის დაწყება ნახევარი საათითაც კი  გადაიდო.

საკრებულოს სხდომის დაწყებამდე (დავით დარჩია სხდომის გახსნას აპირებდა) დარბაზში საკრებულოს დეპუტატი ქეთევან  ხომერიკი შემოვიდა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს თათია ნიკოლაშვილს სიცრუის ტირაჟირებაში დასდო ბრალი. საქმე წინა დღით თათია ნიკოლაიშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეო სიუჟეტებს ეხებოდა, სადაც იგი ოზურგეთის მერს სოფელ მაკვანეთში, გზის მშენებლობაზე  მილიონიანი ტენდერის  პირობების შეუსრულებლობაში ადანაშაულებდა.   _

„როცა ხალხის ფულს სად დახარჯავენ, ხალხს არ ეკითხებიან – თანხები მიდის იქ, სადაც მეტის „მოტეხვა“ შეუძლიათ მაღალჩინოსნებს“ _წერდა ნიკოლაშვილი.

_ შენ თანაგუნდელებს არცხვენ, შენ ხარ თავხედი და პოლიტიკურად ბეცი ადამიანი არ გიხარიათ, ქვეყანა რომ ვითარდება, თქვენი ქალაქი რომ ვითარდება, თქვენ ქვეყანა არ გიყვართ_მიმართა ქეთევან ხომერიკმა  ნიკოლაშვილს.

არც თათია ნიკოლაშვილი დარჩა ვალში.

_ თქვენი მერი  ფულს იპარავს, ხალხს გზას არ უგებს და პასუხს ჩვენ გვთხოვთ?

_ ქართულ-ჯიგრულ პონტში გასცემთ ტენდერებს. საქართველოს მთავრობამ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 5 070 000 ლარი გამოუყო, თქვენ კი  ემიგრაციიდან დაბრუნებულ დარეჯან კიკვაძეს, რომელსაც სახლი დაენგრა, არ გადაუხურეთ. ადამიანებს ტყუილით იმედებში ამყოფებთ. სოციალური პროექტებით თქვენს კოორდინატორებს აფინანსებთ , ზოგჯერ ოჯახიდან 2 პირსაც კი _ მიმართა მერის პირველ მოადგილეს გიორგი ღურჯუმელიძეს დეპუტატმა ბესო ქათამაძემ.

_აღიარებთ  თუ არა თათია ნიკოლაშვილს პარტიის თავმჯდომარედ? იცნობთ ოზურგეთის ბიუჯეტს, იცით კი მისი ოდენობა? ესწრებით კომისიის სხდომებს, სადაც განხილვები მიმდინარეობს? უფრო ინფორმირებული იქნებოდით.  ეს თქვენი არაკომპენტურობაა _ უპასუხა ნაცმოძრაობის დეპუტატების რეპლიკებს გიორგი ღურჯუმელიძემ.

_ რა ხდება ჩვენთან პარტიაში, შიდა პარტიული მდგომარეობა თქვენი საქმე არ არის _საპასუხო სიტყვა  დაუბრუნა ღურჯუმელიძეს ნიკოლაშვილმა.

_სახელმწიფომ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოთ თანხები გამოჰყო, ამის შესაბამისად შესყიდულია თუნუქი, სხვა მასალები და სტიქიიდან ყველა დაზარალებულს მიუტანებენ სახლში _განახადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა აროშიძემ.

შეკითხვები დაისვა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ საკრებულოს 2022 წლის #33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის განხილვისას.

ბიუჯეტი შემოსავლებისა და გადასახდელების ნაწილში 7 316 246 ლარით გაიზარდა, საიდანაც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად 5 070 000 ლარია გამოყოფილი.

გარდა ამისა საჯარო და სამრევლო სკოლების ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის გამოყოფილია 1 466 246 ლარი; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მხარდაჭერისათვის_530 000 ლარი; რაგბის განვითარების კავშირის მხარდაჭერისთვის _  50 00 ლარით; საფეხბურთო კლუბ „მერცხალის“  სუბსიდია _52 700 ლარით; შემცირდა  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება 17 000 ლარით და შესაბამისად გაიზარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სუბსიდია ასევე 17 000 ლარით და ა.შ.

_თქვენს ჩამონათვალში არ ჩანს სოციალური მიმართულებები, მე შეიძლება მიკერძოებული ვიყო ამ ციფრებში, მაგრამ თუკი ბინათმოსარგებლეთა ამხანაგობის მხარდაჭერა გაიზარდა 530 000 ლარით,  იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარებისთვის გამოყოფილი თანხა 17 ათასი ლარით შემცირდა, ხოლო  ამის შესაბამისად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სუბსიდია  მხოლოდ 17 ათასი ლარით გაიზარდა _ ეს შეკითხვა ნაცმოძრაობის დეპუტატმა ირინა თუთბერიძემ დასვა.

_ ბინათმოსარგებლეთა ამხანაგობებისადმი მხარდაჭერისათვის გამოყოფილი 530 000 ლარი არის კაპიტალური გრანტი და ამ თანხით 9 და 12 -სართულიან მრავალბინიან სახლებში სამგზავრო-სატვირთო ლიფტებს ვაკეთებთ. ეს მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ასეთი ბინების მაცხოვრებლებისათვის. რაც შეეხება შემცირება-გაზრდას ეს მოთხოვნის საჭირეობიდან ხდება. გარდა ამისა, პროექტის „იყავი თანამმართველი“ ფარგლებში 300 000 ლარია გათვალისწინებული და ქ. ოზურგეთში, იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე სკვერი მოეწყობა_განმარტა გიორგი ღურჯუმელიძემ.

კიდევ ერთი თემა, რომლის გამოც მწვავე პოლემიკა გაიმართა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის განსახორციელებელი ობიექტების მშენებლობის ტენდერში ორჯერ გაიმარჯვა შპს „ფემინოკონსტრაქშენ გრუპმა“.

პირველი ეს გახლავთ სოფელ მაკვანეთში (ბაღების უბანი) 2062 მეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაცია, (ღირებული 1437108 ლარი) და სოფელ მთისპირი-ბასილეთის 1178 მეტრი გზის რეაბილიტაცია (729 489 ლარი). ნაციონალი დეპუტატის თათია ნიკოლაშვილის კრიტიკული ვიდეოს სიუჟეტი სწორედ აქ დასახელებულ მაკვანეთის გზას ეხებოდა.

_სოფელ მაკვანეთში გზა არ იგება. ოზურგეთის მერმა გაარკვიოს ვისთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულება _აცხადებდნენ ნაციონალი დეპუტატები.

_ ეს ტენდერი თქვენი პარტიის წევრს შალვა თავდიშვილს აქვს მოგებული _იყო ერთ-ერთი დეპუტატის პასუხი.

_ შალვა თავდიშვილს ტენდერი არ მოუგია, ეს არის სიცრუე_ამტკიცებდნენ თანაპარტიელები.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, დამტკიცდა შემდეგი განკარგულების პროექტი:„ოზურგეთის, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების შპს „ოზურგეთის სატრანსპორტო კომპანია“-სთვის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.“ აგრეთვე, დადგენილება ,,მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამოქალაქო ბიუჯეტი“-ს განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ.’

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 62
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 62
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 56
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 56
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 54
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…