„ალიონის“ სტუმარი „შალომ კლუბ გურიას“  შესახებ

„შალომ კლუბ გურიას“ ჩვენი მკითხველისთვის განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ამ კლუბის შესახებ დღეს გურიაში კარგად იციან  როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლებმა, ისე ახალგაზრდებმა და ბავშვებმაც, ანუ სამივე თაობამ. რასაკვირველია, „შალომ კლუბი“ სახელდებული და უკვე პოპულარულია ისრაელში.

ნომრის სტუმარია „შალომ კლუბ გურიას“ პრეზიდენტი, ბატონი ზაურ ოსეფაიშვილი

ზაურ ოსეფაიშვილი:

,,შალომ კლუბ გურიასპრეზიდენტი; წლების განმავლობაში გორაბერეჟოულის ტექნიკუმის დირექტორი; 2003-2005 წლებში ჩოხატაურის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, მუნიციპალიტეტის 2 მოწვევის  საკრებულოს წევრი; სოციალურ საკითხთა კომისიის თამჯდომარე BDC აკადემიის საპატიო პროფესორი. ქართულებრაულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოებულია ისრაელის  საელჩოს  საპატიო  სიგელით

– ბატონო ზაურ, თითქოს გუშინ იყო, არადა, უკვე საკმაო დრო გასულა „შალომ კლუბ გურიას“ ჩამოყალიბებიდან. მოდით, შევახსენოთ მკითხველს რა იყო ამ კლუბის ჩამოყალიბების მიზანი და როგორ გამოიყურება  „შალომ კლუბი“17 წლის გადასახედიდან?

– „შალომ კლუბ გურია“ 2003 წელს ჩამოყალიბდა ისრაელის სასწავლო ცენტრ ,,მაშავის“კურსდამთავრებულებისგან. კლუბის მიზანია ისრაელში მიღებული გამოცდილებით ადგილობრივი თვითთმართველობის ხელშეწყობა მეურნეობის, განათლების, სოციალურ და ტურიზმის სფეროებში. ებრაულ-ქართული ურთიერთობის განვითარება.

– რამდენადაც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამ კუთხით არაერთი პროექტი გაქვთ გახორციელებული.

-რა თქმა უნდა. პროექტებს ამ მიმართულებით ვახორციელებთ არამარტო გურიაში, არამედ დასავლეთ საქართველოში. სწორედ ამ პროექტების ფარგლებში ჩაუტარდა უფასო ოპერაციები 50 ადამიანს ისრაელიდან მოწვეული სპეციალისტების მიერ; გაკეთდა საჩვენებელი სასათბურე მეურნეობა ჩოხატაურში; მარწყვის მინიპლანტაციები – შშმ პირთა ოჯახებში; 5 წელია იმართება ქართველ და ებრაელ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში; ვანისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მოვაწყვეთ საფუტკრეები რუტის სკებით; წყალტუბოს მუნიციპალიტეტში – მარწყვის პლანტაცია ღია გრუნტში; დავეხმარეთ დღის ცენტრებს და ქუთაისის, ვანისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში შშმ პირებს გადავეცით ლენოვოს ფირმის ლეპტოპები;  დავეხმარეთ შშმ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ ,,სერაფიმს“გათბობის სისტემის მოწყობაში; გავაკეთეთ კერამიკის საამქრო სამხატვრო სკოლაში, მინი სპორტული მოედანი.

– თქვენ ბრძანეთ, რომ კლუბის შექმნის მიზანი ტურიზმის განვითარებისადმი ხელშეწყობაც არის. რა გაკეთდა ამ მიმართულებით?

– უნდა გითხრათ, რომ შევიმუშავეთ ტურისტული მარშრუტები გურიის რეგიონში, ხელი შევუწყვეთ საოჯახო სასტუმროების გახსნას დაბა ჩოხატაურში, სოფლებში – ზოტსა და სურებში. ამ მარშრუტებს უკვე სტუმრობდნენ ებრაელი, გერმანელი და ყაზახი ტურისტები. კოვიდ19 ის გამო, ეს პროცესი დროებით შეჩერდა, მაგრამ იმედია, ყველაფერი  გამოსწორდება.

– ახლა რა პროექტებზე მუშაობთ?

– ამჟამად ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს მეტყველების კორექციის დიაგნოსტირებას გურიის სამივე მუნიციპალიტეტის ბავშვებისთვის, ამ თვეში ვგეგმავთ მის გახორციელებას, თუ ისევ პანდემიამ არ შეგვიშალა ხელი

სულ მალე გურიის გუბერნიის, ისრაელისა და სლოვაკეთის საელჩოების დახმარებით, ისრაელიდან ჩამოვიტანთ და გურიის რვა სკოლაში დავამონტაჟებთ მაღალი ტექნოლოგიის სასმელი წყლის საფილტრ დანადგარებს, რომელიც საათში 500 ლიტრ წყალს ფილტრავს ყოველგვარი ქლორისა და ქიმიის გამოყენების გარეშე. დანადგარები ასუფთავებს სასმელ წყალს ყველა სახის ინფექციური ბაქტერიებისგან

– ბატონო ზაურ, 31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები ტარდება. „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ბატონი ვასილ ჩიგოგიძე. თქვენ, როგორც გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი და ბატონი ვასილი, როგორც დეპუტატი,  წლების განმავლობაში თანამშრომლობდით. აქედან გამომდინარე, რა შეგიძლიათ თქვათ ბატონი ვასილის შესახებ ისეთი, რაც, შესაძლოა, მკითხველმა კარგად არ იცოდეს?

– დიახ, ასეა. ბატონი ვასილი 2003 წელს ავირჩიეთ დეპუტატად, მაშინ იგი დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქციის წევრი გახლდათ პარლამენტში. ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო იმ პერიოდში. რაიონს საერთოდ არ ჰქონდა ბიუჯეტი. ახლა ჩოხატაურის ბიუჯეტი 14 მილიონზე მეტია. 2003-2005 წლებში მომხდარმა სტიქიამ მთლიანად გაანადგურა რაიონის  ინფრასტუქტურა – გზები და ხიდები, სახურავები გადახადა საცხოვრებელ სახლებს. სოფელ წიფნაგვარაში ჩამოწოლილმა მეწყერმა ერთი სახლი მთლიანად შთანთქა  და თან ჩაიყოლა ოჯახის უფროსი. დაინგრა სოფლებთან დამაკავშირებილი 7დიდი და პატარა ხიდი.

ბატონი ვასილის გარეშე უბიუჯეტო მუნიციპალიტეტი ამ პრობლემებს ნამდვილად ვერ გაუმკლავდებოდა. ის ხშირად პირადი სახსრებით აფინანსებდა 7 საბავშვო ბაღის მასწავლებელთა ხელფასებსა  და აღსაზრდელთა კვებას. მზრუნველობდა გრიგოლ ხანძთელის ეკლესიასთან  არსებულ უფასო სასადილოს, სადაც 80 ბენეფიციარი იღებდა საკვებს. აქტიურად იყო ჩართული ზემო სურების მიკროჰესის მშენებლობაში. ეს სოფელი 8 წელიწადი უშუქოდ იყო.

უშუალოდ მისი ჩარევით დაიწყო 3 სკოლის მშენებლობა და 2 სკოლის რეაბილიტაცია.

მოუწესრიგებელი იყო ჯანდაცვის სისტემა. დღეს ოპერაციებს სახელმწიფო აფინანსებს, მაშინ ბატონ ვასილს უხდებოდა ავადმყოფების დახმარება. ჩოხატაურის საავადმყოფოს შეუძინა მაღალი გამავლობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა.

მახსოვს, ჩოხატაურში საშინელი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ბავშვის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, ადგილზე ვერ ვშველოდით. ღამის 2 საათზე დავურეკეთ ვასილს. რომ იტყვიან,,,ფოსტლებით“ მივიდა სამხედრო აეროდრომზე, შვეულმფრენი იქირავა, თბილისში გადააფრინა და ასე გადაარჩინა ის ბავშვი.

მის სახელს უკავშირდება ჩოხატაურის სტადიონის რეაბილიტაცია, სისტემატურად ეხმარებოდა სპორტსმენებს.

ვასილს ძალიან უყვარს გურია, ეხმარებოდა ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებს, განსაკუთრებით ადგილობრივ ბიუჯეტში ფინანსების მობილიზების კუთხით. მას ხშირად თხოვდნენ დახმარებას, ისიც ყოველთვის ეხმარებოდა. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ბახმაროში, ფაფარას მიმართულებით ელექტროენერგიის მიწოდებაში,სადაც ნასაკირალის მოსახლეობა ადის საზაფხულო იალაღებზე. ბახმაროს პოლიკნიკას შეუძინა მაღალი გამავლობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა.

მახსოვს, ბახმაროში უნდა გაკეთებულიყო გარე განათება. თანხები არასაკმარისი იყო გამოითქვა აზრი, ამ საქმეში ოზურგეთისა და ლანჩხუთის რაიონებსაც მიეღო წილობრივი მონაწილეობა. ვასილი წავიდა წინააღმდეგი, რა ფული უნდა გადავახდევინოთ, პირიქით კომფორტი უნდა შევუქმნათო და საქუჩო განათების საყრდენები მისი უშუალო ჩარევით იქნა შეძენილი. უამრავი ასეთი საქმის ჩამოთვლა შეიძლება კიდევ.

ვასილ ჩიგოგიძეს უფალმა შეაძლებინა დაბა ჩოხატაურის ცენტრში იოკიმესა და ანას სახელობის ტაძრის აშენება.ღვთისნიერი და მადლიანი კაცია, რომელსაც ძალუძს სახალხო და სახელმწიფოებრივი საქმეების კეთება, წარსულის დაფასება, აწმყოს სრულყოფა და მომავლის განჭვრეტა.

მსგავსი სტატიები

  • 100
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 100
    გურიიდან დაწყებული თავისუფლება, თუ თავისუფლების ფასი, „ბედის ბორბლის“ დაუნდობელ ტრიალშიავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ქალის მისია: მტკიცე ხასიათი ძალადობასთან შეუგუებლობის და ბოლო კითხვა, მაყურებლის ამოსახსნელი. ავანსცენა, სიჩუმე. ქალთა გუნდის მცდელობა სისხლიანი ნაკვალევის წაშლისა. ეს დასაწყისია. ხმა წარსულისკენ, ბედის ბორბალიც წარსულიდან. რეჟისორის ასისტენტი ეკატერინე ანთია; კოსტიუმების მხატვარი გია გვიჩია; სპექტაკლის წამყვანი ბონდო ჩხარტიშვილი; მუსიკალური გამფორმებელი თაზო იმნაძე; ქორეოგრაფი მარიკა ქვეითაია; ლოტბარები მამია…
  • 100
    არასოდეს ყოფილა, და არც ახლა არის ადვილი ხელოვნების გზაზე შედგომა და მერე... ამ გზიდან არ გადახვევაავტორი ნინო ნიკოლაიშვილი 37 წელი  ოზურგეთს,  მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის გახსნიდან. მას შემდეგ, ამ ცენტრში გამართული, არაერთი საინტერესო  ღონისძიების  თანამონაწილე, ან, უბრალოდ მხილველი  გამხდარა ოზურგეთელი  საზოგადოება, მათ შორის, როგორც ქართველ, ისე უცხოელ მხატვართა  პერსონალური, თუ ჯგუფური გამოფენების სახით. 19 ოქტომბერი, პერსონალური გამოფენა.  საგამოფეო დარბაზში, ოზურგეთელი მხატვრის, ვალერი…
  • 100
    შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს ზურაბიშვილი - პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებსსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას pia.ge ავრცელებს. „6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა/უსამართლობის შესახებ არ და ვერ იმსჯელებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასება ყველას გვევალება - ერთი რამ ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართველ…
  • 94
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…