დღეს, ქ. ოზურგეთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, ყოფილი პოლიგრაფიული გაერთიანების შენობის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა ბოძს შეასკდა, რის შედეგად ქალი გარდაიცვალა, ხოლო ავტომანქანაში მყოფი 10 და 12 წლის მოზარდები მძიმედ დაშავდნენ. მოზარდები „მედალფას“ კლინიკაში მოათავსეს.
როგორც კლინიკა „მედალფას“ დირექტორმა დავით მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, გოგონას ქალა-ფუძის მოტეხილობა აღენიშნება და მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ხოლო ბიჭს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აქვს. ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მათ შესაბამისი პროფილის კლინიკაში გადაიყვანენ.
საქართველოს შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მსგავსი სტატიები
- 62
მესტიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა ჭუბერში წუხელ მოხდა, რა დროსაც, ავტომანქანა მდინარე ენგურში გადავარდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, ამ დროისთვის ორივე დაღუპულის ცხედარი ნაპოვნია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. არსებული…
- 60
ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“…
- 58
ქობულეთი - ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო სამი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, ცენტრალურ გზაზე მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, შედეგად ორივე მათგანს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც შსს აცხადებს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც…
- 57
მახინჯაურში მატარებლის დაჯახების შედეგად შუა ხნის ქალი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალს მატარებელი ფოტოს გადაღების დროს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მუშაობდნენ. არსებული ინფორმაციითმომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის…
- 56
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…