მამაჩემი, დავით შარაშიძე უაღრესად განათლებული და არაჩვეულებრივად კარგი მოსაუბრე იყო…მახსენდება ოჯახში (სოფ. მთისპირი) მაღალი საზოგადოების „სტუმრობები” და მამას მიერ წარმართული ლამაზი სადღეგრძელოები.
ერთი ანეგდოტი დამამახსოვრდა, მის მიერ მონათხრობი, რომელიც მოსწავლეებთანაც ხშირად გამომიყენებია …
1837 წელს, მოგეხსენებათ, რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ პირველი ესტუმრა საქართველოს… ქართული პომპეზურ სტუმართმოყვარეობა კარგად მოგეხსენებათ…მით უმეტეს მაშინდელი თავად- აზნაურული ტენდენციები…გარბიან და გამორბიან…ემზადებიან ( მპყრობელთა) იმპერატორს ყოველმხრივ მოაწონონ თავი… ვინ რას მეცადინეობს და ვინ რას… სადაც „цар”-ს უნდა ჩამოევლო შექმნეს ე.წ. „ალეია“, მწკრივი, რომელიც შედგებოდა ულამაზესი ქართველი ვაჟკაცებითა და ასულებით…მთელი თავიანთი პრეზენტაბელობით…
ერთ- ერთი მშვენიერი ვაჟკაცი თავის ყაბარდულ ულაყთან ერთად იდგა მწკრივში… ცხენიც ამ ბიჭსავით საოცრება იყო…გადაწყვიტეს, რომ იმპერატორი შესაძლებელი იყო ამ ცხენით დაინტერესებულიყო და ვაჟკაცს რუსულად ასწავლეს პასუხი, თუ კი ნიკოლოზი ცხენზე შეეკითხებოდა…დადიოდა ეს ბიჭი და იზუთხავდა:_„чистакровный жеребец, кабардинского парода”… მოკლედ, მთელი ნერვიულობების შემდეგ აი, იმპერატორიც მობრძანდა…იგი გაჰყურებს ჩამწკრივებულ- გამოფენილი ტანწერწეტა ქალ-ვაჟების მშვენიერებას… აღფრთოვანებას ვერ ფარავდა…შედგა სწორედ ამ ჩვენი ულაყიანი ვაჟის წინ…ყველას ეგონა ცხენი გადარევდა თავისი საოცარი მშვენიერებით, იმპერატორი კი ულამაზესი ვაჟკაცით მოიხიბლა; ეკითხება:
– ты кто? – ბეჯითად ნამეცადინები ბიჭი კი პასუხობს:
– „чистокровный жеребец, кабардинского парода!“.
იმპერატორი აილეწა, ჩათვალა, რომ მას ამასხარავებდნენ და საშინელი გაგულისებით გასცა „приказ“_ ი: растрелять!
მიცვივდნენ მაშინ დიდი ფეოდალები, აუხსნეს, რომ ასე ამეცადინეს, რადგან ჩათვალეს, რომ ცხენი მოხიბლავდა ცარიზმის უზენაესს…კიდევ კარგი, რომ იმპერატორს გაეცინა, ბრძანება გააუქმა( უიშვიათესი გამონაკლისი) და ქართული ფენომენალური მშვენიერების ვაჟკაცი გადარჩა.
ნუნუ შარაშიძე
მსგავსი სტატიები
- 85
გაზეთ „ალიონის“1 აპრილის ნომერში დაიბეჭდა ჟურნალისტ თემურ მარშანიშვილის სტატია „ლევილის ქართულ მამულში საგანგაშო მდგომარეობაა,“ რომელსაც გარკვეული გამოხმაურებები მოჰყვა. ამჯერად ლევილის მამულის გარშემო არსებულ მდგომარეობის შესახებ გვესაუბრება წიგნის „ნაგომრიდან ლევილამდე“ ავტორი ავთანდილ ბერიშვილი და საქართველოს თანამეგობრობის ასოციაცია „გაუმარჯოს საქართველოს“ დამფუძნებელი ტიერ ბერიშვილი: _ ბატონო ავთო, თქვენ იცნობთ ბატონ ტიერს და მის… - 84
ავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ… - 84
რა ითქვა ჩოხატაურში კომპანია „ორბი ჯგუფის“მიერ ბახმაროში დაგეგმილ მრავალფუნქციურ კომპლექსთან დაკავშირებით საზოგადოებასთან შეხვედრაზე 28 მარტს,ჩოხატაურისმუნიციპალიტეტში, ნინო რამიშვილის სახელობის ხელოვნების სასახლეში,კომპანია„ორბიჯგუფმა“ ბახმაროში დაგეგმილ მრავალფუნქციურ კომპლექსთან დაკავშირებით საზოგადოებასთან საჯარო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი მიზანი პროექტის დეტალური პრეზენტაცია და ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან, პირდაპირი დიალოგის წარმოება იყო.… - 83
ლადო ხავთასი 93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ შევეცდებით, მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა 1931 წლის 15 ივნისს ქ. მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის… - 82
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ. აღნიშნული საღამო სადღესასწაულო შეკრებას წარმოადგენდა, რომელსაც მსოფლიოში სახელგანთქმული ტენორის ანდრეა…