ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ვასო ჩიგოგიძე ოფიციალური მოწვევით იმყოფება პორტუგალიის ქალაქ ბრაგაში, როგორც ევრაზიის თეატრების ასოციაციის (ETA – Eurasia Theatre Association) ერთ-ერთი დამფუძნებელი, სადაც დღეს გაიმართა ასოციაციის კონგრესი.
კონგრესის ფარგლებში ასოციაციის ახალ პრეზიდენტად არჩეულ იქნა რუი მადეირა — ბრაგის თეატრალური კომპანიის (CTB – Braga Theatre Company) ხელმძღვანელი. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ულოცავს ბატონ რუის და უსურვებს წარმატებას მომავალ საქმიანობაში.
ვიზიტის ფარგლებში ვასო ჩიგოგიძე ასევე დაესწრება V MIT – Mostra Internacional de Teatro-ს მეხუთე საერთაშორისო თეატრალურ გამოფენას, რომელიც 18–25 ივლისის ჩათვლით ბრაგასა და პორტუგალიის სხვა ქალაქებში გაიმართება.
მსგავსი სტატიები
- 77
გაზეთ „ალიონის“1 აპრილის ნომერში დაიბეჭდა ჟურნალისტ თემურ მარშანიშვილის სტატია „ლევილის ქართულ მამულში საგანგაშო მდგომარეობაა,“ რომელსაც გარკვეული გამოხმაურებები მოჰყვა. ამჯერად ლევილის მამულის გარშემო არსებულ მდგომარეობის შესახებ გვესაუბრება წიგნის „ნაგომრიდან ლევილამდე“ ავტორი ავთანდილ ბერიშვილი და საქართველოს თანამეგობრობის ასოციაცია „გაუმარჯოს საქართველოს“ დამფუძნებელი ტიერ ბერიშვილი: _ ბატონო ავთო, თქვენ იცნობთ ბატონ ტიერს და მის… - 76
ავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ… - 74
ლადო ხავთასი 93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ შევეცდებით, მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა 1931 წლის 15 ივნისს ქ. მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის… - 73
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ. აღნიშნული საღამო სადღესასწაულო შეკრებას წარმოადგენდა, რომელსაც მსოფლიოში სახელგანთქმული ტენორის ანდრეა… - 70
რა ითქვა ჩოხატაურში კომპანია „ორბი ჯგუფის“მიერ ბახმაროში დაგეგმილ მრავალფუნქციურ კომპლექსთან დაკავშირებით საზოგადოებასთან შეხვედრაზე 28 მარტს,ჩოხატაურისმუნიციპალიტეტში, ნინო რამიშვილის სახელობის ხელოვნების სასახლეში,კომპანია„ორბიჯგუფმა“ ბახმაროში დაგეგმილ მრავალფუნქციურ კომპლექსთან დაკავშირებით საზოგადოებასთან საჯარო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი მიზანი პროექტის დეტალური პრეზენტაცია და ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან, პირდაპირი დიალოგის წარმოება იყო.…