დღეს, ქ. ოზურგეთში, ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმშიგაიმართა რეგიონული საინვესტიციო ფორუმი, რომელსაც კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებმა იმსჯელეს რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებმა წარმოადგინეს საინვესტიციო პროფილები, რომელთა შექმნაში მათ დაეხმარა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობების დაფინანსებით.
ფორუმი საქმიანი და საინტერესო იყო და ამაზე ცალკე შემოგთავაზებთ პუბლიკაციას, მაგრამ ამჯერად უპასუხოდ დატოვებული გაზეთ „ალიონის“ კითხვის გარშემო მოგაწვდით ინფორმაციას.
ფორუმის ფორმატიდან გამომდინარე, ფორუმის ორგანიზატორებს მივმართეთ კითხვით, რომელიც ქ. ოზურგეთში ფერადი ლითონების (ალუმინი, ტყვია და სხვა) ტოქსიკური საწარმოს მშენებლობის მიზანშეწონილობის საკითხს შეეხებოდა. (გთავაზობთ შინაარს):
_ დღევანდელ ფორუმზეც რეგიონში სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარებაზეა საუბარი.ვამბობთ რომ გურია მწვანე რეგიონია… ქ. ოზურგეთში, მჭიდროდ დასახლებულ უბანში, შპს „არერსა მეთალი“ და „მანსაროვარი“ მეორადი ნედლეულისაგან ფერადი ლითონების წარმოების ტოქსიკური საწარმოს მშენებლობასა გეგმავს, რაზედაც მათ შარშან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განხილვის პირველი ეტაპი მოსახლეობის ჩართულობის გარეშე გაიარეს და რომ არა ოზურგეთის მოსახლეობის დიდი პროტესტი, სამინისტრო მათ მეორე ეტაპზე მშენებლობის ნებართვას მისცემდა… წლების გამოცდილება აქვს ოზურგეთელებს, თუ რა ზიანი მიაყენა მოსახლეობის ჯანმრთელობას, ფლორასა და ფაუნას უნებართვოდ, კუსტარულად, ყოველგვარი დამცავი სისტემის გარეშე ტყვიის გადადნობით შპს „მანსაროვარმა.“ ბუნების დამცველი ორგანიზაციის „ორქისის“ კვლევით მდინარე ბჟუჟი მცირე მდინარეებს შორის ტყვიით ყველაზე დაბინძურებული მდინარეა საქართველოში..2016 წელს რეგიონული ხელისუფლების ჩარევით მოხერხდა პრობლემის მოგვარება…ახლა კვლავ პრობლემის წინაშე დგას ოზურგეთის მოსახლეობა. მეორადი ტოქსიკური ნარჩენების ჰაერში გაბნევის და მდინარის აუზში მოხვედრა პრობლემას შეუქმნის არა მარტო ქ. ოზურგეთის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას, არამედ საკურორტო ზოლის, შეკვეთილისა და ურეკის წყალმომარაგებას, რაზედაც სახელმწიფომ დიდი ინვესტიცია განახორციელა. პრობლემა შეექმნებათ მოცვისა და სხვა კულტურების ახლადგაშენებულ პლანტაციებს…გვაქვს მეორე მაგალითიც: სოფელ მთისპირში ბერძნულმა კომპანიამ „სილვერ ენდ ბარიტ მაინინგ კომპანმა“ 20 წლის მანძილზე ქართული ბენტონიტური თიხა ჩამოაშორა მსოფლიო ბაზარს. 2018 წელს ფრანგულმა კომპანიამ „იმერის ბენტონიტ ჯორჯიამ“ ბერძნული კომპანიისაგან შეისყიდა საწარმო, ხოლო მთისპირის თიხის კარიერზე ლიცენზია ქართულმა კომპანიამ „ასკანგელ ალინსმა“ მიიღო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მდინარე ბახვისწყალზე არსებული კაპიტალური ხიდი, რომლითაცაა შესაძლებელი კარიერზე მისვლა, თავის დროზე ხელისუფლებამ ბერძნულ კომპანიას მიჰყიდა და 2 წლის წინ „იმერის ბენტონიტ ჯორჯიამ“ხიდი ბეტონის კუბიკებით გადაკეტა და ოფიციალური დაცვა დააყენა…გვაინტერესებს თქვენი პოზიცია ამ ორი მაგალითის გარშემო..
ფორუმის წამყვანმა სესიის დროის ამოწურვა გამოაცხადა და უპასუხოდ დატოვეს გაზეთ „ალიონი“, შესვენებისას პირად საუბარში ამ თემით მხოლოდ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი დაინტერესდა.
მსგავსი სტატიები
- 100
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თოჯინების თეატრი ერთ-ერთი წარმატებული თეატრია საქართველოში, რომლის წინაპირობა კარგი კოლექტივია. ისინი არა მარტო კარგ სპექტაკლებს უჩვენებენ ბავშვებს, რესპუბლიკური თუ საერთაშორისო ფესტივალებზე იმარჯვებენ, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც აქტიურობენ და ქველმოქმედნიც არიან. პრობლემა _ დაუმთავრებელი დარბაზია, რის გამოც მათ სპექტაკლების ჩვენება მცირე დარბაზში უწევთ. გასულ კვირას სპექტაკლის „ძია ჯამბაზი და წრუწუნა…
- 100
საქართველოს მიწის შვილობა არც რაიმე პრივილეგია, ან სასჯელი არასდროს ყოფილა. იყო უამრავი განსაცდელიც და დიდი სიყვარულიც. ქართველობაც ამ მოვლენებსა და გრძნობებში ნაწილდებოდა ოდითგან. აქვე ოდითგან მოყოლებული, უცხოვრიათ და ცხოვრობენ სხვადასხვა ერისანი ათობით, ასობით, ათაობით. ან რად არ უნდა ეცხოვრათ, ყველა ერს ხომ თავისი სიფაქიზე, თავისი ღირსება გააჩნია და ამ დალოცვილი…
- 100
30 ივლისს, პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საარჩევნო შტაბს პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება კამპანიის ლიდერებს, პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში საარჩევნო კამპანიის ლიდერი დედაქალაქის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, ხოლო საქართველოს მასშტაბით კამპანიის ლიდერი პრემიერ-მინისტრი ირაკლი…
- 100
1989 წლის 9 აპრილის ცნობილი ტრაგედიის შემდეგ, ოზურგეთში შეიქმნა ნინო თოიძის საქველმოქმედო საზოგადოება, რომელმაც 1990 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა კურთხევით დაიწყო საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სამეცნიერო-ლიტერატურული ბიულეტენის „ლეხოურის“ გამოცემა. ამ გამოცემის წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვის პროფესორ გიზო ჭელიძის ოჯახს (ბატონი გიზო ლიხაურელი გახლდათ, ამ გამოცემის მთავარი რედაქტორი). გიზო…
- 100
დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ქეთი ხომერიკმა სიტყვა ითხოვა, ფუთიდან სათამაშო ტანკები და სხვა სამხედრო ატრიბუტიკა ამოიღო და ნაციონალ დეპუტატებს მიართვა. _ ეს მელია -კუდაგრძელიას, ეს შენ. თქვენ მხოლოდ ერთმანეთში ომი გეხერხებათ და ითამაშეთო _ მიმართა მჟავანაძეს ხომერიკმა. _აჯობებს…