დღეს, კურორტ ბახმაროში, დასუფთავების აქცია გაიმართა.
აქციის ორგანიზატორი „ბახვი 1“ ჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანია CCEH HYDRO VI იყო და მასში მონაწილეობდნენ აღნიშნული კომპანიის თანამშრომლები, ჰიდროელექტროსადგურის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წევრები. ასევე კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), სოციალური საწარმო „3D საამქრო“ და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. დასუფთავების აქციაში მონაწილეობდნენ გაზეთ „ალიონის“ და „გურია ნიუსის“ ჟურნალისტები, მოხალისეები.
ვინაიდან ბახმაროს შესასვლელში თოვლი იდო, აქცია უშუალოდ კურორტის ტერირორიაზე გაიმართა. აქციის მონაწილეებმა დაასუფთავეს ეწ. „ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორია, მშენებლობის ქუჩის გზისპირეთი და მოედნის ტერიტორია, დაახლოებით 2 ჰექტრამდე ფართობი.
როგორც კომპანია CCEH HYDRO VI-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნიცა ჩოლოყაშვილმა გვითხრა, ამ აქციის მიზანი, ერთის მხრივ, ბახმაროს გარკვეული მონაკვეთების დასუფთავება, მეორეს მხრივ კი, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და სწორი მართვა იყო.
გაზეთმა „ალიონთან“ ამ აქციის შესახებ კომენტარი გააკეთა კომპანია CCEH HYDRO VI-ის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერმა დავით მიქელაძემ: _„ ჩვენი კომპანია, „ბახვი 1“ ჰესის მშენებელი კომპანია CCEH HYDRO VI ზრუნავს გარემოზე, ადგილობრივ მოსახლეობაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი გარემო იყოს ეკოლოგიურად სუფთა და ნარჩენებისგან თავისუფალი.სწორედ აქედან გამომდინარე კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), სოციალური საწარმო „3D საამქრო“ და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ორგანიზება გავუკეთეთ ამ აქციას. რაც მთავარია, მასში ჩართული იყო „ბახვი 1“ ჰესის მრჩეველთა საბჭოს წევრები.
ამ აქციას 17 სექტემბერს _მსოფლიოს გლობალური დასუფთავების დღეს ვგეგმავდით, მაგრამ არახელსაყრელი ამინდების გამო იგი გადაიდო. მიხარია, რომ ეს აქცია განვახორციელეთ. აქციაზე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა, მოხალისეები გამოვედით და ერთიანი ძალისხმევით, წინაწარ შერჩეული ადგილები დავასუფთავეთ.
მართალია წუხელ მოსულმა თოვლმა მცირედით შეცვალა აქციის გამართვის გეგმა, მაგრამ რაც მთავარია, აქცია შედგა.იგი არ იქნება ერთჯერადი და კურორტის ტერიტორიაზე კვლავ გავმართავთ მსგავს აქციებს_განაცხადა მიქელაძემ.
ირაკლი მიქელაძე, CENN-IS რეგიონული კოორდინატორი: _ ჩვენმა ორგანიზაციამ, როგორც კი მიიღო შემოთავაზება ბახმაროს დასუფთავების აქციასთან დაკავშირებით, დიდი სიამოვნებით ჩევერთეთ, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი ორგანიზაცია გარემოსდაცვითია და ახორციელებს აქციებს სწორედ ამ მიმართულებით, დასუფთავება იქნება ეს, დარგვა თუ გამწვანება. ამ კუთხით სკოლებში ვატარებთ კამპანიებს ცნობიერების ამაღლების მიზნით.
აღნიშნულ აქციაში ჩართვა მნიშვნელოვანი იყო, მითუმეტეს ორგანიზაცია ნარჩენების მართვის კუთხით ახორციელებს პროექტს მთელი ქვეყნის მასშტაბით. დღევანდელი აქცია მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისთვის. საბედნიეროდ, მიუხედავად იმისა რომ სეზონი მთავრდება, მოსახლეობა მაინც დაგვხვდა და ნახა ჩვენი საჩვენებელი დასუფთავების აქცია. რა თქმა უნდა პრობლემა არსებობს. პრობლემა ისევ ცნობიერების დაბალი დონეა, სახლების წინ ტერიტორია დასუფთავებულია, სახლების უკან ნარჩენების მთელი გროვაა. განსაკუთრებით ბევრია პლასტმასის ნაკეთობები, რომელიც დიდი პრობლემაა და მდინარეებში ჩაყრილი პლასტმასი ისევ ხდება ჩვენს რეკრეაციულ ზოლში, ზღვაში. მე ვფიქრობ, გარდა დასუფთავების აქციისა, კარგი იქნება ბეჭდური მასალის გავრცელება მოსახლეობაში თუ რა პრობლემასთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა კანონი მუშაობს, დასჯადია თუმცა ცნობიერების დონე თუ არ იქნება ამაღლებული. კანონით და ჯარიმებით შედეგს ვერ მივღწევთ.
დავით ვაშაყმაძე, ,,3D საამქროს“ თანადამფუძნებელი:_ ჩვენი საქმიანობა კონკრეტულად შეეხება პლასტმასის გადამუშავებას და პროდუქტის შექმნას, რომელიც განკუთვნილი იქნება საზოგადოების სხვა და სხვა სეგმენტისთვის თავიანთი საჭიროებებიდნ გამომდინარე.როგორც სოციალური საწარმო, მივესალმებით დღევანდელ აქციას, ყოველთვის მხარს დავუჭერთ ასეთ წამოწყებებს და მივიღებთ მონაწილეობას. კარგია თუ დაინერგება მსგავსი პრაქტიკა და ეს საბოლოო ჯამში დაეტყობა გარემოს.და უფროს სუფთა გარემოში ამოვალთ და დავისვენებთ.
საბა სირაძე, ,,3D საამქრო“ თანადამფუძნებელი: _ნებისმიერი წამოწყება, მითუმეტეს გურიის მასშტაბით, რომელიც უკავშირდება ეკოლოგიას და ნარჩენების მართვის საკითხებს, იქნება ჩვენი ინტერესის სფეროში და მაქსიმალურად შევეცდებით არა მარტო ჩართულობას, არამედ ნებისმიერი რესურსით დახმარებას. დღესაც შესაბამისი დღე იყო, ორგანიზაცია რომელიც ეწევა აუცილებელ საქმიანობას, თავის წილ საქმიანობასთან ერთად ასრულებს თავის წილ პასუხისმგებლობას გარემოსთან მიმართებაში, რასაც მივესალმებით და შესაბამისად თანადგომა გამოვუცხადეთ.
შთაბეჭდილებას რაც შეეხება, გულსატკენია, რომ ადგილი, კურორტი, რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ ადამიანების გაუფრთხილებლობით, ძალიან დაბალი თვითშეგნებით საკუთარი თავის და ბუნების წინაშე, ძალიან ზიანდება. არ შეიძლება ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, სახლების უკან, კუსტარული ნაგავსაყრელი იყოს მოწყობილი.
როგორც გაზეთ „ალიონისთვის“ გახდა ცნობილიკომპანია CCEH HYDRO VI-ის წარმომადგენლები ხვალ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ მთისპირს ეწვევიან და საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღს კომპიუტერულ ტექნიკას და ფართოეკრანიან ტელევიზორს გადასცემენ.
მსგავსი სტატიები
- 100
დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, გარკვეული ხნით შესვენების შემდეგ, ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში განახლდა გეგმა -კალენრით გათვალისწინებული საჭადრაკო შეჯიბრებების ორგანიზება. 12-15 ნოემბერს ჩატარდა მუნიციპალური საჭადრაკო ტურნირი 8 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის. მონაწილეთაგან საკმაოდ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ოფიციალურ ტურნირებში პირველად ღებულობდა მონაწილეობას და მწვრთნელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბავშვებმა მოჭადრაკისათვის საკმაოდ მაღალი… - 100
დღეს, მუნიციპალური არჩევნების „ინტერნიუს საქართველოს“ მედიამონიტორინგის წინასწარი ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ონლაინ პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმნენ ანა ჩერნიშოვა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე; ევია კოტანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე. პრესა და რადიოში მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა პროექტის მენეჯერმა ეკა ბერიძემ_„ინტერნიუსი-საქართველო“. „ინტერნიუს… - 100
„75 წელი. მაღალი, ბრგე ვაჟკაცი, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული, საინტერესო ბიოგრაფიით, კასკადიორ- დუბლიორობიდან წინახაზის მეომრობამდე...მოუშუშებელ ნაიარევად დარჩენილი აფხაზეთი და მის თვალწინ სახეზე ღიმილგადაკრული, შუქჩამქრალი, ცას შეყინული თვალებით გმირები, ზოგი ჭაბუკობაშიც ფეხვერშედგმული, ზოგიც უკვე მოწიფული, ქართულ მიწას და ქართულ ცას შერწყმული. „ მაცი ხვიტია“, „ლონდრე“, „შევარდენის კვალი“, _გერმანული კინოსტუდი „დეფას“ მიერ გადაღებულ… - 100
ლადო ჭელიძე, ცნობილი მწერლისა და მეცნიერის, პროფესორ გიზო ჭელიძის უფროსი ვაჟია. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ასევე არის ტელეჟურნალისტი. იგი ამჟამად ისრაელში მოღვაწეობს და მისი საქმიანობის შესახბ ვთხოვეთ ინტერვიუ: _ ხუთი წლის წინ მივიღე ორმაგი მოქალაქეობა (ბებია მყავდა დედის მხრიდან ებრაელი) და 2019 წელს გადმოვედი ისრაელში. როგორც ჟურნალისტი აქტიურად დავიწყე თანამშრომლობა… - 100
ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ოზურგეთს, სოფელ ლიხაურში დაიბადა ექვთიმე თაყაიშვილი, ახლა უკვე წმინდანად შერაცხული და საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესად წოდებული დიდი მამულიშვილი. 17 ოქტომბერი, წმინდანად შერაცხვიდან 20 წელი... და დაბადებიდან 160 წლის იუბილე. ექვთიმობა, ოზურგეთში ერთ-ერთი ლამაზი დღესასწაულია თავისი შინაარსობრივი და სულიერი გამოხატულებით. 17 ოქტომბერს ექვთიმეს აჩრდილი კვლავ სტუმრობს გურიას, ოზურგეთს, თავის საყვარელ…