↪ ვითამაშოთ კალათბურთი – ამ სლოგანით საქართველოს კალათბურთის ფედერაცია სპეციალურ პროგრამას ახორციელებს.პროგრამა რეგიონებში კალათბურთის განვითარებას და პოპულარიზაციას ემსახურება.
↪ დღეს ამ პროგრამის ეგიდით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებას, სადაც საკალათბურთო სექცია გახსნის დღიდანვე წარმატებით ფუნქციონირებს, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად სტუმრობდა.
↪ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ოზურგეთელ კალათბურთელებთან ხელდამშვენებული, საჭირო საკალათბურთო ატრიბუტიკით : ფარებით, ბურთებით, ფორმებით, დაფებით, სათვალეებით, სასტვენებითა თუ მრავალი სხვა ინვენტარით ჩამოვიდა. 👫 პროექტი – ვითამაშოთ კალათბურთი, სწორედ რეგიონების ინვენტარით აღჭურვას და ადგილზე საკალათბურთო ცხოვრების გაძლიერებას, სპორტის გამორჩეული სახეობის, კიდევ მეტად პოპულარიზაციას ემსახურება.
↪ ოზურგეთში სტუმრებს სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გუბერნატორის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი, სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილე ზურაბ დოლიძე, გურიის რეგიონული კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა თოიძე, ასევე მწვრთნელები და მთავარი, კალათბურთის სექციაში მოვარჯიშე, წარმატებული გოგო – ბიჭები დახვდნენ და საჩუქრები დიდი სიხარულით მიიღეს.
🏀 აღნიშნული პროგრამა, როგორც ვთქვით რეგიონული ფედერაციების განვითარებას ემსახურება, რომელიც FIBA ახალგაზრდების განვითარების ფონდთან ერთად, საქართველოს 9 რეგიონში ხორციელდება და მასში 1000 – ზე მეტი ბავშვი და 130 – ზე მეტი მწვრთნელია ჩართული.
👏👏დღესვე გურიის ფედერაციის პრეზიდენტს ლაშა თოიძის, ასევე მწვრთნელებს : აზა კოპალიან – მჟავანაძეს, თორნიკე გოგუაძესა და ლერი დარჩიას სიგელები გადაეცათ.
🔴 საგულისხმო დეტალი გახლავთ ის, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაცია რეგიონებში და მათ შორის გურიაში, ოზურგეთში არაერთი რესპუბლიკური შეჯიბრის ორგანიზებას გეგმავს. ასევე იზრუნებს დარბაზის იერსახის, იატაკის განახლებაზე, რაც სპორტსმენებისათვის მნიშვნელოვანი დაპირება იყო.

მსგავსი სტატიები

  • 65
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 60
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 54
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
  • 52
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 52
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…