დღეს, ქ. ოზურგეთში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილების გვირგინით შეამკეს სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლავრენტი ბიგვავამ.

ისინი დღეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ცოცხლად დარჩენილ ორ პირს მოინახულებენ.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

მსგავსი სტატიები

  • 48
    მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკესფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, პირველ მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის ბიუროს ხელმძღვანელებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო. გურიის რეგიონში 5 ვეტერანი ცხოვრობს, რომლებსაც რწმუნებული სახლში ესტუმრა და გამარჯვების დღე პირადად მიულოცა. _,,დღეს აღვნიშნავთ ფაშიზმზე…
  • 38
    საკრებულომ წლევანდელ რიგით მეორე სხდომაზე ათი საკითხი განიხილაოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ წლევანდელი, რიგით მეორე სხდომა 16 თებერვალს გამართა და დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს. იმსჯელეს `ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ~ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს…