ოზურგეთელი მოჭიდავე, საქართველოს ნაკრების წევრი იური ლომაძე ( ბერძნულ – რომაული სტილი) მსოფლიოს პირველი მოჭიდავის ტიტულისთვის იბრძოლებს.
იური ლომაძე 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვა. ( მწვრთნელები – ძმები ზურაბიანები)
იური ლომაძესთან ერთად ბელგრადში, მსოფლიო პირველობაზე 9 ქართველი იჭიდავებს.
ჩემპიონატი 10 სექტემბერს დაიწყება.
საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს :
55 კგ – ნუგზარ წურწუმია
60 კგ – ფრიდონ აბულაძე
63 კგ – ლერი აბულაძე
67 კგ – ჯონი ხეცურიანი
72 კგ – შმაგი ბოლქვაძე
77 კგ – იური ლომაძე
82 კგ – გელა ბოლქვაძე
87 კგ – რობერტ კობლიაშვილი
97 კგ – გიორგი მელია
130 კგ – იაკობ ქაჯაია
საქართველოს ნაკრები წინასაშეჯიბრო დასკვნით შეკრებას ორ დღეში დაასრულებს.
წარმატებები საქართველოს ნაკრებს, განსაკუთრებით ოზურგეთელ იური ლომაძეს!!!
შეიძლება იყოს 2 ადამიანი-(ი)ს გამოსახულება

მსგავსი სტატიები

  • 77
    30 მედალი რესპუბლიკური ტურნირიდან ოზურგეთელმა მოჭიდავეებმა შინ დაიტოვეს!ოზურგეთის სპორტის სასახლემ და სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებამ ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში, ჭაბუკთა და უმცროს ჭაბუკთა შორის აწ გარდაცვლილი მწვრთნელის, ალექსანდრე ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ რესპუბლიკურ ტურნირს უმასპინძლა. შეჯიბრში 400 - ზე მეტი სპორტსმენი მთელი საქართველოდან იღებდა მონაწილეობას. მასპინძლებმა ასპარეზობაზე საუკეთესო შედეგი აჩვენეს და შინ 30 მედალი დაიტოვეს. უმცროს ჭაბუკებში…
  • 74
    26 მედალი საერთაშორისო ტურნირიდანფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატიდან გადავერთოთ ჭიდაობაზე! მაშ ასე, მართლა მედლების ცვენა ფალავნებისგან !!! 26 მედალი საერთაშორისო ტურნირიდან! 17 - 18 დეკემბერს ქ. ქუთაისში ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში თემურ აფხაზავას საერთაშორისო ტურნირი 2006 - 2007; 2009 - 2011 წწ დაბადებულთა შორის გაიმართა. საჭიდაო ასპარეზობაში საქართველოსთან ერთად ოთხი ქვეყანა : სომხეთი , აზერბაიჯანი,…
  • 74
    ოზურგეთელი იური ლომაძე ევროპის ჩემპიონობისთვის იბრძოლებსევროპის ჩემპიონატს ჭიდაობაში , რომელსაც ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები მასპინძლობს, ხვალ ბერძნულ - რომაული სტილით მოჭიდავეები, მთელი ევროპიდან შეუერთდებიან.  საქართველო ევროპის პირველობაზე 10 სპორტსმენით ( სხვადასხვა წონით კატეგორიაში) იღებს მონაწილეობას.  ზაგრებში  ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად 77 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს სახელით ოზურგეთელი იური ლომაძე ( მწვრთნელები ძმები ზურაბიანები)იბრძოლებს. ლომაძემ 2020 წელს იტალიაში,…
  • 68
    მედლების ცვენა რესპუბლიკური ტურნირიდან!28-29 ნოემბერს ქალაქ ბათუმში ბერძნულ -"რომაულ ჭიდაობაში , უმცროს ჭაბუკებს შორის ნოდარ ჭანუყვაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ჩატარდა. ასპარეზობაზე თავი გამოიჩინეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ბერძნულ - რომაული ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა. ( კლუბი ,, ზვაბელები" ) ჩვენმა ფალავნებმა შინ 15 მედალი, მათ შორის 5 ოქრო, 3 ვერცხლი…
  • 67
    მედლების ცვენა რეგიონული ტურნირიდან 26 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში, ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, მსოფლიო თასის ფლობელის გურამ მაჭარაშვილის სახელობის ტურნირი 2010 - 2012 წწ დაბადებულთა შორის გაიმართა.  საჭიდაო ასპარეზობაში გურიის რეგიონიდან 120 - ზე მეტი სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. რეგიონულ ტურნირში თავი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის…