ოზურგეთში ახალი, ყოველწლიური, ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“ გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო, გურიის სამივე მუნიციპალიტეტიდან საოჯახო მარნები. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახეობის ღვინო, დასწრებოდნენ საწნახელში ყურძნის დაწურვას; ჭაჭის გამოხდას; პურის ცხობას; ჩურჩხელების ამოვლებას.

ფესტივალი ანსამბლ ,,აფხაზეთის“ კონცერტით დასრულდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ღვინის ფესტივალი 9-დან 15 ოქტომბრამდე, ქვეყნის 25 ქალაქს მოიცავს.

#ღვინისდღეები #WinedaysGeorgia #გურია

მსგავსი სტატიები

  • 31
    „ახალი ღვინის ფესტივალში“ გურულებიც მონაწილეობენდღეს, ქ. თბილისში  მთაწმინდის პარკში „ახალი ღვინის ფესტივალი“ ღვინის მოყვარულებს მასპინძლობს და საინტერესო ღვინოებით, სასიამოვნო მუსიკითა და კერძებით უმასპინძლდება. 11 საათიდან ღვინის მოყვარულებს აქ დახვდათ 256 მარანი და ძალიან ბევრი საინტერესო ღვინო, რომლებიც რეგიონებისა და ადგილწარმოშობების მდიდარ მემკვიდრეობას წარმოაჩენენ.  მეღვინეები სტუმრებს თავიანთი გამოცდილებისა და ისტორიების შესახებ მოუთხრობდნენ. „ახალი ღვინის ფესტივალი…