რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული “საშობაო ცეცხლის შეწყვეტის” მიუხედავად, რუსული ძალები შაბათს, 7 იანვარს, ზაპოროჟიეს ოლქში გაერო-ს მისიას თავს დაესხნენ._ამის შესახებ ინფორმაციას ipn.ge ავრცელებს.

ამის შესახებ ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა.

„აგრესორი ქვეყანა, რომელმაც პირობა დადო, რომ სროლისგან თავს შეიკავებდა, თავს დაესხა გაერო-ს ჰუმანიტარულ მისიას, რომელმაც ჰუმანიტარული დახმარება ქალაქ ორიხივში ჩაიტანა“, – აღნიშნა სტარუხმა.

უკრაინული მედიის ცნობით, შაბათს, 7 იანვარს საღამოს, რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში ქალაქ ზაპოროჟიეს გარეუბნებში განახორციელეს, მაშინ როცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს შობის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტა უბრძანა.