ვირუსის ფართოდ გავრცელების გამო, სამედიცინო პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. შესაბამისი გადაწყვვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა მარია ცქიტიშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება.

 

„მივიღეთ გადაწყვეტილება, პირბადეების ტარება არა მხოლოდ დახურულ სივრცეში, არამედ ღია სივრცეშიც სავალდებულო იყოს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 44 522 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 28 633. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 362-ს შეადგენს.