დღეს,ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები ჰესების კასკადის მშენებელი კომპანიის „ენკასგან“ რიონის ხეობის დატოვებას და იმ ნებართვის გაუქმებას ითხოვდნენ, რომელიც ხეობაში ჰესის მშენებლობას ითვალისწინებს.
აქციას მხარდამჭერები სხვადასხვა რეგიონიდან შეურთდნენ, მათ შორის იყვნენ გურიის წარმომადგენლები ოზურგეთიდან, ჩოხატაურიდან, სურებიდან. ყველა ისინი, სოლიდარობას უცხადებენ, ადამიანებს, რომლებსაც, არ სურთ საკუთარი მიწის 100 წლით გასხვისება.
_„არა ჰესებს რიონის ხეობაში!
ექვთიმე ღვთისკაცის სახელი აქაც გააჟღერა ნიკოლოზ ხომასურიძემ…ექვთიმეს ლაშქარიც იქ იყო გურიიდან:ლევან მგელაძე,გელა გაგუა,ლევან სარჯველაძე,ქეთი ინწკირველი,მერაბ სალუქვაძე…ოზურგეთელები,სურებლები,ბუკნარიდან ბიჭებიი.“.._ასე ეხმიანება დღევანდელ აქციას გარემოსდაცვითი სათემო საზოგადოება „ეკოს“თავმჯდომარე ირმა გორდელაძე.
მსგავსი სტატიები
- 68
ავტორი: ნუგზარ ასათიანი თამარ მელიქაძისა და ხარიტონ ჯინჭარაძის ოჯახი ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც ვერ გადაურჩა გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიების სუსხს. 13 წლის წინ ამ ოჯახის უკანასკნელი წევრი გარდაიცვალა. დარჩა ლამაზი მოგონებები და სევდიანი ისტორია, რომლის გადმოცემას 10 წელზე მეტია ვლამობ... … - 66
ავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ… - 63
ლადო ხავთასი 93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ შევეცდებით, მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა 1931 წლის 15 ივნისს ქ. მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის… - 62
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ. აღნიშნული საღამო სადღესასწაულო შეკრებას წარმოადგენდა, რომელსაც მსოფლიოში სახელგანთქმული ტენორის ანდრეა… - 62
ოზურგეთს ჰყავს მდიდარი ბიოგრაფიის მქონე ადამიანები, რომლებიც, თავიანთი ცხოვრების წესით, საქმიანობით, ქველმოქმედებით სამაგალითო მოქალაქეები არიან. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მრავალმხრივი მოღვაწე ოლეგ გობრონიძე. მას დღეს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა. ოლეგი ქ. ოზურგეთში დაიბადა, გოგებაშვილის ქუჩაზე. დედა _ სონია შეწირული დაწყებითი განათლების სპეციალისტი იყო, ხოლო მამა აკაკი _ვაჭრობის მუშაკი. იხსენებს ოლეგი ეპიზოდებს …