რიონის ხეობის მცველებისა და მათი მხარდამჭერების მიერ გამართული აქციის პარალელურად, სხვადასხვა მედიასაშუალებაში თუ სოციალურ ქსელში ხშირად ისმებოდა შეკითხვასაიდან აქვთ აქციის ორგანიზატორებს დაფინანსება? როგორ ახერხებენ სასცენო აპარატურის შეძენას? და ..

ჩვენ 3 წელია, ვიბრძვით ამ პრობლემის წინააღმდეგ. საზოგადოებამ 209 დღის წინ გაიგო, რაც დაიწყო კარვების პროტესტი. მანამდე ყველანაირ ხარჯს ჩვენი რესურსებით, ჩვენი პირადი სახსრებით ვფარავდით, რაც შეგვეძლო და რომ არა საზოგადოების დიდი თანადგომა, ასეც გავაგრძელებდით.

ხედავთ, რომ ამხელა მხარდაჭერა აქვს ამ პროტესტს, ამდენი ადამიანი მოდის და გაცილებით მეტი ადამიანია ჩართული ემიგრაციიდან. თითქოს გეოგრაფიული მანძილი წაიშალა მათთან, იმდენად ბუნებითად დავკავშირდით პროტესტის ირგვლივ.

პროცესი თვითორგანიზდება. ყველა ცდილობს, რაღაც წვლილი შეიტანოს. ჩვენ გვაქვს „მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის“, ეს არის რეგისტრირებული ააიპ, რომელსაც აქვს ანგარიშის ნომერი, რომელსაც სხვადასხვა დროს ვდებდით ჩვენს გვერდზე, როდესაც გვჭირდებოდა ამა თუ იმ საქმეში დახმარება.

არავისთვის ამ პროცესში ჩართულობა არ დაგვიძალებია, არათუ ფულის ჩარიცხვის მხრივ, არამედ „აქციაზე მოდით“ არ გვითქვამს.

ფიზიკური მონაწილეობა იქნება თუ მატერიალურ დახმარება, უამრავი ადამიანი გამოთქვამს ამის სურვილს. ანგარიშზე აკუმულირდება გარკვეული თანხები, რომლითაც ვახერხებთ, რომ თუნდაც ეს სცენა დავდგათ ან ის ელემენტარული პირობები შევიქმნათ, რაც შეგვაძლებინებს, რომ გავმართოთ ეს ხანგრძლივი, გრძელვადიანი ბრძოლა.

რაც კარვებში ვართ, საკვები პროდუქტიც კი იმ რაოდენობით მოაქვთ ჩვენთან, რომ ხშირად უკან ვატანდით ხოლმე, იმდენად ბევრ ადამიანს უნდა თავისი წვლილის შეტანა.

ეს არის სრულიად გამჭვირვალე მათთვის, ვინც ჩართულია პროტესტში და ინტრიგანმა თვალმა შესაძლოა, ყველგან მოძებნოს სხვა რამ.

როგორ ვახერხებთ უწყვეტი პროტესტის ფონზე ოჯახების რჩენას? ხალხის ძირითადი შემადგენლობა, რომლებიც  არიან ავტორები ამ პროტესტის, თავიდან უფრო მეტად იყვნენ ჩართულნი უშუალოდ, ვიდრე დღეს, რადგან დღეს მხარდამჭერების რაოდენობა გამრავლდა და იმ ხალხს უფრო შეუმსუბუქდა ტვირთი.

ჩვენთვის ეს იმდენად ხელშესახები პრობლემა იყო, ისე ვცხოვრობდით ამ პერიოდში, რომ არ გვეძინა ამაზე ჯავრით. რთულია ასახსნელად, ჩვენთვის ეს ისეთი საკითხი კი არ არის, რომ გავაპროტესტოთ, არ გავაპროტესტოთ… ეს იმაზე მეტია, ვიდე შეიძლება აღიქმებოდეს.

ჩვენ იმდენად ვნერვიულობდით, იმდენად დიდ განცდებში ვიყავით, მანამდე, სანამ ამას საერთოდ საზოგადოება გაიგებდა, რომ ყველაფერი ჩავდეთ და დღესაც ვდებთ, რომ ეს ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ.

ბევრი კითხვა ისმის, მათ შორის ამა თუ იმ ბიზნესმენის სახელი და გვარი ჟღერდება, რომ თითქოს ისინი გვაფინანსებენ. იყო ერთი პიროვნება, რომელიც იქვე გვერდით სოფელში ცხოვრობს, სახელს და გვარს არ ვიტყვი უბრალოდ, ნამდვილად იყო ჩვენთან მოსული შემოთავაზებებით. არაერთი ყოფილა ამ პროცესში, რომ შემოუთავაზებიათ თუნდაც ფულადი დახმარება, მაგრამ ჩვენ ყველას შეგნებულად უარის ვეუბნებით, და ვამბობთ, რომ ეს ბრძოლა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დამთავრებული ჩვენ სასარგებლოდ, თუ მასში მონაწილეობას ადამიანები მართლა  საჭიროდ ჩათვლიან და არა ის, რომ ვიღაცამ დაგვაფინანსოს, ფული ავიღოთ ამ პროცესში და ასე წავიდეთ წინ.

აქვე დამატებით გეტყვით, რომ ვიდრე საზოგადოებისთვის გახდებოდა ცნობილი, ამ პროტესტის შესახებ, ჩვენ, მე და სხვა აქტორებს გაცილებით დიდ თანხებს გვთავზობდნენ გაჩერების სანაცვლოდ. და ამას არც ვმალავთ. ვინ იყვნენ, მაგის იდენტიფიცირება ჩვენთვის ძნელია. მოდიოდნენ გარკვეული სახეები, გვთავაზობდნენ დიდ თანხებს იმის სანაცვლოდ, რომ პროტესტი აღარ ყოფილიყო, იყო დაშინების მცდელობებიც: „რა გინდათ, ახალგაზრდა ხალხი ხართ“, „აგერ არის თანხა, აიღეთ“, „ცხოვრება წინ გაქვთ“ და ა.შ.

ამ საკითხში  იმიტომ ვგრძნობთ თავისუფლად თავს, რომ თუ ფულზე მიდგება საქმე და ამ ნაწილში გაჩნდება კითხვები, ამ ხალხს მართლა შეეძლო დიდად უზრუნველეყო თავი იმ ფულით, რაც მართლა იყო შემოთავაზებული.

თავიდან ცოტა ქვედა ეტაპიდან დაიწყო – პროტესტის ორგანიზატორებს გვთავაზობდნენ ხელფასს და სამსახურს, იგივე კომპანია „ენკაში“ დასაქმებას, მაღალანაზღაურებად პოზიციებზე.

ეს იყო ორი წლის წინ. რაც უფრო იზრდებოდა ჩვენი პროტესტი,  შემოთავაზების სერიოზულობა იწევდა ზევით, ამას ყოველთვის ვამბობდით ჩვენს ლაივებში. არ ვიცი, შეიძლება ახლა უფრო რეზონანსული იყოს, რადგან მეტი ყურადღება მივიქციეთ.

ჩვენ არც იმაში ვხედავთ პრობლემას, რომ გავასაჯაროვოთ ჩარიცხვების და ფინანსური ხარჯების დეტალები, მაგრამ დარწუნებული ვარ, საზოგადოებას ამ კუთხით ჩვენში ეჭვი არ ეპარება, მაგრამ თუ ამ მხრივ ინტერესი იქნება, ჩვენთვის არც ეგაა პრობლემა“, –  ამის შესახებ ვარლამ გოლეთიანმა.პუბლიკასთანგანაცხადა.

 

მსგავსი სტატიები

  • 73
    „ანზორ ერქომაიშვილმა ჩვენ დაგვიბრუნა ჩვენი ეროვნული მუსიკალური იდენტობა“    ეს იყო ისტორიული სიტყვა წარმოთქმული სვიმონ ჯანგულაშვილის მიერ, დიდი ანზორ ერქომაიშვილის დაკრძალვისას მთაწმინდაზე „ვენ ვიმყოფებით საკრალურ ადგილზე. სვეტიცხოველთან, დიდგორთან, გელათთან, ჭყონდიდთან თუ ოშკთან ერთად, ეს ერთერთი ყველაზე წმინდა ადგილია საქართველოში და დედამიწაზე. და ამ ადგილის მნიშვნელობა ჩვენი ეროვნული თვითშეგნებისათვის, ჩვენი კულტურისათვის განუზომლად გაზარდა ღვთაებრივმა ილია მართალმა, როდესაც ეს…
  • 72
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 72
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 72
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
  • 71
    2012 წლის 19 აგვისტო 10 წლის გადასახედიდან...2011 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა  კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები, რომელიც კიდევ უფრო აუარესებდა დემოკრატიულ გარემოს ქვეყანაში. გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორის ლაშა ტუღუშის შეფასებით ეს კანონი დაწერილი იყო შიშის თვალებით. ანუ იმჟამინდელი ხელისუფლება შეშინებული იყო იმ პოლიტიკური რეალობით, რაც იმჟამად საქართველოში ხდებოდა. ამას მოყვა ჟურნალისტების, არასამთავრობო…