გუშინ ოზურგეთს სტუმრობდა  ქართველი ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელმაც ახლახან საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი“ დააფუძნა.

ოზურგეთის „ჭადრების ბაღში“ ლევან ვასაძე ოზურგეთის საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. დამსწრეთა შორის იყვნენ სოფლების ასკანა-ფიჩხიჯვარი-მთისპირის წარმომადგენლები. როგორც ლევან ვასაძემ განაცხადა, ეს იყო ექსპრონტად ჩატარებული შეხვედრა.

ლევან ვასაძის საუბრის თემა იყო დღევანდელი ქართული პოლიტიკა და ამჟამინდელი გამოწვევები; როგორი პოზიცია უნდა გააჩნდეს ქვეყანას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით; დედა ეკლესიის თანადგომა; ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების გზები; ქართული სოფლის გადარჩენა; „ნამახვანჰესის“ და სხვა ჰესების მშენებლობებიდან გამომდინარე პრობლემები და ა.შ. პასუხი გასცა დასმულ შეკითხვებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან განაცხადა:

_მე გურიისადმი სუბიექტური ვარ, რადგან გურული ვარ მამითაც და დედითაც. ჩემი გული სხვანაირად ფეთქავს, როცა ჩემს მშობლიურ მხარეში ჩამოვდივარ. გურია ჩემთვის საერთოდ სხვა არის. მე ღრმად მწამს, რომ ამ მხარეს ბევრად დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე ეს ჩანს და ამ პოტენციალის გასაღვივებლად და განსახორციელებლად ჩვენ გვჭირდება ადგილობრივი წარმოების განვითარება, ეს არის ანაბანა. თუ ჩვენ ვერ შევქმნით პირობებს, რათა გურული სოფლის მეურნეობის წარმოება ავიდეს ხარისხობრივად სხვა დონეზე, გავაგრძელებთ ყოფნას იმ ჭაობში, რომელშიც ვართ. გარდა ამისა, გურიას გააჩნია საოცარი ტურისტული პოტენციალი, მაგრამ ეს არის ბევრად უფრო მყიფე და არასტაბილური პანდემიის და საერთოდ მომავალი წლების პერსპექტივაში. არ შეიძლება ერთ ლიანდაგზე შეაყენო ეკონომიკა და თქვა, რომ ჩვენ ყველა ვიქცევით მომსახურების სფეროდ. არაფერი საწინააღმდეგო მე ტურიზმის არ მაქვს, მაგრამ ეკონომიკას აუცილებლად სჭირდება დივერსიფიკაცია. გარდა ამისა, არის ძალიან საინტერესო, სასარგებლო წიაღისეულის რამდენიმე კერა გურიაში, რომლის ნაწილიც დამუშავებულია, ნაწილიხელუხლებელი. ამასაც სჭირდება პატრონობა და მიზანმიმართული ეკონომიკური გეგმა სახელმწიფოს მხრიდან.“ _ განაცხადა ლევან ვასაძემ.

 

მსგავსი სტატიები

  • 79
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
  • 78
    სევდიანი იუმორი და მოწოდება: „ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაშინაც კი, როცა წასაგებადაა განწირული“ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი სცენიდან  რეალურ ყოფამდე თუ,  შელამაზებული, დახვეწილი ურთიერთობების მიღმა არსებულ მეორე „განზომილებაში“  ჩარჩენილ ადამიანთა მარათონი უზნეობის, სიხარბის, უსუსურობის, მლიქვნელობის..., ერთიან ჩარჩოში. ჩარჩოში, რომელსაც გარე სივრცესთან ფანჯრების დაბზარული, თუ ჩატეხილი მინები, და  სხვადასხვა ემოციის და მოქმედების გამომხატველი ხელები აკავშირებს. ეს ყველაფერი ინაცვლებს სპექტაკლში  „იმერული რეკვიემი“, რომლის  ჩვენება,  გაიმართა  ოზურგეთის…
  • 77
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 74
    „ანზორ ერქომაიშვილმა ჩვენ დაგვიბრუნა ჩვენი ეროვნული მუსიკალური იდენტობა“    ეს იყო ისტორიული სიტყვა წარმოთქმული სვიმონ ჯანგულაშვილის მიერ, დიდი ანზორ ერქომაიშვილის დაკრძალვისას მთაწმინდაზე „ვენ ვიმყოფებით საკრალურ ადგილზე. სვეტიცხოველთან, დიდგორთან, გელათთან, ჭყონდიდთან თუ ოშკთან ერთად, ეს ერთერთი ყველაზე წმინდა ადგილია საქართველოში და დედამიწაზე. და ამ ადგილის მნიშვნელობა ჩვენი ეროვნული თვითშეგნებისათვის, ჩვენი კულტურისათვის განუზომლად გაზარდა ღვთაებრივმა ილია მართალმა, როდესაც ეს…
  • 73
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…